სანამ ჩვენ გვეძინა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სკვერი ერთიანადაა ამოძირკვული

წუხელ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სკვერი ერთიანად ამოძირკვეს. იქ მცხოვრები მოსახლეობის თქმით, ტრაქტორებმა მუშაობა დილის ხუთ საათზე დაიწყეს და სანამ მოსახლეობას ეძინა, სკვერი გაანადგურეს.

ოფიციალური ინფორმაციით ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო და ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დამკვეთი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

ეს ბანერი აღმაშენებლის გამზირზეა გამოკრული

აღარ ვიცი რა ვთქვა. ეს წუთია სახლში მოვედი, ფოტოები კომპიუტერში შევყარე, მეათედ ვათვალიერებ მგონი და ერთადერთი აზრი მიტრიალებს თავში – ბნელა, ამ ქვეყანაში ძალიან ბნელა.
არ მინდა ემოციურ ფონზე გავაკეთო რაიმე შეფასება, დღეს შევეცდები უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო, აღმაშენებლის გამზირის ძველი ფოტოები მოვიძიო და ხვალ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ბლოგზე ვდებ ფოტოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემი მობილურით გადავიღე. ცოტა ცუდი ხარისხია, მაგრამ რეალობის დასანახად საკმარისია!

This slideshow requires JavaScript.

ერთადერთი რაც ტრაქტორებს გადაურჩა ეს ჯვარია


სანამ ჩვენ გვეძინა ყველაფერი გაჩეხეს და ამოძირკვეს. პროტესტსაც კი არა აქვს აზრი, ვეღარაფერს შეაჩერებ, ყველაფერი განადგურებულია უკვე

71 comments on “სანამ ჩვენ გვეძინა

  1. ვითომ ხეები უშლიდა მაგ ბილიკების მოწყობას??/ და ფეხით მოსეირნეებმა და ველოსიპედისტებმა მცხუნვარე მზის ქვეშ უნდა იარონ???
    იშვიათი მოვლენაა მართლაც…

  2. არ ვიცი ვინ ხარ და ეს ზღაპარი რა ძალამ დაგაწერია, მაგრამ მინდა ვიფიქრო რომ იმ ბინძური პოლიტიკური თამაშის მონაწილე არ ხარ, რომელიც გამეფებულია საქართველოში!
    თუ ხელისუფლება რაიმე აკეთებს ე.ი. ეს არის საშინება, არც კითხულობენ აკეთებს, აფუჭებს, კარგი იქნება მოსახლეობისთვის თუ ცუდი. უბრალოდ უნდა თქვან რომ საშინელებაა…
    რომ გამოიკვლიონ და აღმოაჩინონ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ მერე რაღა ქნან? იმას რომ არ იტყვიან უიმე ეს რა კარგი საქმე გაუკეთებიათ, თქვენ გაიხარეთო.
    ამას არცერთი ოპოზიციონერი არ იტყვის, თუ გაბედა და თქვა მეორე წუთში ბრალს დადებენ ხელისუფლების მოსყიდულია, სამშბლოს გამყიდველი, არამზადა-არაკაცი და ათასი საზიზღრობა.
    დაახლოებით ანალოგიურად ხდება პირიქითაც, ხელისუფლების წარმომადგენელი არ ამბობს რაიმე კარგს ოპოზიციაზე და მათ მიერ გაკეთებულ საქმეზე.
    ასე არ შეიძლება ხალხნო ეს დამღუპველია!

    პ.ს. სტატიასთან დაკავშირებით ჩემ აზრს მომდევნო კომენტარში გამოვხატავ, თორე აქ სიტყვა გამიგრძელდა და არამგონია ვინმემ საიკითხოს 😀

    • მე წავიკითხე 🙂 და მართალი ხარ.. ეგ ხეები ვინ დარგო მანდ და ვინ გაამწვანა ეგ ადგილიი?? რადგან თხრიან ვანდალები ხომ არ არიან, უბრალოდ მოუნდათ ქუთისის ერთი ადგილის გაუბედურება და გააუბედურეს.. რა სისულელეა.. დააცადეთ ხალხნო ამ მთავრობას.. განსჯაზე ადვილი რა არის, მაგრამ დანახვის და კარგის აღიარებაა ხომ უნდა შეგეძლოთ. ვის გაუგია ველოტრეკი ჩრდილში? ველოტრეკი ისეთივე ღია და გაშლილია როგორც მანქალების ტრასა.. ჩრდილი თუ გინდა, მიიყვანე ველოსიპედი რომელიმე ხის ძირში და დაჯექი იქ.. ხეების მეტი რა არის? თუ აბსოლიტურად ყველა ხე ამოძირკვეს? ვოცნებობ ველოტრეკზე.. ნეტავ აქაც გააკეთონ, მაგრამ.. 😦

  3. ევროპის ბევრ ქვეყანაშია მოწყობილი ველო ბილიკები. იაფი და ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების საშუალებაა, თანაც არც თუ ისე ნელი. ვინც ქუთაისში ცხოვრობს ეცოდინება სამარშუტო ტაქსები და ავტობუსები რა სიჩქარითაც დადიან, თუ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაჩერებებსაც გავითვალისწინებთ, გამოდის რომ ველოსიპედი უფრო სწრაფი გადაადგილების საშუალებაა ვიდრე ზემოთხსენებული ტრანსპორტები.
    ველო ბილიკების მოსაწყობად ხელისუფლებამ ფული გამოყო, 25 კმ-იანი ბილიკი გაკეთდება და ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესი პროექტი იქნება რაც ქუთაისში გაკეთებულა….
    რაც შეეხება აღმაშენებელის გამზირს, რომელ სკვერზეა საუბარი?!
    გამზირის შიაში ტრასის ორ ნაწილად გამყოფ ზოლზეა საუბარი, რომელზეც აქა-იქ სხვადასხვა ჯიშის ხეები იყო გახარებული?
    მაგ ადგილებში ამ პროექტის ფარგლებში კეთდება სკვერი!
    აქამდე რაც იყო იმას მხოლოდ ბრმა და უნახავი ადამიანი თუ დაარქმევდა სკვერს და არა ჯანსაღად მოაზროვნე. შეიძება ცოტა გადაჭარბებულად ვაფასებდე ყოველივეს, მაგრამ ვისაც აღმაშენებელზე გაუვლია დამეთანხმება, რომ მართალი ვარ(ზემოთხსენებული პოზიცია-ოპოზიციის სენით შებყროპილი დაუნი საზოგადოების წარმომადგენლების გარდა).
    3,5 მილიონი ლარი დაიხარჯება დაახლოებით ველო ბილიკის, სკვერის, განათებების, კიბეების და მიმდებარე ტერიტორიის გასალამაზებლად და მოსაწყობად.
    ეს შეიძება დიდი თანხა არ იყოს ზოგადად, მაგრამ ქუთაისისთვის დიდია! აქ იმდენი წელია არაფერი გაკეთებულა, რომ ყვლეფერი დიდად ჩანს, მაგრამ მაინც არის ბრმა საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ვერ ხედავენ….

    არ მოგბეზრდათ ხალხნო ამდენ ტყუილებში ცხოვრება?!

    პ.ს. იმედია იმდენად არ დაბრმავებულხართ ჯერ, რომ ხვდებით მე არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მეხოტბე არ ვარ :)))

    • ცოტა ნაკლები დოზით რომ ყოფილიყო თქვენს კომენტარებში პოლიტიკური პათოსი, უფრო გამიადვილდებოდა გაგება…
      ძალიან მარტივი ამბავია – სკვერია თუ არაა სკვერი, ფაქტია, რომ “სხვადასხვა ჯიშის ხეები” უბრალოდ, ამოიძირკვა…
      ახლა მითხარით, იმ ახალ გაკეთებულ სკვერში დარგული ნერგები რამდენ ხანში გაიზრდება ამ ხეების ზომის??
      არავის უთქვამს, რომ ველოსიპედისტთა და ქვეითთა ბილიკები და სკვერები ცუდია, ეს ბლოგი კი ერთ–ერთი ყველაზე არაპოლიტიკური ბლოგია.
      ადამიანმა უბრალოდ დასვა კითხვა – იყო კი აუცილებელი ზრდასრული ხეების ამოძირკვა???
      რა შუაშია აქ ხელისუფლება და ოპოზიცია, ვინ არის ბრმა და დაუნახავი?
      შეიძლება მე ბევრი რამ არ მესმოდეს, მაგრამ აქ უბრალოდ, კითხვები დაისვა და არ არის საჭირო ყველაფრის ასე რადიკალურად აღქმა…

      • ‘ბნელა ამ ქვეყანაში, ძალიან ბნელა’ ; ‘სანამ ჩვენ გვეძინა ყველაფერი გაჩეხეს და ამოძირკვეს. პროტესტსაც კი არა აქვს აზრი, ვეღარაფერს შეაჩერებ, ყველაფერი განადგურებულია უკვე’ – ესფრაზებიც უწყინარია კითხვებია -გირდა თუ არაო???

    • Koketi

      პირველ რიგში მადლობა იმისათვის რომ დრო გამონახე და ასეთი ვრცელი კომენტარი დამიტოვე ბლოგზე.

      თუ კარგად გადაიკითხავ პოსტს, აღმოაჩენ რომ მე რაიმე სახის შეფასება არ გამიკეთებია. უფრო მეტიც, პოსტში გარკვევით მიწერია შემდეგი:
      “არ მინდა ემოციურ ფონზე გავაკეთო რაიმე შეფასება, დღეს შევეცდები უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო, აღმაშენებლის გამზირის ძველი ფოტოები მოვიძიო და ხვალ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ.”

      მე პირიქით მივესალმები იაფი და ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების საშუალების არსებობას ქალაქში, მაგრამ არა გამწვანების სანაცვლოდ.

      ამწუთში მასალებს ვაგროვებ, სანამ მე ჩემს სამუშაოს მოვრჩები, იქნებ თქვენ დაფიქრდეთ, თავის დროზე რამდენი თანხა დაიხარჯა იმ მწვანე ზოლის მოსაწყობად, რამდენმა ადამიანმა იშრომა იქ ხეების დასარგავად და გასახარებლად.
      გმადლობთ

    • ველობილიკებისთვის გაკაფეს ამხელა მინდორი?

      ღჩ… აღფთოვანებული ვარ თქვენი “მთავრობის” საქმიანობით :/

      დავძებნი ერთი სხვაგან ამხელა ფართობის ველობილიკები არის თუ არა.. ;/

      აჰ, ათასობით ლარი იხარჯება სკვერების გასალამაზებლად არა?
      ჩემთან, თბილისში, ერთერთ პარკში დადგეს სწორედ თქვენ რომ ახსენეთ “გასალამაზებელი”, დეკორატიული ბუჩქები, რომლებიც საეჭვოდ მალე გაფუჭდა! დიახ, გაფუჭდა, ამოიყარა ხელოვნური ყვავილები და მერე როცა მიხვდნენ რომ მარტო შიშველი კარკასი დარჩა და ულამაზოდ ჩანდა, საერთოდ მოხსნეს… აი რაში იხარჯება და რა კეთდება… მადლობა გინდათ რომ გითხრათ? 🙂

      უუჰ, ასეთი შუბლზეძარღვგამსკდარი ხალხი საიდან შემოდის ხოლმე :/

      ქუთაისში დადგმული ოპერის თეატრი და მომავალი პარლამენტის შენობა არსად დაგეკარგოთ!

      • ღვარძლიანო თბილისელო ვერ იტან ქუთაისში რამე რომ კეთდება?
        შენნაირი ხორცმეტები იწვევენ ყოველივე ცუდს, რაც დღეს საქართველოს თავს აქვს დატეხილი….
        ქუთაისში რომ პარლამენტი იყო ამით რა შავდება თუ არ კეთდება?
        რითი ხართ თბილისლები სხვაზე მეტი?
        რატო უყურებთ სხვა დანარჩენებს ზემოდან?
        ვერ ამჩნევთ რომ ამ თქვენი წურბელობით ზიზღს იწვევთ მთელი დანაჩენი საქართველოდან?

        • მრავლობითში რატომ წერ თბილისელებზე?? მე ცხოვრებაში არ შემიხედავ არავისთვის ზემოდან, მე აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ქუთაისში რომ დავბადებულიყავი და გავზრდილიყავი ამით რა შეიცვლებოდა? როგორც თბილისი მიყვარს ეხლა, ისე ქუთაისი, ან ნებისმიერი კუთხე კუნჭული მეყვარებოდა არა მარტო საქართველოდან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, სადაც დავიბადებოდი. მაგრამ ფაქტია, რამდენჯერაც ბათუმში ან ქობულეთში ჩავედი დასასვენებლად, ყოველთვის მიგვრძნია ‘ტისკი’ და ძალიან დამწყვეტია გული.. შენ რა გგონია ცალმხრივი არსებობს რამე ამ ქვეყნად?? მარტო რამოდენიმე თბილისელი ვერ იტანს ქუთაისელს?? და ყველა დანარჩენი ქუთაისელი გიჯდება თბილისელზე?? განვმეორდები – არაფერი არ არის ცალმხრივი..

    • აბა აბა… უღმერთოები, არამზადები, დამპლები, ქვეყნის დამაქცევარები, სამშობლოს გამყიდველები!
      როგორ შეიძლება კარგი საქმის კეთება?
      ხომ შეიძლება არაფერი არ აკეთო და სხვები ლანძღო?

      ვაი, ვაი…

  4. ეგ არ იყო უბრალო კითხვა და შენც ძალიან კარგად ხვდები :)))
    ხეები რომ ამოძირკულიყო და მის ნაცვლად არაფერი არ კეთდებოდეს ეგ სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში კი კეთდება და თანაც ძლიან კარგი საქმე კეთდება…
    სიბრმავე იცი რა არის? როცა ცხვირს წინ გაქვს და ვერ ხედავ!
    სიელმე არის როცა დამახინჯებულად ხედავ….
    ხეები რომ არ გაჩეხილიყო თავის დროზე არ იქნებოდა არც ქუთაისი, არც თბილისი და არც სხვა ქალაქი. არ აშენდებოდა არცერთი ტაძარი და საერთოდ არც არაფერი არ იქნებოდა რაც ასე მოგვწონს(არსებობენ დაუნახავი ადამიანები ვისაც არ მოსწონს, მაგრამ მაინც).
    ე.ი. რახან ყოველივე დიდი მშენებლობის დაწყებამდე საჭირო ტერიტორიის გასასუფთავებლად საჭირო იყო მრავალ წლოვანი (მრავალ საუკუნოვანი) ხეების ამოძირვკა, ისინი ვინც ამას აკეთებდნენ სპობდნენ და ანადგურებნენ ქვეყანას?
    ბაგრატის ტაძარი სანამ აიგებოდა იქ ტყე იყო(შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც), მე არ ვამბობ რომ ველო ბილიკი ოდნავ მაინც მიედრება ბაგრატის ტაძრის სიდიადესა და მნიშვნელობას, უბრალოდ მაგალითად მოვიყვანა უფრო ნათლად რომ დამენახა.
    ხვდები რა ვიგულისხმე სიბრმავეში?
    მხოლოდ ცუდის დანახვა რომ შეგიძლიათ და კარგის არა….

    “ხე ნაყოფით იცნობა” ამ ხის ნაყოფი კი ახალი თანამედროვე ტიპის აღმაშენებლის გამზირი იქნება :)))

    პ.ს. ბოდიში ცინიზმისთვის, ვიცი რომ კარგი არ არის, უბრალოდ სხვაგვარად ვერ გამოვხატე ჩემი მოსაზრება 😦
    შეეცადე შინაარს მიაქციო ყურადღება და არა გამოხატვის ფორმას 🙂

    • ნეტა მართლა არ გაჩეხილიყო ის ხეები და ამ მთავრობის მზგავსი დაუნი ინდივიდები არ შექმნილიყვნენ 🙂

      2004 წლიდან იწყება ხო მარტო საქართველოს ისტორია? : )

      ეგ ხეები საბჭოთა კავშირის დროს იყო დარგული და არ ვარგოდა,მიშა არაბეთიდან პალმებს ჩამოიტანს და ისინი უფრო კარგი იქნება : )

      • აი იდეოლოგიაც მესმის 😀 😀 😀
        სწორედ ეგ დამახინჯებული აზროვნება ამოვიკითხე ამ “სტატიაში” და მაგიტო დავაკომენტარე :)))

        აი ეს არის სიბრმავე თამარა!

        • : ) ძალიან ბნელა…

          მართლა გვძინავს და ალბათ კარგახანს ვერ გავიღვიძებთ

          ჯობია ძილშივე გავიპაროთ

        • ერთი კითხვა მაინც დამიტოვეთ უპასუხოდ:
          – რამდენ ხანში გაიზრდება ახალდარგული ნერგი ამ ხეების ხელა?
          და მეორე კითხვასაც დავამატებ:
          – იყო თუ არა შესაძლებელი ამ ხეების სხვა ადგილას გადატანა, განადგურების გარეშე?

          შენებას და ტყეების გაჩეხვას რაც შეეხება, ეს სულაც არაა დადებითი ტენდენცია. ცნობისათვის – ადამიანმა დედამიწაზე არსებული ტყეების 2/3 გაჩეხა, ეს დაახლოებით 1999 წლის მონაცემით. საქართველოზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად ვამბობ…
          ჰოდა, ერთ და ორ ხეს რომ ასე უდიერად ექცევა ერთი და ორი ადამიანი, მაგის შედეგია ის ეკოლოგიური საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ…
          ველობილიკები კი თბილისშიც თუ გაკეთდება, მე ერთ–ერთი პირველი ვიქნები, ვინც გაისეირნებს 🙂
          არავინაა უმადური, მაგრამ კითხვის დასმის უფლება ხომ გვაქვს???

          • გიპასუხებ რა პრობლემაა :)))
            ე.ი. აწი რასაც დარგავენ ისინი დიდი და უზარმაზერი ხეები არასოდეს არ გაიზრდება. მიზეზი მარტივია, პალმების დარგვა იგეგმება და არა ნიგვზების, მუხების ან ევკალიტპეტბის…

            რაც შეეხება გადატანაც ხომ შეიძლებოდაო…
            მაგაზეც გიპასუხებ 🙂
            ჩემო კარგო არ გეწყინოს მაგრამ ისეთ რაღაცეებს ამბობ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს. არ იცი და მაინც აკრიტიკებ. ეგ ჩემი აზრით არის სიბნელეც, სიბრმავეც და სიელმეც. არ შეიძლება ეგრე რა. ამბობ ასე ხომ შეიძლებოდაო, განადგურდაო და რაღაც.
            ან არ იცი ან ხალხს ატყუებ! თუ არ იცი მაშინ არ უნდა ისაუბრო, დამეთანხმები ალბათ ამაში. თუ იცი მაშინ რატო გვატყუებ?!
            ყველა არ ცხოვრობს ქუთაისში და შესაბამისად ალბათ გაუჭირდებათ იმის დადგენა რამდენად სიმართლეს ამბობ :))))
            აქვე ვიტყვი, რომ ეგ ხეები ამ წუთებში სულხან-საბას პროსპექტზე ირგვება…. ალბათ ყველა ხის გადანერგვა არ მოხერხდება და რომელიც მოხერხდება იმას გადანერგავენ. შენგან განსხვავებით მე არ გადამიღია სამწუხაროდ და ფოტომასალით ვერ გავამამყარებ ჩემს სიტყვებს, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრა რომ 3 საათის წინ გავიარე სულხან-საბაზე და იქ უკვე დაწყებული ჰქონდათ ხეების დარგვა :)))

            ბოლო კითხვაზეც გიპასუხებ :)))
            კითხვა არ არის ის რაც დაწერეთ…
            თუკი ჩემი ეს კომენტარი სიმართლეს შეესაბამება და რეალურად ის ნერგები ხვალ დილით სულხან-საბას პროსპექტს დაამშვენებს, დაწერ სტატიას და იტყვი, რომ ბოდიშის იხდი, რადგანაც არასრული ინფორმაცია გქონდა და ხალხი შეცდომაში შეიყვანე?
            ალბათ არა, თუმცა მე შენს ადგილზე ეგრე მოვიქცეოდი, რადგანაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სიმართლე და სამართლიანობა მიყვარს

            • მე მგონი, შენ ავტორსა და მკითხველს ერთმანეთში ურევ 🙂
              კარგი, სავსებით დამაკმაყოფილა შენმა პასუხმა, მე კრიჭაში ნამდვილად არავის ვუდგავარ…
              პოსტის ავტორმა კი გითხრა პასუხი და მას ჩემი დასაცავი ნამდვილად არაფერი სჭირს!
              გმადლობ 🙂

              • tamaRa

                მე უკვე პასუხსაც აღარ ვწერ:) ამშემთხვევაში არანაირი აზრი არ აქვს მკითხველთან კამათს. გასაგებად ავუხსენი, მაგრამ რადგან ვერ გებულობს ჯობია ძალა აღარ დავატანო:)

                koketi

                ერთი კითხვა მაქვს, სკოლაში ბოტანიკას სწავლობდი?
                თუ იცი წელიწადის რა დროსაა რეკომენდირებული ხის დარგვა ან გადარგვა?

                • ჰოდა, ბოტანიკას თუ სწავლობდი, ის არ წაგიკითხავს ხეების გადარგვა ადრე გაზაფხულზე რომ უნდა მოხდეს, სანამ ხე აყვავდება, და არა მაისში?!!!!!! სანამ სხვას დაუყიჟინებთ რაიმის არ ცოდნას, თავად ჩაიხედეთ წიგნში

                  • შენგან განსხვავებულად 😀

                    ყველგან სხვადასხვა ნაირად ასწავლიან რა :))) მე მასწავლიდნენ რომ ხეები ყვავილობს ანუ აყვავილდება, ზოგან თურმე აყვავდება, ზოგან გაბრწყინდება 😀

                    მე არ მითქვამს რომ იდეალური პერიოდია ხეების გადარგვისთვის, არც ის მითქვამს რომ მიზანშეწონილია ამ ზომის ხეების გადარგვა…
                    აქ ახსენეს კარგი იქნებოდა რომ გადაერგოთ სადმე, ტყუილად რატო გაჩეხესო და მე ვუპასუხე რომ გადარგეს. ასე რომ ილუზიებს ნუ იქმით :)))

          • მოხეტიალე

            დავუშვათ პოსტია და არა “სტატია”(მეტი არ არის ჩემი მტერი მაგ ორს შორის განსხვავება რა არის ის იცოდე, მაგრამ მაინც) მაგით რისი თქმა გინდა? 😀

            ჩემი ზედა კომენტარი წაიკითხე, მერე თუ გინდა გაიარე სულხან-საბაზე და დარწმუნდი, რომ სიმართლეს ვამბობ, შემდეგ იმსჯელე ვის აქვს დამახინჯებული აზროვნება და ვინ ხედავს ცხვორებას ნეგატივში :)))

            მე აქ იმიტომ არ დამიკომენტარებია, რომ მკითხველმა განმსაჯოს, უბრალოდ გული მწყება საქართველოში ამდენი ადამიანს რომ აქვს დამახინჯებული აზროვნება.

            რატო არ ვიცით ხალხნო შავის და თეთრის გარჩევა?

            რეალის ფანი თუ ვარ არ უნდა ვაღიარო, რომ დღეს ბარსა უფრო ძლიერია?

            ტკ”რიონში” თუ ვმუშაობ უნდა ვიძახდე, რომ BBC და CNN მაჩანჩალა ტელევიზიებია და მხოლოდ ცუდ გადაცემებს თუ გაუშვებენ, ისიც ტყულებსთქო?

            ვის ვატყუებთ, საკუთარ თავს?!

      • ნუ აი უკომენტაროდ რა.. თვალები ძალიან ძალიან ძალიან ფართოდ გაქვთ დახუჭულები.. ან ბრმები ხართ, ან თავს იბრმავებთ.. და რაში გაწყობთ ?? რეალურად ვერ ვხვდები..
        ერთ რამეს დაუკვირდით რა.. ამდენი რევოლუცია.. ყოველთვის ჩვენი არჩეული მოდის სათავეში, ყოველთვის არ ამართლებს ჩვენს მოლოდინს.. “ოღონდ ეს პრეზიდენტი არა და ვინც გინდა იყოს” პრინციპი რომ არ ამართლებს, საკუთარი გამოცდილებით ვეღარ მიხვდით?? სახელმწიფოს ბედზეა ლაპარაკი, რაიმე კარგი გრაფიკის კომპიუტერულ თამაშზე კი არ არის ლაპარაკი.. მთავრობაში და პოზიცია-ოპოზიციაში კი არ არის პრობლემა, პრობლემა თავად ხალხშია და სამწუხაროდ გაუნათლებლობის და დაბალი ინტელექტუალურობის ბრალია.. აცადეთ მთავრობას, ჯერ ამას, მერე შემდეგს, მერე შემდეგს და რაღაცას მივაღწევთ.. ქვა ქვაზე თუ არ დაიდო, პირდაპირ სახურავი ვერაფერზე დაიდებაა..

    • ამ ხელისუფლებას ზუსტად თქვენი მსგავსი ადამინები რომ ულახავენ რეპუტაციას, თუ ხვდებით? ერთი, მშვიდობიან ტონში დასმული კითხვის გამო ასეთი პოლიტიკური დებატები და ამდენი აგრესია რა საჭიროა, ვერ გავიგე… კიდევ დარჩენილან საქართველოში “კარვის ქალები”…

      P.S. თუ ჩემი კომენტარი არაკორექტული მოგეჩვენათ, “შეეცადე შინაარს მიაქციო ყურადღება და არა გამოხატვის ფორმას :)”

      • არაკორექტური არა, სტული იდიოტიზმია :)))
        არანაირად არ ვარ არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის წარმომადგენელი. უბრალოდ თეთრის და შავის გარჩევა შემიძლია…. ძალიან ბევრი რამ არის რაც არ მომწონს ხელისუფლების მხრიდან ისევე როგორც ოპოზიციის მხრიდან. პრინციპში საქართველოში ოპოზიციაა არ არსებობს, სამწუხაროდ.
        ადამიანს რომელსაც არ შეუზლია გაიგოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ პარტიულები იყვნენ, წარმოადგენდნენ ან მმართველ ან ოპონენტ პარტიას რა უნდა ველაპარაკო?
        წიგნები იკითხეთ ბლოგებზე სიტყვების რახა-რუხს ეგ აჯობებს 🙂 არ არის საჭირო ქვეყანაში 99% პოლიტიკოსი იყოს… საკუთარ საქმეში უნდა იყო პროფესიონალი და ყველაფერს არ უნდა მიედ-მოედებოდე :)))
        ჩემი საქმე პოლიტიკა არ არის და არ ვერევი, თუმცა არ ვფიქრობ რომ სკევრის გაკეთება პოლიტიკაა, არც მის მოწონება-დაწუნებას ვთვლი პოლიტიკად. აი ვინც ამ საქმის პოლიტიზირებას ცდილობს, პოსტის თუ “სტატის” ავტორი იმის თამადობით ის არის შეუგნებელი და უვიცი ადამიენი :)))
        ხო, ეს ყველაფერი ჩემი აზრია და არა მიშასი
        და არც მიშა არ ვარ რა 😀
        შეიძლება ვერ ეგ გაიგოს ბევრმა “შეგნებულმა” და იმიტომ დავწერე 😀

        • სრული იდიოტიზმი ზუსტადაც რომ ყველა თქვენი კომენტარია.

          სასაცილოა, წიგნების კითხვაზე თქვენ რომ გვესაუბრებით.

          სკვერის თემის პოლიტიზება არც პოსტის ავტორს უცდია და არც სხვა კომენტატორს. თავად დაიწყეთ და მოხეტიალეს ანტისახელისუფლო რიტორიკაში დასდეთ ბრალი.

          ჰოდა, ამის შემდეგ მკითხველმა თავად გაარკვიოს, აქ შეუგნებელი და უვიცი ვინ არის.

          • კაი პონტია პოსტის ავტორს(არა მხოლოდ) რამოდენიმე სახელით შეუძლია გააკეთოს კომენტარი. ისიც კარგია, რომ საკუთარ მოსაზრებას მოიწონებ სხვა სახელით, ან შეეწინააღმდეგები და ხალხს გონია,რომ რამოდენიმე ადამიანი წერს…
            სინამდვილეში კიი 😀

            • koket

              თქვენგან განსხვავებით არაფერში არ მჭირდება რამოდენიმე სახელის გამოყენება ან საკუთარი ვინაობის დამალვა აზრის გამოსათქმელად. იმ ადამიანების უმრავლესობას ვინც აქ პოსტავს, აქვს საკუთარი ბლოგი და შეგიძლია ლინკებზე გადახვიდე.

              აი თქვენი ვინაობა ნამდვილად მაინტერესებს. მაქვს სურვილი ვიცოდე ვინ იმალება ამ ნიკის მიღმა, ესოდენ “საინტერესო“ აზრები რომ აქვს 🙂

        • თქვენი წიგნიერება და ერუდიცია თქვენივე შესანიშნავი ქართულიდან და პუნქტუაციის არაჩვეულებრივი ცოდნიდან ჩანს 😀 😀 😀

          იდიოტიზმს რაც შეეხება, ალბნათ, საკუთარ კომენტარებზე და საკუთარ პიროვნებაზე ბრძანეთ, ამ ბლოგზე მე სხვა იდიოტს ვერ ვხედავ 😀

  5. კაკლის ხეები იდგა უგრძეს მწკრივად, თვალგასახარად შრიალებდა, იმათზეა ლაპარაკი?

    • მუხის ხეები რომ ყოფილიყო მაშინ არაუშავდა? 😀
      რა მნიშვნელობა აქვს რა ჯიშის იყო?!
      მთავარია რომ იმ ადგილას ახალი სკვერი შენდება, შეუშვით თავში… ის ხეები არ მოჭრილა იმიტომ, რომ გამზირი დაუშნოვდეს, პირიქით…
      ისე მე თუ მკითხავ შუა ქუჩაში დიდი ხეები საერთოდ არ უნდა იყოს, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ამ ქვეყანაზე :)))

  6. თუ არ ვცდები ამ ,,თანამედროვე ტიპის” გამოდევნებამ, ქუთაისის ბულვარი სასაფლაოს დაამსგავსა. ნუთუ არ შეიძლება ქუჩას ორიგინალობაც შეუნარჩუნდეს და ამასთანავე თანამედროვე და ლამაზიც გავხადოთ? საკუთარი მიცვალებულებივით დამეცა ამ ხეების ჯავრი

  7. koketi უადგილოდ იყენებთ სმაილებს! სასაცილო რა არის? ეს ხეები არავის უშლიდა ხელს,მაგრამ რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ(ამოეძირკვათ!)?! თქვენნაირი აზროვნების ადამიანები ანადგურებენ ყველაფერს და თან უხარიათ! მოკლედ,ისეთი ბედნიერი ჩანხართ,რომ თქვენ იქნებით პირველი ვინც ამ ბილიკებზე გაისეირნებს ველოსიპედით! 🙂

    • სოფო, ჩემო კარგო მე კი არ ვიყენებ უადილოდ სმაილებს, შენ არ გცოდნია სმაილების გარჩება : )))
      ეგ მე რაც დავწერე გაღიმებაა და არა სოცილი 😛
      გაღიმება იწერება ასე : ) სიცილი ასე : D

      სწავლა სიკვდილამდეა, სასირცხვილო არაფერია : ))))

      ხეები მხოლოდ გადაიტანეს!
      ნუ ყბედობთ იმაზე რაც არ იცით…. წაიკითხეთ ჩემი კომენტარები და გაიგებთ სიმართლეს თუ არ იცით რეალურად რაც ხდება.

      ველოსიპედი რომ მყავდეს დიდი სიამოვნებით ვივლიდი, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ…

  8. ასე არაფერი გამოვა. ერთი ხელისუფლების დარგული ხეები თუ მეორემ ძირკვა. ,,ვანგრიოთ და ვაშენოთ, მუშა არ გავაჩეროთ”:):)

  9. მადლობას ვუხდი ბლოგის ავტორს, რაც არ უნდა ჩემს მოკამათეს ეს სასაცილოდ და უადგილოდ მოეჩვენოს, გული დამიმძიმა ამ ხეების ამოთხრის ამბავმა, თუ რამ კარგი კეთდება, მომწონს და არ მინდა დაუნახავი ვიყო, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი რამ, რაც წამხედურობით კეთდება, მოკლებულია ორიგინალობას. ის, რაც მასიური პროექტებიდანაა, თავისთავადი როგორ იქნება. თითქოს ერთი დაშტამპული ხელი აკეთებს ყველაფერს. ბულვართან დაკავშირებით არ ვცდები

    • სოფო, ჩემო კარგო მე კი არ ვიყენებ უადილოდ სმაილებს, შენ არ გცოდნია სმაილების გარჩება : )))
      ეგ მე რაც დავწერე გაღიმებაა და არა სოცილი 😛
      გაღიმება იწერება ასე : ) სიცილი ასე : D

      სწავლა სიკვდილამდეა, სასირცხვილო არაფერია : ))))

      ხეები მხოლოდ გადაიტანეს!
      ნუ ყბედობთ იმაზე რაც არ იცით…. წაიკითხეთ ჩემი კომენტარები და გაიგებთ სიმართლეს თუ არ იცით რეალურად რაც ხდება.

      ველოსიპედი რომ მყავდეს დიდი სიამოვნებით ვივლიდი, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ…

  10. kokets – სანამ ასეთ ვრცელ ოპუსებს გამოაცხობდით, ალბათ კარგი იქნებოდა გეკითხათ: ვინმე ამ პოსტში ამბობს, რომ ველობილიკის მოწყობა ცუდია და არ უნდა მოეწყოს?! მაგრამ თქვენთვის მთავარია მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი ითქვას.
    როდესაც ესეთ პროექტს აკეთებს ქალაქის ხელმძღვანელობა (თუ მაგათ ვინმე რაიმეს ეკითხება – საკითხავი აი ეს არის), კეთილი ინებონ და პროექტის განხილვა მაინც მოაწყონ, საინფორმაციო კამპანია ჩაატარონ და საკუთარ ამომრჩევლებს (მართალია ა სიტყვას მათთვის დიდი დატვირთვა არ აქვს) თუ არა-ამორჩევლებს უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდონ, რაში იხარჯება გადახდილი გადასახადები, რას გააკეთებ ქალაქის კეთილმოწყობისა და გამწვანებისთვის – ამას ნორმალურ ქვეყნებში პასუხისმგებლობის გრძნობა ქვია. მხოლოდ იდიოტური ბანერის ნაგლეჯის გაკვრა ქუჩის კუნჭულში არ არის საკმარისი ამისთვის.
    და კიდევ ერთი – ხანდახან მაინც სცადეთ საკუთარ კერპებს კრიტიკული თვალით შეხედოთ. ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო

    • დავიბლოკები თორე ვიტყოდი რასაც ვფიქრობ მთავრობაზეც და ოპოზიციაზეც…
      რაც შეეხება ინფორმირებას, მეც გეთანხმები, რომ შეიძლებოდა უკეთ გავრცელებულიყო ინფორმაცია და აღარ გამოჩნდებოდნენ ისეთი ყბედი “პატრიოტები” რომლებიც ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას, თითქოს აღმაშენებლის გამზირის დანგრევა-გაჩანაგება აქვს გადაწვეტილი ვინმეს : )))

      თუმცა ისიც შეიძება ითქვას, რომ მე არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის წარმომადგენელი არ ვარ, მაგრამ ამ პროეტის შესახებ ვიცი. ანუ ისეც არ არის, რომ გასაიდუმლოებულია რამე. ვისაც აინტერესებს ის გებულობს. გაზეთიც დაწერილა, ტელევიზიითაც მინახავს რეკლამაში(რეგიონალური მაუწყებლით), ბანერებზეც შემინიშნავს….

      რაც შეეხება ცენტრალურ არხებს, ალბათ იცით იქ რამდენი არის გადასახადი და შეიძლება არ ჩათვალეს საჭიროდ არამიზნობრივად ფულის ხარჯვა და ტელევიზიების გამდიდრება. მე ასე ვფიქრობ და რეალურად რატო არ გაპიარდა ეგ ალბათ ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებს უნდა ვკითხოთ.
      კერპებს რაც შეეხება, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ცხოვრებაში კერპი არ მყოლია არც მეყოლება!

    • თეონა გეთანხმები, ხალხი საქმის ყურში აუცილებლად უნდა ჩააყენოს ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ, მაგრამ მე მაწუხებს ის ფაქტი, რომ რაც არ უნდა კეთდებოდეს, ყოველ სიახლეზე პროტესტის გრძნობა ებადება ბევრს, მიუხედავად იმისა, გაცნობილები არიან თუ არ არიან სიახლის შინაარსზე..

  11. მეც ვაპირებდი ამ თემაზე დაწერას მაგრამ გადავიფიქრე. მემგონი უკეთეს სკვერს მოაწყობენ. გავიგე პალმებს დარგავენო და გაალამაზებენო. თუმცა რათქმაუნდა ეს ძველი ხეებიც შემეცოდა,რომლებიც ასე თუ ისე ამშვენებდნენ და ამწვანებდნენ აღმაშენებლის პროსპექტს.

    • ვფიქრობ უნდა დაწერო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ველობილიკების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით მიხარია თუ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქში, მაგრამ რის ფასად?

      მემგონი მაქვს ამ კითხვის დასმის უფლება.

    • არადა ამ ბლოგზე ამაზე მშრალი პოსტი ჯერ არ დამიწერია. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით შევეცადე არანაირი შეფასება არ გამაკეთებინა. უბრალოდ დავდე ფოტოები და მშრალად აღვწერე მომხდარი ფაქტი. როგორც ჩანს ვიღაცისთვის სწორედ ეს ფოტოები აღმოჩნდა მტკივნეული.

  12. უიმე, რა კარგია, პალმები რომ დაირგვებაო და კი მაგრამ, რითაა პალმაზე ნაკლებიი კაკლის ან თუნდაც მუხის ხეები? ჩემს დასახლებაში მრავლადაა სასეირნო ბილიკები, რომელთა გასწვრივ ვაშლის, მსხლის, ტყემლის და ბლის ხეებია ჩამწკრივებული. ჯერ მარტო ადრე გაზაფხულზე, როცა ყველაფერი ყვაოდა, ერთი სიამოვნება იყო იქ სეირნობა.რა პალმა, რის პალმა. სისასტიკეა ამ ხეების ამოძირკვა და ნუ ცდილობთ ამის გამართლებას.

  13. მოგესალმებით,

    ქართველები ოდიდგანვე გამოვირჩევით ემოციებით, ხანდახან ეს კარგია, მაგრამ დემოკრატიის პირობებში ცუდი მოკარნახეა. აქ ყველამ გამოხატა საკუთარი აზრი და დააფიქსირა რომ უყვარს ჩვენი ქალაქი, ფიქრობს მასზე და მისთვის სულ ერთი არაა რა ხდება ამ ქალაქში. უფრო სწორედ რომ ვთქვათ საზოგადოების გარკვეული ნაწილია უკვე აქ.
    საუბარი არ არის კარგია თუ ცუდი რაც მოხდა? ვინ დაინახა ან ვერ დაინახა რომ ქალაქში კეთდება რამე? და ასე შემდეგ. ფაქტია რომ მოხდა და ვერ შევაბრუნებთ უკან.
    მთავარი კითხვა არის ის რომ იცოდით თუ არა რომ ამ პროექტის განხორცილებას აპირებდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი? თუ არ იცოდით ვისი ბრალია რომ იმ საზოგადოებამ რომელმაც უნდა ისარგებლოს აღნიშნული პროექტით დე–ფაქტო გებულობს თუ რა ხდება მის ქალაქში?
    მე მაგალითად მიმაჩნია რომ მაქვს უფლება შეურაცყოფილად ვიგრძნო თავი რომ არ მკითხეს, არ ჩამრთეს და არც კი გქონიათ სურვილი გაეზიარებინათ ჩემი აზრი ამ პროექტთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუ ევროპისაკენ მივდივართ, მაშინ აღვასრულოთ დემოკრატიის მთავარი არსი: დავაწესოთ ხალხის მმართველობა, ჩვენს შემთხვევაში ვკითხოთ საზოგადოებას, მაგალითად ცნობილ ქუთაისელებს, საპატიო ადამიანებს, პროფესიონალებს ურბანიზაციის დარგში. ფაქტია რომ ჩვენ შეიძლება ვიზუალურად მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს, მაგრამ ფროფესიონალები იტყვიან, სწორია თუ არა, მიზანშეწონილია თუ არა. ევროპაში სწორედ ასეთი საჯარო განხილვები იმართება თუ ქალაქის ან რესპუბლიკის ხელმძღვანელობა რამეს წყვეტს.
    თქვენ აღნიშნეთ 3,5 მილიონი რომელიც იხარჯება: ესეც დიდი პრობლემაა, მაშინ როდესაც მსოფლიო კრიზისი ჯერ კიდევ ძალაშია და ჩვენზე ეკონომიკურად გაცილებით ძლიერმა ქვეყნებმა შეამცირეს ნებისმიერი სახის მსგავსი დამატებითი ხარჯების გაცემა, ჩვენ ვალებით ვაშენებთ სკვერებს. არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ მსოფლიოს ვალი 8 მილიარდი დოლარი გვაქ, ხოლო ევროკავშირის 2008 წლიდან კრედიტის სახით 4 მილიარდი ევრო. მე დიდ დისკომფორტს მიქმნის როდესაც ვალი მაქვს.
    თქვენ აღნიშნეთ ველო ბილიკები: მინდა გკითხოთ რამდენი თქვენთაგანი აპირებთ ველოსიპედის ყიდვას და ამ ბილიკების გამოყენებას როგორც ძირითად გადაადგილების ფორმას?
    მე დიდი ხანია ვმუშაობ კლიმატური ცვლილებების საკითხებზე და კარგად ვიცი რომ იქ სადაც ველოსიპედი გარკვეული ატმოსფერული და ლანდშაფტური გარემოებების გამო არ შეიძლება იყოს გამოყენებული არა მართებულად მიაჩნიათ ამდენი ფულის ასეთ საკითხებზე ხარჯვა, მაშინ როდესაც დაახლოებით 70–80% საქართველოს მოსახლეობისა სიღარიბის დონეზე არსებობს. ქუთაისი არ არის ვაკე ტერიტორია და გორაზე, საფიჩხიაზე მცხოვრებ ადამიანებს ველოსიპედებით სიარული ძალზე გაუჭირდებათ, ხოლო თუ დავითვლით წელიწადში რამდენჯერ უბერავს ქარი ქუთაისში არამგონია ერთი მცდელობის შემდეგ მეორეჯერ გასეირნება მოგინდეთ.
    ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე სწორად განვსაზღროთ პრიორიტეტები: დღეს კი საქართველოს პრიორიტეტი არის ადამიანი, თუ ქართველები წავიდა ქალაქიდან აღარავის დაჭირდება ველობილიკები: ინფორმაციისათვის ყოვედღიურად ქალაქ ქუთაისის 30 მდე ადამიანი საზღვარგარეთ ლუკმა პურის საშოვნელად მიდის, ჩვენი ქალაქი კი მხოლოდ 180000 ნია, გაამრავლეთ რამდენი უკვე შეიზლება წასულიყო და რამდენი ჯერ კიდევ მიდის და მიხვდებით სცალია კი ჯერ ამისთვის ამ ქალქს. კარგია რაც კეთდება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ადამიანები, და ერთმა ბრძენმა თქვა: “ყოველ დღეს მეუბნებიან, რომ ხვალ უკეთ ვიცხოვრებთ ვიდრე დღეს, ამიტომ ვაკეთებთ ამას, სამწუხაროა რომ ყოველი ხვალის დადგომის შემდეგ კვლავ ჩნდება მომდევნო ხვალ, მე კი ვბერდები და ვერადა ვერ ვეღისრსე ამ ხვალ”.

    • ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის.

      მიხარია რომ საკითხს სწორად აფასებთ და პრობლემის იმ მხარეებზე ამახვილებთ ყურადღებას, რომელიც მემგონი არც არავის გახსენებია.

    • martivi.. ისე ზუსტად, და ამვდროულად კარგი კუთხიდან გადმოეცი ის აზრი, რაზეც რეალურად ღირდა ყურადღების გამახვილება, რომ ჯობდა ეს პოსტი შენ დაგეწერა 🙂 🙂 მართლა ვიგრძენი კი არა და რეალურად პოლიტიზირებული კუთხით გადმოსცა ამ პოსტის ავტორმა ეს თემა .. კარგად დააკვირდით პოსტს.. აქ არ იყო დასმული კითხვა რა კეთდება? და კარგია თუ არა რაც კეთდება? ავტორის სიტყვებია : ‘ოფიციალური ინფორმაციით ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო და ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.’ მერე დააკვირდით რას ამბობს ‘ბნელა, ამ ქვეყანაში ძალიან ბნელა… სანამ ჩვენ გვეძინა ყველაფერი გაჩეხეს და ამოძირკვეს. პროტესტსაც კი არა აქვს აზრი, ვეღარაფერს შეაჩერებ, ყველაფერი განადგურებულია უკვე ‘ საერთოდ რა პროტესტზე ალაპარაკდა მაშინ, როცა თურმე გცოდნიათ თავის დროზევე რას აპირებდნენ აღმაშენებლის გამზირზე.. მოკლედ.. არ ღირს პოლიტიკაზე და რელიგიაზე საუბარი..

  14. isa da, chemi azri rom davafiqsiro xom ar gamlaxaavt?? (aq iseti xelchartuli brdzolaaa 😀 )
    ho axla seriozulad… agfrtovanebuli var imit, rom qutaisshi velotrasebs aketeben. vtvli rom dzalian didi win gadadgmuli nabijia. magram ver vxvdebi ratom ukavshirebt am gzebis gayvanas agmashenebelze “skveris” gadatxras??? aq isic itqva rom ar iko lamazi da ertnairio.. me albat tvali mqonda shechveuli da dzalian miyvarda eg prospeqti, magram chemtvis imaze meti problema rom eg xeebi sxvagan gadaaqvt, aris is rom magat magivrad rgaven palmebs. (rogorc gavige) chemi azrit didi sisulelea qutaisshi palmebi.. ki madlobeli viqnebit tu ise gaaketeben qutaiss da ise aayvaveben rogorc batumi aayvaves, magram xom ar nshnavs rom ertnairad unda gaaketon yvelaferi? chemi azrit palma ar aris “saqutaiso” xe… eg ufro sanapiros xed mimachnia. memgoni ar iqneba maindamainc kargi… yvelas tavisi shexeduleba aqvs da albat mtavroashi dzalian uyvars yvelas palmebi da sadac adgils naxavn yvelgan palmes rgaven 😛 erti sityvit ar vitkvi rom daamaxinjebstqo, magram maindamainc ar mqonia agmasheneblis prospeqti palmebma daamshvenon… sxva xe unda aerchiat rame… chemi azrit ar mouxdeba… eg chemi azria da imedia ar gaamartlebs da palmebsac moixdens chveni ulamazesi qalaqi… ))))

  15. I tend not to drop a lot of remarks, however i did some searching and wound
    up here სანამ ჩვენ გვეძინა
    | მოხეტიალეს 緑 ბლოგი.
    And I do have 2 questions for you if you usually do not
    mind. Is it just me or does it look like a few of the comments come across like coming from
    brain dead people? 😛 And, if you are writing on additional social sites,
    I’d like to keep up with anything new you have to post. Could you make a list of every one of your social sites like your twitter feed, Facebook page or linkedin profile?

  16. It’s perfect time to make some plans for the longer term and it is time
    to be happy. I have read this publish and if I could I desire
    to suggest you few interesting issues or advice.
    Maybe you can write subsequent articles regarding this article.
    I want to read even more things approximately it!

  17. Definitely believe that that you said. Your favourite reason seemed to be on the internet the easiest thing to understand of.
    I say too you, I certainly get annoyed while folks think about issues that they just do
    not recognise about. You managed to hit the nwil upon the top as neatly as defined out the entire thing
    with no need side-effects , other folks could take a signal.
    Will likely be again to gget more. Thank you

Leave a reply to tatkii კომენტარის გაუქმება