ტყის მართვა ბელორუსში

დიდი ხნის წინ დაპირებულ პოსტს ვწერ. უფრო სწორად IUCN -ისთვის დავწერე და ახლა იქიდან ვაკოპირებ.

2011 წლის ივნისში ENPI FLEG პროგრამის ფარგლებში ბელარუსში პრეს-ტურის მონაწილე გავხდი. პრეს-ტური, რომელშიც ქართველი, რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და მოლდოველი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ მიზნად ისახავდა ბელორუსიის სატყეო სისტემაში განხორციელებული რეფორმის გაცნობას.
რეფორმები, რომელიც ბელორუსიის სატყეო მეურნეობაში გატარდა, ერთი შეხედვით მართლაც მნიშვნელოვანი ჩანს. ტყე ბელორუსიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, რომელსაც შეიძლება ითქვას კარგადაც უვლიან.

ქვეყნის ტერიტორიის 38%-ზე მეტი, დაახლოებით 9.39 მილიონი ჰექტარი ტყეებს უჭირავს. ბოლო 60 წლის განმავლობაში ბელორუსიაში ტყის ფართობი თითქმის გაორმაგდა.

პრეს-ტურის სამდღიანი პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო. პირველი ოფიციალური შეხვედრა ბელორუსის სატყეო მეურნეობის სამინისტროში, მინისტრ მიხეილ ამელიანოვიჩთან შედგა. მინისტრის თქმით მათი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტყეების სათანადო-მოვლა პატრონობაზე.

პრეს-ტურის ფარგლებში მოვინახულეთ ბელორუსიის თითქმის ყველა სანერგე-მეურნეობა და მათი მუშაობის სპეციფიკას გავეცანით.

პატარ-პატარა მეურნეობები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა განთავსებული. სანერგეებში სხვადასხვა ჯიშის ნერგებს ზრდიან, რომელთაც შემდეგ აუთვისებელ ფართობებზე რგავენ და ახალ ტყეს აშენებენ. ყოველ წელს ბელორუსიაში ახალი ტყის გაშენება ხდება და ყოველწლიურად 100 ტონა თესლი ინახება სანერგე მეურნეობებისათვის.

მარტო 2010 წელს ტყის რეგენერაცია და ახალი ტყის გაშენება 29 ათას ჰექტარზე განხორციელდა. გარდა იმისა რომ ტყეებს აშენებენ, უკვე არსებულსაც კარგად იცავენ. პრევენციულ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ, ერთ-ერთი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებია. ქვეყანაში 239 სახანძრო სადგურია, რომელიც აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკით. გარდა ამისა ქვეყნის მასშტაბით ტყეებში დაყენებულია 72 ვიდეოთვალი, რომლის ფუნქცია, კონტროლთან ერთად ხანძრის კერების აღმოჩენა და შესაბამისი სამსახურებისთვის დროულად ცნობებაა. მკაცრია კანონი იმ პირების მიმართ, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა და ტყეში ცეცხლის დანთებისას შესაბამის ზომებს არ იღებს. სატყეო მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით ბოლო წლებში უსაფრთხოების ზომების დარღვევისათვის 800-მდე ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

ტყის რეგულირება ის საკითხია, რომელიც ბელორუსიაში ნომერ პირველია. “ბელგოსლესი” ასე ჰქვია იმ სტრუქტურას, რომელიც უშუალოდ მონიტორინგს ახორციელებს. სატყეო ინჟინრებით, ნიადაგმცოდნეებით, კარტოგრაფებით და ტყის მონიტორინგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული უწყება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატყეო მეურნეობის დაცვაში. რაც შეეხება ტყის მონიტორინგს იგი სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. ეკოლოგიური, პათოლოგიური და რადიაციული მონიტორინგი ბელორუსიის ტყეებში მუდმივად ხდება. გარდა ამისა ვიდეოთვალით კონტროლდება ტყის მასივები.

ის რაც ბელორუსიაში ყველაზე მეტად თვალშისაცემია უჩვეულო სისუფთავეა. მინსკი სწორედ სუფთა ქუჩებით, მოვლილი სკვერებით და უზარმაზარი სივრცით დამამახსოვრდა. მინსკში სამი რამეა დიდი დოზით – საბჭოთა სიმბოლიკები, ლუკაშენკოს სურათები და ბალახის მკრეჭავები. ეს უკანასკნელები ქმნიან იმ წესრიგს, რომელიც ქალაქშია. და არამარტო მინსკში. რამდენიმე დღის მანძილზე თითქმის ნახევარი ბელორუსია შემოვიარე. ყველგან ერთიდაიგივეა – წესრიგი, წესრიგი და სისუფთავე.

შეიძლება ითქვას, იქ ყველა ბუჩქს და ხეს უფრთხილდებიან. ტყეები, რომელსაც კარგად უვლიან, იცავენ და აკონტროლებენ.

Advertisements

2 comments on “ტყის მართვა ბელორუსში

  1. ეს მეც გამიგია, თან სულ სხვადასხვა წყაროდან – ბელორუსში და მინსკში თვალში საბჭოთა სიმბოლიკა და სისუფთავე გეცემაო.

    სიმბოლიკა მტრის კარს და სისუფთავეზე არ ვიტყოდი უარს.

    • კონტრასტების ქვეყანაა ბელორუსი ჩემთვის. ერთის მხრივ ადამიანები სანამ მწვანე არ აინთება გადასასვლელზე ფეხს არ გადაადგამენ, წესრიგს და სისუფთავეს იცავენ, მეორეს მხრივ კი შავ ბაზარზე მიდიან და დოლარს ოფიციალურ კურსთან შედარებით უფრო მაღალ ფასში ახურდავებენ.
      მოკლედ ვერაფერი გავუგე… 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s