აუცილებელი განმარტება

ამ ბლოგმა ბევრი ქარტეხილი გამოიარა. ბლოგი გასული წლის დეკემბერში დავარეგისტრირე, თავიდან პირად ამბებზე ვწერდი. მერე მივხვდი რომ მომბეზრდა…
ჰოდა ერთ მშვენიერ დილას, ცუდ განწყობაზე გავიღვიძე და წავშალე. ხაზი გადავუსვი ყველაფერს, რასაც რამდენიმე თვის მანძილზე ვქმნიდი.
თუმცა ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ.დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით.
გადაწყვიტე ეკოლოგიაზე ვწერო. მიზეზი რამდენიმეა: ეკოლოგია და გარემოსდაცვითი თემები მაინტერესებს, აქეთ-იქეთ ხეტიალი მიყვარს და რაც მთავარია, გულუბრყვილოდ მჯერა რომ ოდესმე ეს ბლოგი რაიმე სარგებელს მოუტანს ვინმეს….

ჰო, კიდევ ამ ბლოგის განახლება ნაწილობრივ IUCN- ის დამსახურებაა. სწორედ IUCN- ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე გამიჩნდა ეკობლოგის შექმნის იდეა. ეს ერთგვარი კონკურსია, რომელიც არ ვიცი ბოლოს რა შედეგით დასრულდება.

ძირითადად ქართულ ამბებზე დავწერ. საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე.
შევეცდები არ იყოს მოსაწყენი.
ჰო, კიდევ აუცილებლად იქნება ბევრი ფოტო რეპორტაჟი და საინტერესო ნიუსები..
ამბობენ, ვინც ეძებს, ის პოულობსო…
მეც ვეძებ, დავხეტიალობ…

9 comments on “აუცილებელი განმარტება

  1. წარმატებები! რამდენადაც გიცნობ, მჯერა რომ ეს არ იქნება მოსაწყენი ბლოგი და მკითხველასაც გაუჩენს სადმე წაბოდიალების სურვილს. :))

  2. აი, მეც მალე ავამუშავებ ჩემს (ჩვენს) ბლოგს და ამ ბლოგის ბანერს დავდებ. ველოდები აბასთუმანში ხეტიალის ამბებს 🙂

  3. ეკოლოგია ერთერთი ის თემაა, რომელსაც სამწუხაროდ ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა ჩვენთან. ძალიან კარგს იზამ თუ მასზე დაწერ. წარმატებებს გისურვებ. დიდი ინტერესით ვესტუმრები ამ ბლოგს 🙂

  4. am ori dgis win tbilisshi momiwia wasvlam da werovans rom mivuaxlovdi guli shemekumsha da suli titqos gameyina,sardlebivit mwkrivshi chawyobili patara qoxebi,didi triali,ukacrieli adgili,irgvliv arcerti mcenare,nargavi,xe,buchqi…………. filmebshi nanaxi konclagerebi gamaxsenda………….sashineli sanaxaobaa………….axlac cudad var rom maxsendeba………… vici ar dagezareba am teritoriebze suratebis gadageba da aq dadeba,me mgoni isic ekologiaa(tu uekologioba) amdeni adamianis sacxovrebels erti xec rom ar aqvs autanel sicxes tavi sheafaros………….velodebi da mere martla magari diskusia gavmartot…………..

Leave a reply to მოხეტიალე კომენტარის გაუქმება