სანამ ჩვენ გვეძინა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სკვერი ერთიანადაა ამოძირკვული

წუხელ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სკვერი ერთიანად ამოძირკვეს. იქ მცხოვრები მოსახლეობის თქმით, ტრაქტორებმა მუშაობა დილის ხუთ საათზე დაიწყეს და სანამ მოსახლეობას ეძინა, სკვერი გაანადგურეს.

ოფიციალური ინფორმაციით ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო და ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დამკვეთი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

ეს ბანერი აღმაშენებლის გამზირზეა გამოკრული

აღარ ვიცი რა ვთქვა. ეს წუთია სახლში მოვედი, ფოტოები კომპიუტერში შევყარე, მეათედ ვათვალიერებ მგონი და ერთადერთი აზრი მიტრიალებს თავში – ბნელა, ამ ქვეყანაში ძალიან ბნელა.
არ მინდა ემოციურ ფონზე გავაკეთო რაიმე შეფასება, დღეს შევეცდები უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო, აღმაშენებლის გამზირის ძველი ფოტოები მოვიძიო და ხვალ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ბლოგზე ვდებ ფოტოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემი მობილურით გადავიღე. ცოტა ცუდი ხარისხია, მაგრამ რეალობის დასანახად საკმარისია!

This slideshow requires JavaScript.

ერთადერთი რაც ტრაქტორებს გადაურჩა ეს ჯვარია


სანამ ჩვენ გვეძინა ყველაფერი გაჩეხეს და ამოძირკვეს. პროტესტსაც კი არა აქვს აზრი, ვეღარაფერს შეაჩერებ, ყველაფერი განადგურებულია უკვე

Advertisements

ხეები

რაც ხალხში ვიცხოვრე,
იმდენ ხანს რომ ტყეში მეცხოვრა,
ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან…
ვიშრიალებდი მეც იმათთან
დღეს გაცნობილი
ახალ თვისებით ხვალე აღარ გამაკვირვებდა.


“ხეები”
ბესიკ ხარანაული

რას ეუბნება ერთი ხე მეორეს, როდესაც მისკენ იხრება?

>

<

ღმერთო, როგორი წუთიერი არის ცხოვრება,
შეყვარებულნი
სიყვარულსაც ვერ მოასწრებენ.

მაგრამ როგორი ხანგრძლივია
იგი ჩვენი ტკივილებისთვის.

მე დავბრუნდი…
სიყვითლეშეპარული მწვანე პოსტებით.
არაფერი პირადი… შემოდგომის და ხარანაულის “ბრალია”.

ბედი, რომელიც ხეს არ ეღირსა

ამქვეყნად ყველას და ყველაფერს თავისი ბედი აქვს…
ბედი ჰქონია ხესაც…
თუ უბედობა შეიძლება დავარქვათ ამას არ ვიცი…
დაიბადა რკინის კონსტრუქციაში, ნელ-ნელა გაიზარდა…
ახლა ფრთების გაშლა უნდა, მაგრამ რკინის მარწუხები უჭერს…
სუნთქვა უნდა, მაგრამ რკინის მარწუხები უჭერს…
ოცნებობს, მაგრამ მის ოცნებებს რკინის მარწუხები უჭერს…
ცოცხლობს, მაგრამ მის სიცოცხლეს არსებობა ჰქვია…
ყოველთვის როდესაც ქარი უბერავს, უნდა ტანი ააყოლოს, მაგრამ… მაგრამ რკინის მარწუხები უჭერს…


მარტოა, სულ მარტო…
უთვისტომოდ…
უმეგობროდ…
უსიყვარულოდ…

…………………
გავა დრო და დაბერდება…
ვეღარ მოუჩრდილებს, და იმ ერთადერთ ფუნქციასაც დაკარგავს რაც ჰქონდა…
მოჭრიან და ცივ ზამთარში ძვლებს გაითბობენ ისინი…
უცხოები…
არამისიანები…
და ასე მოკვდება
უთვისტომოდ…
უმეგობროდ…
უსიყვარულოდ…