SILENT SPRING – მდუმარე წყაროები

ალბათ ბავშვობაში გყოლიათ ტილები.
მე მყავდა. ოღონდ არ მახსოვს როგორ ებრძოდა ჩემს თმებში დასახლებულ ამ მავნე არსებებს დედაჩემი.
თუმცა იმედი მაქვს რომ არ გამოუყენებია “დდტ” – იგივე დუსტი.
რატომ?
იმიტომ რომ ძალიან საშიში ნივთიერებაა.
გაგიკვირდა?
მეც გაკვირვებული დავრჩი როცა გავიგე.
მოკლედ დუსტის ისტორია ასეთია:

“დდტ” – (დიქლორ–დიფენილ–ტრიქლოროეთანი) 1939 წელს გამოიგონეს და მის გამომგონებლებს არც მეტი, არც ნაკლები ნობელის პრემია მიანიჭეს.
დუსტი ფართოდ გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარი ოკეანის კუნძულების მალარიის გადამტანი მწერებისგან გასათავისუფლებლად. ხოლო ევროპაში “დდტ” სულ სხვა მიზნით შემოვიდა. ევროპელებმა იგი ტილების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად გამოიყენეს.
კარგა ხნის მანძილზე დუსტი იყო ერთადერთი, შეუცვლელი და “განუმეორებელი”.
თუმცა ეს მანამ, სანამ არ გამოვიდა რეიჩელ კარსონის წიგნი “მდუმარე წყაროები”. სწორედ ამ წიგნის საშუალებით შეიტყო მსოფლიომ “დდტ”-ს მავნე თვისებების შესახებ. წიგნში აღწერილია თუ როგორ ხვდება “დდტ” კვების ჯაჭვში, როგორ იწვევს ადამიანებში სიმსივნის განვითარებას და გენეტიკურ ცვლილებებს.
რეიჩელ კარსონის აღმოჩენით ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი დაინტერესდა, რომელმაც დაავალა პრეზიდენტის მრჩეველთა სამეცნიერო საბჭოს, შეესწავლათ წიგნში წამოჭრილი საკითხები. მართლაც საბჭომ შეისწავლა და დაადასტურა რეიჩელ კარსონის დასკვნები.
“მდუმარე წყაროებმა” ამ დასკვნების შემდეგ დიდი აღიარება მოიპოვეს, მეცნიერები და საზოგადოება დაფიქრდა და შეთანხმდა: საჭიროა მრეწველობის რეგულირება, რათა დაცული იქნეს გარემო. და ყველაზე კარგი შედეგი რაც ამ წიგნს მოჰყვა, იყო ის რომ დაიბადა გარემოსდაცვითი მოძრაობა.
დღეისათვის დუსტის გამოყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა არა საქართველოში. ამ მეტად საშიში და მავნე პესტიციდის ყიდვა საქათველოში, ნებისმიერ ბაზარში თავისუფლად შეიძლება.
……………………
ერთი საოცარი მეგობარი მყავს…
ძალიან თბილი.
ყურადღებიანი.
თან გადაგყვება, ყველანაირად გვერდში დაგიდგება.
ოღონდ: –
არასოდეს არ უნდა სთხოვო ფული.
იმწუთში წუწუნს იწყებს.
“კარგი რა რა ფული, რის ფული…რომ დამჭირდეს დუსტის ფული არ მაქვს”.
ცოტა ხნის წინ, როდესაც დუსტის მავნე თვისებების შესახებ შევიტყვე, ჩემთვის გავიფიქრე, ახლა კი ხმამაღლა ვეტყვი:
`ნიკუშ, შენ ვერ წარმოიდგენ, რა კარგია, რომ არ გაქვს დუსტის ფული!