ქორწილი ნაგავსაყრელზე

ცოტახნის წინ ქუთაისის ნაგავსაყრელზე მხატვრებმა ქორწილი გადაიხადეს. იყო მუსიკა, შამპანური, ცეკვა და დიდი მხიარულება. ქორწილი ერთგვარი დაგვირგვინება იყო იმ პროექტისა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო. პროექტ “ეკო-არტის” იდეა გერმანიაში, “კლიმატისა და კულტურის” აკადემიის 2010 წლის “საზაფხულო აკადემიის” დროს დაიბადა. რომელსაც ორგანიზებას აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გოეთეს ინსტიტუტი უწევდა.

სტატიის სრული ტექსტი შეგიძლიათ ნახოთ აქ www.netgazeti.ge

ქორწილი უკვე ვიდეო არტად იქცა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა გიორგი ბანძელაძემ გადაიღო. 7 წუთიან ვიდეო არტში, რომლის პრემიერაც მალე შედგება, კარგად ჩანს რომ ნაგავსაყრელზე ქორწილისათვის ერთგვარი ბუნებრივი გარემოა შექმნილი. ნაგავი ხომ ყველგანაა, უბრალოდ ერთი პატარა ქორწილისათვის ცოტა ბევრია.

“ჩვენ ყოველდღე დავდივართ ნაგავში, ყოველდღე რაღაცას ვზეიმობთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ ამ პრობლემას. ბუნებრიობა გახდა ქუჩაში ნაგავი ეყაროს, ჩვენ კი თვალი დავხუჭოთ ამ პრობლემაზე და მშვიდად ვიცხოვროთ”

აუცილებლად ნახეთ ვიდეო არტი. ბოლოსდაბოლოს პირველი ქართული ეკო ქორწილია.

P.S. ეს ის პოსტია, ორი დღის წინ რომ დაგპირდით:)

და კიდევ, ეს ფოტოები ბონუსად…

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

11 comments on “ქორწილი ნაგავსაყრელზე

  1. “ჩვენ ყოველდღე დავდივართ ნაგავში, ყოველდღე რაღაცას ვზეიმობთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ ამ პრობლემას. ბუნებრიობა გახდა ქუჩაში ნაგავი ეყაროს, ჩვენ კი თვალი დავხუჭოთ ამ პრობლემაზე და მშვიდად ვიცხოვროთ”

    ეგ მანანა ყველაზე მართალია და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს. ნერვები მეშლება რომ კიდევ 21 საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს მაგაზე გვიწევს კამათი,მაგრამ ეგ მერიის ბრალია ჩვენი ქუთაისის მაგალითზე რომ ავიღო, მე ვფიქრო, რომ ამ საქმეს მაღალი ჯარიმების გარდა ვერაფელი ვერ უშველის და ავტომატურად საზოგადოების თვით შეგნებაც იმედია მივა იმ აზრამდე, რომ სადაც (ასე ვთქვათ) ჭამენ იქ მაინც სუფთად უნდა იყვნენ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ

  2. ისე მანანა სადგურზე გადი და იქ არსებულ მდგომარეობაზე გააკეთე ერთი პოსტი, რას გავს იაქურობა, სანაგვე, ეგ რა არის ნიკეას სანაგვეს სახელი მაინც აქვს და იქ რა ხდება, ეგეთი საზიზღრობა არაფელი მინახავს, სად ზის ეს ხალხი და ხმას, რომ არ იღებენ, ერთი პოსტი ამ თემაზეც გააკეთე…

    • კარგი იდეაა მომაწოდე ავთო, მადლობა:)
      მაგრამ ჭავჭავაძის სადგურთან დაკავშირებით “რკინის არგუმენტები” აქვთ, “ვაშენებთ ბატონო გვაცადეთო”.
      თუმცა უკვე აშენებულ სადგურზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად შეიძლება დაწერა. ამაზონიის ჯუნგლებში გეგონება თავი ისეთი სიტუაციაა შუაგულ ქალაქში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s