ჩემი გაზაფხული

უსაზღვროდ მიყვარს გაზაფხული. ყოველი დღე მიხარია, ყოველი დილა სიცოცხლით და სილამაზით მავსებს.გაზაფხულს ბევრი მზე და სითბო მოაქვს. როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა ახლა ჩემს ცხოვრებაში დგება ჟამი ხეტიალისა, ახალი თავგადასავლებისა, ჟამი სიყვარულისა…

გილოცავთ გაზაფხულის პირველი დღის პირველ წუთებს .

თუ ანათებ, ჩრდილში მდგომსაც შეგამჩნევენ

350

350 წილადი მილიონზე არის ნახშირორჟანგის ატმოსფეროში კონცენტრირების კრიტიკული ზღვარი. იგი საშიშროებას უქმნის პლანეტის მდგრად და უსაფრთხო არსებობას.

treehugger.com

საერთაშორისო მოძრაობა 350.org ევროპის ახალგაზრდული კლიმატური მოძრაობაა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის არსებული მაღალი მაჩვენებელი (ნახშირორჟანგის მაჩვენებელი დღეისათვის 390 – ზე მეტია, ეს მაშინ, როდესაც კრიტიკული ზღვარია 350) საფრთხეს უქმნის პლანეტას და ყველაზე მეტად დედამიწის დაუცველ მოსახლეობას.

საერთოდ, კლიმატის რეგულირებაში უდიდესი როლი ეკუთვნის ატმოსფეროს, რომლის შედგენილობა უცვლელია დაახლოებით 50 მლნ წლის მანძილზე.

კლიმატის ცვლილება გამოიხატება დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურის მომატებით და მისი მიზეზი ადამიანს სამეურნეო მოღვაწეობის შედეგად ატმოსფეროს შემადგენლობის ცვლილებაა. მას მეცნიერთა უმრავლესობა უკავშირებს ატმოსფეროში ე.წ. “სათბური აირების” (ნახშირბადის დიოქსიდი, მეთანი, ფრეონები, ოზონი, აზოტის ოქსიდი) დაგროვებას.
ატმოსფეროში არსებული სათბურის აირები ერთის მხრივ დედამიწამდე უშვებს მზის ენერგიის დიდ ნაწილს, მეორეს მხრივ კი, გარეთ თითქმის, არ უშვებს დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ე.წ. “სათბური აირების” ანტროპოგენური წყარო შეიძლება იყოს საწვავი წიაღისეულის წვა, ცემენტის წარმოება, ნაგავსაყრელები, სასუქები და სამრეწველო წვის პროცესები.