დარიალის ხეობა თერგის გარეშე რჩება

„დარიალი ჰესის“ მშენებლობისთვის თერგის დიდ ნაწილს გვირაბში მოაქცევენ. მიუხედავად გარემოსდამცველების მხრიდან ზეწოლისა, პროექტში მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა.
110 მეგავატი სიმძლავრის „დარიალი ჰესი“ ყაზბეგში, საზღვართან ახლოს შენდება. ობიექტები განთავსდება როგორც მდინარე თერგის მარჯვენა ფერდზე, ასევე მდინარე ყუროსა და ხდის წყალს შორის, 8 კმ-ის სიგრძის მონაკვეთზე. უშუალოდ კაშხალს დაბა სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყობენ.

ჰესს შპს „დარიალ ენერჯი“ აშენებს. ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში 135 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ჰესი ექსპლუატაციაში 2014 წელს უნდა შევიდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, „დარიალის ჰესის“ მშენებლობა დარიალის ხეობასა და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

„მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ მშენებლობის პროექტის საწყისი ვარიანტის მიხედვით, თერგის 8 კმ-ზე წყლის 90 პროცენტი გვირაბსა და სადერივაციო არხში უნდა გადაეგდოთ. აღსანიშნავია, რომ დარიალის ხეობა სულ 11 კმ-ა. Continue reading