ყველას რაღაცა უნდა

ადამიანების მოთხოვნილებებს ხშირად დასასრული არა აქვს.

ერთხელ ერთმა მონადირემ დაინახა ფრინველთა გუნდი და დაიწყო ფიქრი: “რატომ არ მისცა ღმერთმა ადამიანს ფრთები, ხომ შეიძლებოდა მასაც ეფრინა?”

ამ დროს გამოიარა თამვმდაბალმა მეუდაბნოემ და უთხრა:

” შენ ფიქრობ რომ ღმერთმა არ მოგცა ფრთები, მაგრამ კიდევაც რომ მოეცა, მაინც არ იქნებოდი კმაყოფილი და იტყოდი: “რატომ არა ვარ ანგელოზიო?”

და თუ ანგელოზადაც გაგხდიდნენ, ისევ უკმაყოფილო იტყოდი: “რატომ არა ვარ ქერუბინიო?”

და თუ ქერუბინიც გახდებოდი, დაიწყებდი ჩივილს: “რატომ არ მომცა ღმერთმა ცის მართვის უნარი?”

და თუ ეს უნარიც მოგეცემოდა, მაინც არ დაკმაყოფილდებოდი და თავხედურად დაუწყებდი ძებნას რაღაც უფრო დიდს”.

P.S. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, ცხოვრების აზრი სწორედ ძიებაშია, ხშირად მიფიქრია როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს? ერთი დღე? ერთი თვე? ერთი წელი? თუ მთელი ცხოვრება?

ნეტავ მარტო მე მჭირს ეს თუ თქვენც ჩემსავით “აღუვსებელი საწყაულები” ხართ?

ხეები

რაც ხალხში ვიცხოვრე,
იმდენ ხანს რომ ტყეში მეცხოვრა,
ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან…
ვიშრიალებდი მეც იმათთან
დღეს გაცნობილი
ახალ თვისებით ხვალე აღარ გამაკვირვებდა.


“ხეები”
ბესიკ ხარანაული

რას ეუბნება ერთი ხე მეორეს, როდესაც მისკენ იხრება?

>

<

ღმერთო, როგორი წუთიერი არის ცხოვრება,
შეყვარებულნი
სიყვარულსაც ვერ მოასწრებენ.

მაგრამ როგორი ხანგრძლივია
იგი ჩვენი ტკივილებისთვის.

მე დავბრუნდი…
სიყვითლეშეპარული მწვანე პოსტებით.
არაფერი პირადი… შემოდგომის და ხარანაულის “ბრალია”.

მე მიყვარს ქუთაისი

რამდენიმე დღეა კაპრიზე ვარ ჩაციკლული, მთელი დღეები ინტერნეტში კაპრის სურათებს ვათვალიერებ…
რაღა დაგიმალოთ და ძალიან მინდა წასვლა…
ამის გამო თაროზე შემოდებული იტალიურის წიგნიც გადმოვიღე… ამ ზაფხულს აუცილებლად გავაგრზელებ იტალიურში მეცადინეობას და ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დავლაშქრავ კაპრის…

თუმცა სანამ არსად წასვლა არ შემიძლია ისევ ჩემი ქალაქის ქუჩებში გავისეირნე და ეს “მარგალიტები” ჩემი ბლოგის მკითხველებისათვის შევაგროვე.

მოკლედ ისევ ნაგავზე მიწევს წერა, მაგრამ რა ვქნა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდება ეს ნაგვის გროვები და თვალს ხომ ვერ დავხუჭავ….

მოკლედ თვალი გადავავლოთ ჩემს ფოტორეპორტაჟს, ქუთაისიდან…
მსგავსი წარწერები სხვადასხვა ვარიაციით ქუთაისში ხშირია….

ძირითადად შემდეგი შინაარსის: ” აქ ნაგვის დაყრა აკრძალულია, ნაგავს ნუ ყრი ღორო, და ა. შ.
მაგრამ
ქუჩებში ნაგავი ისევ იყრება, თითქოს ეს წარწერები არც არსებობდეს…
თავის მოტყუება და თვალის დაბრმავება ხო ძალიან ადვილია, როცა ნ აყინს ჭამ და მისი სიფრიფანა ქაღალდი გამძიმებს…
აი ხედები დატკბით და ისიამოვნეთ…



და ბოლოს….
საბედნიეროდ ქუთაისში ასეთი პატიოსანი მოქალაქეებიც არსებობენ, ვისაც ნამდვილად უყვარს ქალაქი….