არსებობს თუ არა თეთრი ცხენი?

არსებობს თუ არა თეთრი ცხენი?

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ბუნებაში თეთრი ცხენი არ არსებობს.

შეიძლება გინახავთ, ხელითაც შეხებიხართ, მაგრამ ის არ არსებობს.

უბრალოდ ზოგიერთი ცხენის პიგმენტაცია ადრე ხდება – მისი ბალანი, ასე ვთქვათ მოწიფულობაში თეთრდება. ახალგაზრდული იერი და თეთრი თმა კი ძალიან ეწყობა და უხდება ერთმანეთს.
იშვიათად, მაგრამ ასეთი რამ ადამიანებსაც ემართებათ. თუ არ ვცდები ასეთ ადამიანებს ალბინოსებს უწოდებენ.

Advertisements

უცნაურად მწვანე პოსტი

ბავშვობაში უცნაური ჩვევა მქონდა, როდესაც რაიმე წიგნს ვკითხულობდი და იქ საინტერესო ამბავს ან ფრაზა აღმოვაჩენდი რვეულში ვიწერდი. ამ ჩვევის წყალობით ჩემი წიგნების თაროზე რამდენიმე სქელტანიანი რვეული დევს. გუშინ ერთ-ერთ მათგანში ვიქექებოდი და საინტერესო რაღაცებს გადავაწყდი.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ამ პოსტს უფრო მეტად კავშირი სასამართლო სისტემასთან აქვს ვიდრე ბუნებასთან, მაგრამ რადგან ამბავი ცხოველებს ეხება, ვთვლი რომ საინტერსოა…

მაშ ასე გავყვეთ ჩემს ჩანაწერებს.

თურმე გასულ საუკუნეებში სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველებს ასამართლებდნენ.
უძველესი ირანელების წმინდა წიგნში “ზენდ ავესტაში”, ზარატუსტრა ეკითხება ღმერთ აჰურამაზდას, თუ როგორ უნდა მოექცნენ ცოფიან ძაღლს, რომელიც კბენს ადამიანს და საქონელს (ძაღლი მათი რწმენის მიხედვით წმინდა ცხოველად ითვლებოდა). ღმერთი პასუხობს: ძაღლს პირველ კბენაზე მარჯვენა ყური უნდა მოაჭრა, მეორეზე მარცხენა, მერე კი თითო კბენაზე თითო ფეხი.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის აზრით უნდა გაესამართლებინათ ადამიანის მკვლელი ცხოველი. ამისათვის საჭირო იყო, მოკლულის ნათესავებს სარჩელი აღეძრათ, ცხოველი მოეკლათ და გვამი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაეტანათ.

1457 წელს საფრანგეთში გაასამართლეს ღორი და მისი 6 გოჭი, რომელსაც ბრალი ედებოდა 5 წლის ბიჭის სიკვდილში. სასამართლომ ღორი დამნაშავედ ცნო, თუმცა გოჭების ბრალეულობა ვერ დამტკიცდა.

1474 წელს შვეიცარიაში, ბაზელში დაწვეს მამალი, რომელმაც კვერცხი დადო. მოტივით “ეშმაკთან დაიჭირა საქმეო”, მამალთან ერთად მის მიერ დადებული კვერცხიც დაწვეს.

1864 წელს სლოვაკიის სოფელ პლეტენიკაში გაასამართლეს ღორი, რომელმაც ყური მოაჭამა ერთი წლის გოგონას. თემს მიუსაჯეს გოგონას გამზითვება.

1886 წელს სლოვენიაში კალიები მომრავლდა. დაიჭირეს ერთი დიდი კალია, გაასამართლეს და დახრჩობა მიუსაჯეს. სოფლის მოსახლეობამ კალია დიდის ამბიტ დაახრჩო უახლოეს მდინარეში.

და ბოლოს ჰიუგოს “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” გამახსენდა. ესმერალდა ხომ თავის ბეკეკასთან ერთად გაასამართლეს.:(