VS

18 მარტს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის “Music Hall”-ში თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა. მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო, როგორც მას ორგანიზატორებმა უწოდეს, სკანდალით დასრულდა.
მწერალი ზაზა ბურჭულაძე ოპერის თეატრის სცენაზე სათამაშო იარაღით ავიდა, 4 წუთიანი სიტყვით გამოვიდა, დარბაზში მხდომთ მასაჟის გაკეთება შესთავაზა, ხოლო როცა მის ინიციატივას არავინ გამოეხმაურა, სცენა დატოვა. თუმცა წასვლამდე თქვა: “ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი”.

სწორედ ეს ფრაზა გახდა ქუთაისის ინტელიგენციისათვის გამაღიზიანებელი. თხუთმეტამდე ადამიანმა დარბაზი ხმაურით დატოვა და ბურჭულაძის ლანძღვა ოპერის თეატრის წინ გააგრძელა.

იმის გასაგებად თუ რას აპროტესტებენ ადამიანები, რომლებიც თავს ქუთაისის ინტელიგენციას უწოდებენ, გთხოვთ იხილოთ ვიდეო.

თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერის მანანა თანდაშვილის მიერაა შედგენილი.
ანთოლოგიაში ექვსი ქართველი მწერლის ნაწარმოებია შესული. ლაშა ბუღაძე – „ლიტერატურული ექსპრესი“ (ფრაგმენტი) , ზაზა ბურჭულაძე – „ადიბასი“, დათო ტურაშვილი – „ჯინსების თაობა“ (ფრაგმენტი), აკა მორჩილაძე – „ტერცო მონდო“, ბესო ხვედელიძე – „თაგვის გემო“, ბასა ჯანიკაშვილი – „აბსურდისტანი“ (ფრაგმენტი), ზაზა ბურჭულაძე – „Passive Attack“.

P.S.
ამ კადრების მიხედვით უკვე მომზადდა სიუჟეტი და ის რეგიონალური ტელეკომპანია “მეგა ტვ” ის ეთერით გავიდა.
იმედია საავტორო უფლებები დაცულია:)))
რაც შეეხება ოპერატორულ ნამუშევარს ირაკლი ვაჩიბერაძეს ეკუთვნის. ახალბედაა, მეორედ იყო სულ გადაღებაზე. მგონი დასაწყისისთვის ზედმეტად კარგია:)))

13 comments on “VS

  1. ჩემთვის ამგვარი ფაქტები არსი კარგი ჩვენება და კარგი ტესტი იმისა თუ როგორია ქართული საზოგადოებაა…:)აღმოჩნდა რომ კონფორისტები და ფეტიშისტები ისევ მრავლად არიან:)

  2. ანთოლოგიიდან აკა, ზაზა, ბესო და ლაშა ფანტასტიურია, მართლა ყველაზე კარგი ტექსტები შეურჩევიათ, “massive attack” არც ისე პოპულარულია, როგორც ადიბასი და კარგია, რომ ჩართეს, “ჯინსების თაობა” დათოს ყველაზე სუსტი ნაწარმოებია (იმედი მაქვს, გულის სიღრმეში თავადაც არ სჯერა, რასაც მანდ ამტკიცებს) და “აბსურდისტანზე” აბსურდული წიგნი საუკუნეა, არ წამიკითხავს. ბასა საერთოდ რამ გაახსენათ, მიკვირს.

    სამარცხვინო კადრებია 😦

    პ.ს. შენს ბლოგს ლაიქები აღარ აქვს? ვეძებე და ვერ ვიპოვნე.

  3. კონფორმისტია ვითომ ის ინტელიგენცია დარბაზი რომ დატოვა ,მათი წარსულისა და წაყმ დგომარეობის გამო,ხოლო ფეტიშისტები არიან ის ახალგარდზები ,ჯერ რომვერ გაურკვევით რა უნდათ და ხან ვინ გაუხდაით ფეტიჟმის ობიექტები და ხან ვინ…:)

  4. ზაზა ბურჭულაძე მართლა ცდების ჩატარების სურვილით ავიდა სცენაზე?
    მისი საქციელი, სულერთია რა მიზნით (თუ უმიზნოდ: სულელურად), გამაღიზიანებელია.

    გარეთ გაკეთებული კომენტარების გამო ძალიან ვწუხვარ.
    ჩემს სოფელში დიდი თავად-აზნაური ხალხი არ ცხოვრობდა, თუმცა სიტყვა-პასუხით და საქციელით სამაგალითონი იყვნენ.
    მათ შეურაცყოფას რომ მოვერიდოთ, ხომ არ აჯობებს სიტყვა “სოფლელი” გამოვცვალოთ.

    ენათმეცნიერებს სანამ ვთხოვდეთ ახალი სიტყვის მოფიქრებას, იქნებ თქვენ გაქვთ იდეა, რა სიტყვით დავიცვათ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლაფში ჩაგდებული სიტყვა “სოფლელისგან”?

  5. მაგალითად: “მეურნეები”, “არ-ურბანულები”, “მწვანე მოსახლეები” ( 😉 ) უკეთეს ვერსიებს თგვენგან გულით ველი!

დატოვე კომენტარი