ღია ბიბლიოთეკა ბათუმში

გუშინ ბათუმში პალიტრა მედიამ ბათუმში ახალი პროექტი “ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ” დაიწყო. პლაჟზე სპეციალური ღია თაროები დაიდგა, რომლებზეც “გამომცემლობა პალიტრა L-სა” და პროექტ “მაკულატურიდან” “გადარჩენილი წიგნებია” განთავსებული.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს, სასურველი წიგნი აირჩიოს და წაკითხვის შემდეგ უკან დააბრუნოს. ამასთან თუ სურვილი გაქვთ ბიბლიოთეკის გამდიდრებაზეც შეგიძლიათ იზრუნოთ და ბიბლიოთეკას წიგნები აჩუქოთ.

ღია ბიბლიოთეკა ბათუმში სეზონის ბოლომდე უმასპინძლებს დამსვენებლებს.

შვებულება რომ მქონდეს,ზღვა რომ მიყვარდეს ან პლაჟზე ნებივრობა, ეს პროექტი ზუსტად საჩემო იქნებოდა. თქვენ კი ზღვის და კითხვის მოყვარულებს სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.

წიგნისთვის დრო და ადგილი ყოველთვის მოიძებნება!

This slideshow requires JavaScript.

4 comments on “ღია ბიბლიოთეკა ბათუმში

  1. პროექტ “მაკულიტერატურიდან” 🙂

    კარგია, პრინციპში, თან სურათებზე “ახალი ქართული პროზის” ტომებიც შევამჩნიე (ანუ, მთლად “ჭკუას” იმედზე არ არიან), მაგრამ ვისაც პლაჟზე კითხვა უყვარს, წიგნს ისედაც წაიყოლებს…

დატოვე კომენტარი