ნაგავსაყრელი ბოტანიკურ ბაღში

გუშინ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ნაგავსაყრელი აღმოვაჩინე.
არ ვიცი ამ აღმოჩენაზე სააავტორო უფლებები რამდენად მეკუთვნის, (დიდი ეჭვი მაქვს ჩემამდეც ბევრს უნახავს ეს ნაგავსაყრელი) მაგრამ გადავწყვიტე ამ “აღმოჩენის” შესახებ ხვალ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს შევატყობინო. როგორც სფეროს სპეციალისტებმა განმიმარტეს ბოტანიკურ ბაღში ნაგავსაყრელის არსებობა არის კანონდარღვევა. არ ვიცი რა არის ამ გროვის ქვეშ, რომლის ნახვაც თქვენც შეგიძლიათ ქვემოთ ფოტოზე, მაგრამ ზედაპირულად რაც ჩანს პოლიეთილენის პარკები და ბოთლებია. იმედი მაქვს ფაქტს გამოიკვლევენ და შესაბამის ზომებსაც მიიღებენ.

კიდევ ერთი გუშინდელი აღმოჩენა ჩამქრალი კოცონი იყო.
წესითა და რიგით ბოტანიკურ ბაღში კოცონი არ უნდა ინთებოდეს.
მაგრამ როგორც ჩანს მაინც ინთება…

ბაღის შესახებ:
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და მას მდინარისპირა სამი ტერასა უჭირავს. აქედან პირველ ტერასაზე არაფერია გაშენებული, რადგან ბოლო პერიოდამდე ბაღი მდინარისგან დაცული არ იყო დამბით. ამის გამო ბაღის პირველი ტერასა რიონის ადიდებისას პერიოდულად იტბორებოდა. დროდადრო რიონი ბაღს მიწასაც სტაცებდა. ამის გამო მდინარესა და ბაღს შორის თავდაპირველად არსებული 70 მეტრის მანძილი დღეს 15-20 მეტრამდეა შემცირებული.
დღეისათვის ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა (ხეები და ბუჩქები) 600-მდე სახეობას მოიცავს. ისინი 80 ბოტანიკური ოჯხის 207 გვარის წარმომადგენლობააა. ბაღის ნარგაობის დიდი ნაწილი ინტროდუცირებული მცენარეებია და მათი სამშობლო აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, მცირე აზია, სამხრეთ ამერიკა და ავსტრალიაა.

ბაღი საკმაოდ მოუვლელია. ბაღის დირექტორი ძირითად მიზეზად თანხების უქონლობას ასახელებს. 45 ჰა ტერიტორიას ორი მებაღე უვლის. პრინციპში შედეგიც სახეზეა.

მსგავსი წარწერები ბაღის მცირე ნაწილშია. ძირითადი ტერიტორია აუთვისებელია, რაც მნახველისთვის არაკომფორტულია. დაინახავ საინტერესო ხეს, ან ბუჩქს. მიხვალ, დაათვალიერებ, მაგრამ მის სახელწოდებას სამწუხაროდ ვერ გაიგებ.

სანაცვლოდ ადვილად გამოიცნობთ ზაფრანას ყვავილს, რომელსაც ბაღის ერთ კუთხეში საპატიო ადგილი უჭირავს.

15 comments on “ნაგავსაყრელი ბოტანიკურ ბაღში

  1. ვა.. ქუთაისს თუ ბოტანიკური ბაღი ქონდა ამდენი ხანი არ ვიცოდი.. და რას აკეთებენ ამ დროს ჩემი ქუთაისელი ნათესავები როდესაც ჩავდივარ? სვავენ! თან მთელი 2 კვირა, როდესაც ქუთაისში ვარ. 😦

    • ნიკუშა როდესაც ვსაუბრობ ნაგავზე მხედველობაში მაქვს პირველი სურათი, სხვა ფოტოებზე ნამდვილად არაა. რაც შეეხება პირველ სურათს, მართალია შორი ხედია, მაგრამ კარგად თუ დააკვირდები ადვილი შესამჩნევია პლასტმასის ბოთლები. ეს უკანასკნელი ნამდვილად არის ნაგავი. ამასთან პლასტმასი პრაქტიკულად არ იშლება.

  2. წარმატებებს გისურვებ ჩემო მოხეტიალე,შენ ძალიან კარგი გოგო ხარ და ამ საქმესაც უკვე პროფესიონალივით მოჰკიდე ხელი, ანუ შენებურად და ერთგულად და ეს ერთგულება ყველაზე მეტად იგრძნობა შენს ბლოგზე.
    რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს,ნამყოფი არ ვარ,დედაჩემი ხშირად დადის და მაგ ნაგავსაყრელის ფოტოც დადო თავის ბლოგზე. ორი თვის წინ ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიას ვესწრებოდი, სადაც ერთმა მონაწილემ თქვა რომ მენტალური ცვლილებები მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი როცა შეიცვლება დამოკიდებულება სიტყვა “ნაგავთსაყრელთან ” დაკავშირებით.რაც შეეხება ასეთ ნაკრძალებს ეს ალბათ უფრო დამოკიდებულია მის ხელმძღვანელებზე, რომლებიც ნაკრძალის შორიახლო ადგილებს ნაგავთსაყრელად გადააქცევენ და ამის გამო პასუხი რა თქმა უნდა
    საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს,მაგრამ სად არის საზოგადოება???

Leave a reply to მოხეტიალე კომენტარის გაუქმება