ანაბეჭდი წყალზე

წყალი, ჰაერი და საკვები – სამი რამ, რის გარეშეც ადამიანს არსებობა არ შეუძლია.
მეცნიერებმა დაადგინეს რომ ადამიანს ჰაერის გარეშე შეუძლია რამდენიმე წუთი გაძლოს, წყლის გარეშე 7 დღე, ხოლო საკვების გარეშე 40 დღე.
(მე პირადად ან მონაცემებში ეჭვი მეპარება, მაგრამ რადგან მეცნიერებმა დაადგინეს…)
კითხულობ ახლა ამ პოსტს, გეღიმება და იწყებ ფიქრს კიდევ რის გარეშე არ შეგიძლია არსებობა… კარგი იფიქრე და თან ირგვლივ მიმოიხედე… დააკვირდი გარემოს შენს ირგვლივ, ყველაფრის დასამზადებლად რასაც შენს ირგვლივ ხედავ საჭიროა წყალი.
საიდან დავიწყო?
სავარაუდოდ შენს მაგიდაზე დგას ერთი ფინჯანი ყავა. როგორ ფიქრობ რამდენი წყალია ერთ ფინჯან ყავაში?
1 ლიტრი?
5 ლიტრი?
თუ 140 ლიტრი?

ჰო, დაახლოებით 140 ლიტრი წყალი სჭირდება ერთი ფინჯანი ყავის მომზადებას.
რატომ?
წარმოიდგინე ყავა რომელსაც შენ სვამ ჯერ დათესეს, მერე დაკრიფეს, მერე საწარმოში მიიტანეს, გადაამუშავეს, შეფუთეს და გასაყიდად გამოიტანეს.
მერე მკვლევარები, სტატისტიკოსები თუ მეცნიერები დასხდნენ, დაიწყეს დათვლა და ბევრი ითვალეს თუ ცოტა ითვალეს, გამოითვალეს რომ ერთი ფინჯანი ყავის მოსამზადებლად საჭიროა 140 ლიტრი წყალი.
ეს ვირტუალური წყალია, ანუ ეს არის პროდუქტის “დაფარული წყალი” ანუ წყლის ის რაოდენობა, რომელიც პროდუქტის წარმოებაზე დაიხარჯა, გაანგარიშებული პროდუქტის წარმოების ადგილას.
იგივე ხალხმა გამოითვალა რომ ერთი ბამბის მაისურის დასამზადებლად საჭიროა 2700 ლ წყალი.
1 ჰამბურგერი – 2400 ლ წყალი.
1 ჭიქა ლუდი – 75 ლ წყალი.
1 კგ ტყავის ნაწარმი – 16 600ლ წყალი.
1 კგ ყველი – 5000 ლ წყალი.
1 ნაჭერი პური – 40 ლ წყალი.
1 კგ ქათმის ხორცი – 3900 ლ წყალი.

წყლის ანაბეჭდი – ეს არის ერთი ადამიანის, თემის ან მთელი ქვეყნის მიერ მოხმარებული პროდუქტების და სერვისების წარმოებისათვის გამოყენებული წყლის მთლიანი მოცულობა.

ცოტა სტატისტიკა:
დედამიწის 71% დაფარულია წყლით, აქედან 97.4% მლაშე წყლებია, ხოლო 2.6% მტკნარი წყლები.
წონის მიხედვით წყალი შეადგენს ხემცენარეების 60%-ს და ცხოველების უმრავლესობის 50-60%-ს.

ადამიანის ორგანიზმი შედგება 55- 60% წყლისაგან.

არსებობს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები.
ნალექების ნაწილი იფილტრება ნიადაგში და ავსებს ნიადაგსა და ქანებში არსებულ ნაპრალებს, ფორებს და სხვა სივრცეებს, ამ წყლებს მიწისქვეშა წყლები ეწოდება.

ზედაპირული წყლები არის ისეთი წყლები, რომელიც მიედინება მდინარეებში, ტბებში, რეზერვუარებში და ჭარბტენიან ტერიტორიებზე. ამ წყლების 2/3 იკარგება წყალდიდობის დროს და მხოლოდ 1/3 წარმოადგენს მტკნარი წყლის რესურსების სტაბილურ წყაროს.
რაში ვიყენებთ წყალს: ყველაზე დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობაში 82 %, ინდუსტრიულ წარმოებაში 16 %, ხოლო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის მხოლოდ 4% გვჭირდება.

ისევ სტატისტიკა:
1900 წლიდან წყლის მოხმარება გაიზარდა 9-ჯერ.
ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა 4-ჯერ.
დღესდღეობით მოიხმარება ზედაპირული ჩამონადენი წყლების სტაბილური მარაგის 35%.
ჩამონადენი წყლების 20% რჩება მდინარეებში და უზრუნველყოფს ტვირთის გადაზიდვას, დაბინძურების განზავებას, სათევზე მეურნეობების და ველური ბუნების შენარჩუნებას.

რაც შეეხება საქართველოს…
“საქართველო მდიდარია წყლისრესურსებით” – ვფიქრობ ეს ყველაზე გავრცელებული ფრაზაა, რომელსაც ყოველი მეორე ადამიანისაგან მოისმენ, თუკი რა თქმა უნდა წყალზე დაუწყებ საუბარს.
არადა მე არ მჯერა ამის. იმიტომ რომ ჩემს ონკანში წყალი ყოველ მეორე დღეს მოდის, დაახლოებით ორი საათით და თან საინტერესო რაღაც-რაღაცებიც მოყვება:)
შეიძლება ზოგადად წყალი გვაქვს, მაგრამ სასმელი წყლის დეფიციტიც რომ გვაქვს ესეც ფაქტია…

Advertisements

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა

ესეც მიდიოდა, უბრალოდ ფოტოაპარატის დანახვაზე შეჩერდა…:)

ბოლოს გზა დაცარიელდა…ასე იცის ხოლმე წვიმის დროს…
მხოლოდ გირჩები დარჩნენ. წასვლა რომ შეძლებოდათ ალბათ ისინიც წავიდოდნენ…
თუ არა?
არ ვიცი…
შენ იცი?

PHOTO: MARIAM Q.

გახარებული პოსტი

ახლა ვარ უზომოდ გახარებული….
გახარებული და კიდევ ძალიან, ძალიან გახარებული…
ქუჩაში ნაცნობი შემხვდა, რომელიც ჩემი ფეისბუქის მეგობარია, ჰოდა რა მითხრა…
შენ ბლოგს ვკითხულობო, და ნაგავზე რომ გეწერა იმის შემდეგ ქუჩაში ნაგვის დაგდება მრცხვენიაო….
ცოტა გამოვშტერდისავით…
მეთქი რას მეუბნება…
სულელური ღიმილით დავემშვიდობე და წამოვედი.
მოვედი, ჩავრთე კომპიუტერი, გავხსენი ჩემი ბლოგი და მერე მივხვდი….
ჩემმა პატარა პოსტმა ვიღაცაში სირცხვილის გრძნობა გააღვიძა.
ვიღაცა დააფიქრა…
პრინციპში მეტი რა შეეძლო გაეკეთებინა.

ახლა ამ წუთში როცა ამ პოსტს ვწერ ვხვდები, რომ ტყულად არ ვშრომობ, ტყუილად არ ვიტან დამცინავ ქირქილს რამოდენიმე სუბიექტისგან, “ანანო” რომ შემარქვეს და შიგადაშიგ იმეილებს მიგზავნიან კენგურუებზე და ზაზუნებზე როდის დაწერ პოსტსო… (სულ გამოაშტერა ამ სერიალებმა ეს ხალხი)…

ირონია იქით იყოს და…
როდის დავწერ? როცა გამეხარდება მაშინ!

Girls are like apples on trees

ბლოგიდან:fpgurrl16.files.wordpress.com/ 2007/08/2uxxkyx…

ბლოგიდან:richgrad.com/wp-content/ uploads/2008/01/girls…

ესეც ჩემი შემოქმედება.
არანაირი კრიატივი და ბეეევრი პლაგიატი….

დაფიქრდი, სანამ მოჭრი!

ადამიანის გონება ისეა მოწყობილი სანამ რაღაცა აქვს მანამ იმ რაღაცას არ აფასებს, ხოლო როდესაც აღარ აქვს წუწუნებს იმაზე, თუ რატომ არ აქვს და მისტირის მას, რაც ჰქონდა…

როდესაც 2008 წლის აგვისტოში ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს ცეცხლი ეკიდა და უნიკალური ტყე ნადგურდებოდა, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდით,… მაშინ დაგვენანა ხეები…
მანამდე უბრალოდ “გვეკიდა”…
ახლა?
ახლაც გვენანება…რომანტიკოსებივით მივტირით ენდემურ თუ რელიქტურ ჯიშებს, თავს აქეთ-იქით ვაქნევთ და “ნწ…ნწ…-ს ძახილით ღრმა სინანულსა და აღშფოთებას გამოვხატავთ.
ის ტყე დაიწვა. ვეღარაფერს ვუშველით. მარტო ნიადაგის აღდგენას რამდენიმე ათეული წელი უნდა.
სამაგიეროდ ჩვენს ცხვირწინ უფრო ცუდი პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესების დანახვა არ გვინდა. იმიტომ რომ თუ დავინახავთ, მერე ზამთარში ვეღარ გავთბებით… თუ დავინახავთ ექსპორტზეც ვეღარ გავიტანთ… თუ დავინახავთ უნდა ვთქვათ, თქმა კი არავის უნდა..
ჰო, გამახსენდა ჩემი მეგობარი ამბობდა…ქართველებმა არაფერში ვიცით ზომიერება, ძვალიც რომ გვქონდეს, სანამ ბოლომდე არ გამოვხრავთ მანამ ვერ ვისვენებთო.
მერე შედარება გააკეთა. იმ ტემპით რა ტემპითაც ახლა მიმდინარეობს ტყის ჭრა ადრე მეფის რუსეთში ხდებოდაო. შედეგად რუსებმა გაუვალი ტყეების ნაცვლად ხრიოკი უდაბური ადგილები მიიღეს და ვატყობ ჩვენც ასე დაგვემართებაო..
არ ვეთანხმები, ჩემი მეგობარი პესიმისტია….
უფრო სწორად არ მინდა რომ დავეთანხმო…

რა არის ტყე?
შევეცადე ქვემოთ მოყვანილი ცნება გამემარტივებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
ამიტომ
“ტყე არის მერქნიან მცენარეთა რთული კომპლექსი – თანასაზოგადოება, რომელიც შექმნილია განვითარების ხანგრძლივ პროცესში და გარემოს საარსებო პირობებთან მჭიდრო კავშირსა და ურთიერთქმედებაში იმყოფება”.

მსოფლიოში ტყეებს უკავია მთელი ტერიტორიის 28%.
მსოფლიო ტყის ფონდის დაახლოებით ნახევარი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული, ნახევარი ზომიერსა და ცივ სარტყელში. ტროპიკულ სარტყელში სჭარბობს ფოთლოვანი ჯიშები, ხოლო ზომიერსა და ცივ სარტყელში – წიწვოვანები.
მსოფლიო ტყის ფონდის ნახევარზე მეტი აუთვისებელია. ასეთი ტყეები განსაკუთრებით ბევრია აფრიკაში, სამხრეთ აფრიკასა და აზიაში.

რაც შეეხება საქართველოს, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები შეადგენს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს.

ჩვენს ქვეყანაში ტყის საშუალო სიხშირე კრიტიკულ ზღვრამდეა მისული. სტატისტიკის მიხედვით კრიტიკულ ზღვარზე დაბალი სიხშირის კორომები ტყით დაფარული საერთო ფართობის ნახევარზე მეტს (55%) შეადგენენ.
თუ გავითვალისწინებთ ტემპს, რა ტემპითაც საქართველოში ხე-ტყე იჭრება პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება უფრო მეტიც იყოს.
ცნობისათვის:
საქართველოს ტყეების ნახევარი წიფლნარებს უკავია. საექსპორტოდ გატანილი მერქნის დაახლოებით 90% წიფელია. საქართველოში წიფლის ხე მოსაჭრელ ასაკს 120-150 წელიწადში აღწევს.
გამომდინარე ამ მონაცემებიდან შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენმა წინაპრებმა ჩვენ, შვილებს, ტყე შეგვინახეს… ახლა საკითხავი ისაა, ჩვენ რას ვაკეთებთ მომავალი თაობისათვის…
რიტორიკული კითხვაა, რომელზეც პასუხი სამწუხაროდ მე არ მაქვს…

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა საქართველოში, ზომიერ სარტყელში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები, რომელთაც გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ. ეს ტყეები მთელი ტყის ფართობის 17.2% -ს შეადგენენ, აქედან დაცვითი სტატუსი დაახლოებით 2%-ზე ვრცელდება.

რამდენიმე ადგილი ვიცი საქართველოში, სადაც ტყე უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხნარის ტყეა.
ტყე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით კვდება..
თუმცა ეს მომდევნო პოსტის თემააა.

ჰო სათაურზე…ცოტა ტრაფარეტული გამომივიდა, მაგრამ მართლა თუ დავფიქრდებით კარგია…

ზღვის სიზმარი

მდინარე მიდის.
ხეები კითხულობენ მდინარის კოდს.
გზააბნეული ღმერთები
მდინარის დასრულებას უცდიან,
რომ დაშვებული შეცდომები
გამოასწორონ…
მდინარე მიდის.
ხეების ფესვებში, ტოტებსა და ფოთლებში, ცაში.
…და უშეცდომოდ მეორდება.

/არჩილ თალაკვაძე/

მდინარე ზღვის სიზმარია,
ფსკერი აქვს ცის..
/ნინო სადღობელაშვილი/

ფოტო: მარიამ ქველიაშვილი

იდეა ამ ყველაფრის ერთად შეკრების: მოხეტიალე:):)

რატომ გვჭირდება ეს?

“>ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი პოსტი იყო ამ ბლოგზე.
დღეს იმ ქუჩაზე ჩავიარე სადაც ის ფოტო გადავიღე და აი რა წარწერა დამხვდა ძველ ფოტოზე.

ეს ის შემთხვევაა როცა რაიმე კომენტარი ჩემი მხრიდან სრულიად ზედმეტია…