ერთი დაკარგული კადრის ამბავი

არაფერზე არ მეშლება ისე ნერვები, როგორც დაკარგულ კადრებზე.
ერთი კვირის წინ მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან მოვდიოდი.
წვიმდა.
დაღლილი, სამარშუტო ტაქსის ფანჯრის მინას მისვენებული, ქუჩას ვათვალიერებდი. ქალაქში შესვლამდე შუქნიშანთან ქუჩა სამხედროებმა გადაკვეთეს. ბევრნი იყვნენ, მწყობრში იდგნენ და მიდიოდნენ. ერთი ჯარისკაცი ჩამორჩა, ვეღარ დაეწია, თუმცა ცდილობდა ისევ მწყობრი ნაბიჯებით ეარა. უცებ საიდანღაც გამოჩნდა პატარა შავი ლეკვი, ამოუდგა ამ სამხედროს უკან და მასთან ერთად განაგრძო გზა. მარშუტკა დაიძრა, თითქმის გავუსწორდით სამხედროებს. მიუხედავად იმისა რომ წვიმდა, ხალხი ჩერდებოდა, სამხედროებს უყურებდა და იღიმებოდა. საოცარი კადრი იყო, Pictures of the days, რომლის გადაღებაც ვერ შევძელი 😦

მეორე კადრი, გუშინ „დავკარგე“. შავი, დაბურულმინებიანი ჯიპი, თავზე ტაქსის ნიშნით…

მესამე დღეს. რაც იმ კადრისგან დარჩა, ქვემოთ ფოტოზეა….:|

Advertisements

ერთიანი ეროვნული უკულტურობა


ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ფოტოები გადაღებულია საქართველოში, ერთ-ერთ ქალაქში, ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ვფიქრობ რაიმე კომენტარი ზედმეტია.
პრინციპში რაც მინდოდა მეთქვა სათაურში უკვე ვთქვი.

როგორც ყოველთვის: აბა დატკბით და ისიამოვნეთ…



სინათლე გვირაბის ბოლოს