John&Fish’s bird

დაპირებულ პოსტს ვერ ვაქვეყნებ.
თუმცა სანაცვლოდ არანაკლებ საინტერესო რამ მინდა გაგაცნოთ.
უფრო სწორად ვინ.
John&Fish – პოპულარული ფოტოგრაფების გუნდი Flickr-დან.

John&Fish და-ძმანი არიან.
ისინი 20 წელზე მეტია ერთად მუშაობენ, თუმცა ფოტოგრაფობა მხოლოდ 2006 წელს დაიწყეს. ძირითადად ფრინველებს იღებენ. თითოეული ფოტო ფერწერულ ტილოს ჰგავს, რომელიც ჯერ გაოცებს, მერე გატყვევებს და სხვა თვალით განახებს ველურ სამყაროს.

ფოტოგრაფების მიზანიც ესაა – შეაღწიონ ადამიანების გულებში. გლობალური დათბობა დღითიდღე სერიოზულ სახეს იღებს. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა კი არის ზიანის შემცირება ეკოგარემოში. პლანეტამ უნდა დაისვენოს. ფოტოგრაფები ამბობენ, რომ ისინი კიდევ უფრო თვალწარმტაც ფოტოებს გადაიღებენ, ადამიანებს ერთი შეხედვით ველური ფრინველების სილამაზეს დაანახებენ და ამ გზით შეძლებენ შეუნარჩუნონ მათ ბუნებრივი საბინადრო გარემო და სიცოცხლე.
John&Fish – ის ალბომები Flickr-ზე უკვე მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ნანახი. თუ ჯერ არაფერი გსმენიათ ამ ფოტოგრაფების შესახებ და მათი ფოტოები არ გინახავთ, დატკბით…

This slideshow requires JavaScript.

ესეც ბონუსად 🙂

ეკო არტი

ივნისში ქუთაისში ეკოლოგიური პლენერი ჩატარდა. მასში მონაწილეობას 4 ქვეყნის 10 მხატვარი იღებდა.

მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები შეგიძლიათ ქვემოთ, სლაიდშოუში ნახოთ.

This slideshow requires JavaScript.

P.S. ხვალ ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის სიურპრიზი მაქვს. უპრეცენდენტო აქციის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ცოტახნის წინ ქუთაისში ჩატარდა და რომელიც ეკოლოგიური პლენერის ერთგვარი დაგვირგვინება იყო. ასევე შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ფილმი, რომელიც ზუსტად ვიცი ჯერ ნანახი არ გექნებათ:)))