მე შენ მოგიჭრი ხეს

მე შენ მოგიჭრი ხეს და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე შენ აგიშენებ შუშის შენობას, ბაღის ნაცვლად და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე უკვე მოგიჭერი ხეები ბათუმში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე უკვე გაგიჩეხე ხეივანი ქუთაისში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გაგიჩეხე ხეები ზუგდიდში, შენ ხმა ამოიღე, მაგრამ ტყუილად იღაღადე და დარჩი ასე, უდაბნოსა შინა მღაღადებლად.

საერთოდაც, გააპროტესტე რამდენიც გინდა.

მე შეგიცვალე კონსტიტუცია და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გიცვლი კანონებს და შენ ხმას ვერ იღებ.
მე უკანონოდ გავცემ ლიცენზიებს/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და მერე ვიღებ კანონებს, რომ ეს კანონები უკანონობას მოვარგო.

და შენ ხმას ვერ იღებ…

მე შენი ხელისუფლება ვარ.
შენ არავინ ხარ, შენი აზრი არ მაინტერესებს.
ყველაფერი ისე იქნება როგორც მე გადავწყვეტ.

შენ გექნება შუშის შენობები, დატბორილი ხაიში, აღარ გექნება თერგი, მაგრამ გექნება “განათებული” საქართველო.

შენ არ იცი რა გინდა.
მე ვიცი შენ რა გინდა.
ყველაფერს მე ვწყვეტ.

ვიღაცის/ვიღაცების გადაწყვეტილებით ახლა კიკვიძის ბაღს ჩეხავენ. ადამიანები ცდილობენ ეს ბაღი გადაარჩინონ.
იყავი რიგითი ადამიანი.
გადაარჩინე.
დღეს და ახლა. შენი მომავლისათვის.

სამი ამბავი მეგობრებზე

განშორება ასუსტებს წვრილმან ვნებებს და აძლიერებს დიდ სიყვარულს. ისევე, როგორც ქარი ანთებს სანთელს და აღვივებს ცეცხლის ალს.

ხეტიალის დაწყების მოსამზადებელი სამუშაოების ანატომია:
ორშაბათს ყველა თანახმაა – “აე რა მაგარია”.
სამშაბათს უკვე იწყებენ წუწუნს – “ვაიმეე რომ შეგვცივდეეს?”
ოთხშაბათს ასკვნიან – “უეჭველი შეგვცივდება, იქნებ სადმე დავსხდეთ”.
ხუთშაბათს მეუბნებიან რომ პარასკევს მეტყვიან ზუსტ პასუხს.
პარასკევს ალბათ მეტყვიან რომ ვერ მოდიან.

ერთი იტალიელი კიბერ-მეგობარი მყავს. Natural Photographer-ია. იმის წყალობით რომ ცოტა იტალიური ვიცი და მისი უდიდებულესობა გუგლი არსებობს, ხშირად ვკონტაქტობთ. არ ეზარება და მიყვება იმ სირთულეებზე რაც თან ახლავს ველურ ფოტოგრაფიას. მიყვება რა რთულია თუნდაც ერთი კარგი კადრის დაჭერა, რომელიც ხშირად რამდენიმე საათის ლოდინის შედეგია. ამ ზაფხულს აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და კოლხეთის ჭაობების დალაშქვრას. იმედი მაქვს ზაფხულამდე ეს ფოტოაპარატი მექნება. სერიოზული გეგმები მაქვს. აუცილებლად გავხდები კარგი wildlife photographer-ი. მანამდე კი სანამ ეს მოხდება შემიძლია უსასრულოდ ვსქროლო მისი ვები და იმ ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურო, რომელშიც ის ცხოვრობს.

მაშინებს ხოლმე დასასრული. იმიტომ რომ როგორც წესი დასასრულს ახალი რაღაცის დასაწყისი მოჰყვება. რაღაცასა და რაღაცას შორის ვარ გაჩხერილი ახლა. საშინელებაა როცა ადამიანს არჩევანი არ აქვს, მაგრამ უფრო საშინელებაა როცა რამდენიმე არჩევანი გაქვს. როცა ტვინს იჭყლეტ ფიქრით და გეშინია. გეშინია რომ არ შეცდე, იმიტომ რომ არჩევანზე, რომელსაც გააკეთებ, შენი მომავალი ცხოვრებაა დამოკიდებული.

კვირას “გუდბაი ფართი” გვაქვს. მინდა რომ ჩემმა მეგობრებმა ამ ერთხელ მაინც სძლიონ სიზარმაცეს, დაივიწყონ რომ არსებობს სიტყვა “კომფორტი” და მხარი აუბან ჩემს ერთი შეხედვით “გიჟურ” გადაწყვეტილებას. ჩემო ძვირფასებო, იმედი მაქვს რომ არ გაცივდებით, არ გაიყინებით, მაგრამ თუ მაინც სურდო შეგეყრებათ ლიმონიანი ჩაი ჩემზე იყოს 🙂

***************** ***********

მცხეთაში მტკვარი გაიყინა

ძლიერი ყინვის გამო მცხეთაში მტკვარი გაიყინა. პომპეუსის ხიდთან რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ყინულმა მდინარე მთლიანად დაფარა.

ფოტორეპორტაჟი: www.icmm.ge

ფოტო ფაქტები: დუშეთის ხევი

მდინარე დუშეთის ხევზე მოწყობილი უკანონო ნაგავსაყრელი 😐

ქორწილი ნაგავსაყრელზე

ცოტახნის წინ ქუთაისის ნაგავსაყრელზე მხატვრებმა ქორწილი გადაიხადეს. იყო მუსიკა, შამპანური, ცეკვა და დიდი მხიარულება. ქორწილი ერთგვარი დაგვირგვინება იყო იმ პროექტისა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო. პროექტ “ეკო-არტის” იდეა გერმანიაში, “კლიმატისა და კულტურის” აკადემიის 2010 წლის “საზაფხულო აკადემიის” დროს დაიბადა. რომელსაც ორგანიზებას აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გოეთეს ინსტიტუტი უწევდა.

სტატიის სრული ტექსტი შეგიძლიათ ნახოთ აქ www.netgazeti.ge

ქორწილი უკვე ვიდეო არტად იქცა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა გიორგი ბანძელაძემ გადაიღო. 7 წუთიან ვიდეო არტში, რომლის პრემიერაც მალე შედგება, კარგად ჩანს რომ ნაგავსაყრელზე ქორწილისათვის ერთგვარი ბუნებრივი გარემოა შექმნილი. ნაგავი ხომ ყველგანაა, უბრალოდ ერთი პატარა ქორწილისათვის ცოტა ბევრია.

“ჩვენ ყოველდღე დავდივართ ნაგავში, ყოველდღე რაღაცას ვზეიმობთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ ამ პრობლემას. ბუნებრიობა გახდა ქუჩაში ნაგავი ეყაროს, ჩვენ კი თვალი დავხუჭოთ ამ პრობლემაზე და მშვიდად ვიცხოვროთ”

აუცილებლად ნახეთ ვიდეო არტი. ბოლოსდაბოლოს პირველი ქართული ეკო ქორწილია.

P.S. ეს ის პოსტია, ორი დღის წინ რომ დაგპირდით:)

და კიდევ, ეს ფოტოები ბონუსად…

This slideshow requires JavaScript.

John&Fish’s bird

დაპირებულ პოსტს ვერ ვაქვეყნებ.
თუმცა სანაცვლოდ არანაკლებ საინტერესო რამ მინდა გაგაცნოთ.
უფრო სწორად ვინ.
John&Fish – პოპულარული ფოტოგრაფების გუნდი Flickr-დან.

John&Fish და-ძმანი არიან.
ისინი 20 წელზე მეტია ერთად მუშაობენ, თუმცა ფოტოგრაფობა მხოლოდ 2006 წელს დაიწყეს. ძირითადად ფრინველებს იღებენ. თითოეული ფოტო ფერწერულ ტილოს ჰგავს, რომელიც ჯერ გაოცებს, მერე გატყვევებს და სხვა თვალით განახებს ველურ სამყაროს.

ფოტოგრაფების მიზანიც ესაა – შეაღწიონ ადამიანების გულებში. გლობალური დათბობა დღითიდღე სერიოზულ სახეს იღებს. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა კი არის ზიანის შემცირება ეკოგარემოში. პლანეტამ უნდა დაისვენოს. ფოტოგრაფები ამბობენ, რომ ისინი კიდევ უფრო თვალწარმტაც ფოტოებს გადაიღებენ, ადამიანებს ერთი შეხედვით ველური ფრინველების სილამაზეს დაანახებენ და ამ გზით შეძლებენ შეუნარჩუნონ მათ ბუნებრივი საბინადრო გარემო და სიცოცხლე.
John&Fish – ის ალბომები Flickr-ზე უკვე მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ნანახი. თუ ჯერ არაფერი გსმენიათ ამ ფოტოგრაფების შესახებ და მათი ფოტოები არ გინახავთ, დატკბით…

This slideshow requires JavaScript.

ესეც ბონუსად 🙂

ეკო არტი

ივნისში ქუთაისში ეკოლოგიური პლენერი ჩატარდა. მასში მონაწილეობას 4 ქვეყნის 10 მხატვარი იღებდა.

მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები შეგიძლიათ ქვემოთ, სლაიდშოუში ნახოთ.

This slideshow requires JavaScript.

P.S. ხვალ ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის სიურპრიზი მაქვს. უპრეცენდენტო აქციის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ცოტახნის წინ ქუთაისში ჩატარდა და რომელიც ეკოლოგიური პლენერის ერთგვარი დაგვირგვინება იყო. ასევე შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ფილმი, რომელიც ზუსტად ვიცი ჯერ ნანახი არ გექნებათ:)))