Georgian Blogging Days

ცაიტნოტში დაწერილი პროექტით ქართული ბლოგინგის დღეების ერთ-ერთი მონაწილე გავხდი.
ხვალ კვარიათში მივდივარ.
ცოტახნისწინ ვნახე პროგრამა და სასიამოვნოდა გაოცებული დავრჩი. ზღვას ვერ ვიტან, მაგრამ მთის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ჰოდა კვირას მაღალმთიან აჭარას ვესტუმრებით. იქ არასოდეს ვყოფილვარ. ზუსტად ვიცი რომ მომეწონება.

მთლიანი პროგრამა ასე გამოიყურება:

პარასკევი:
09:00 – 09:30- შეკრება, გამგზავრება
09:30 – 16:30 – გზა
16:30 – 17:30 – დაბინავება
18:00 – 19:00 სადილი
19:00 – 20:00 შეხვედრა, გაცნობა, განახლებული სარფის საბაჟოს დათვალიერება.
20:00 -თავისუფალი დრო

შაბათი:
08:30- 09:30 – საუზმე
10:00 – 12:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია.
12:00 12-30 – შესვენება
12:30 – 14:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია (გაგრძელება)
14:00 – 15:00 – სადილი
15:00 – 16:00 – შეჯამება- სიგელების გადაცემის ცერემონია.
16:00 – 18:00 – თავისუფალი დრო
18:30 – 19:30 ბათუმში გამგზავრება
19:30 – ავტობუსთან შეკრება ძველ ბულვარში, იუსტიციის სახლთან გამგზავრება
20:00 – 21:00 იუსტიციის სახლის პრეზენტაცია
21:00 – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან შეხვედრა (ვახშამი აჭარის მთავრობის სახელით)

კვირა
08:30 – 9:30 – საუზმე
9:30 – გამგზავრება მარალმთიან აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია, ფოლკლორული ტრადიციები, უნიკალური ბუნება
(სადილი რესტორანში)
17:00 – თბილისში გამგზავრება.

ბლოგერებს ქუთაისში შევუერთდები. თითქმის არავის არ ვიცნობ, ამიტომ წინ “გაცნობის ცერემონიალი” მელის, რომელიც იმედია უშუალოდ ჩაივლის. საერთოდაც დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგი და საინტერესო იქნება. ერთადერთი “ჩრდილი” ამ დღეების ისაა, რომ სადიპლომო მაქვს დასამთავრებელი. თუმცა ეს მარტო ჩემი პრობლემა და ორი უძილო ღამეა. ჰო კიდევ ამ საღამოს ჩემი პროექტის პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი და შეპირებული პოსტი დასაწერი. არა რა. ჩემი გამოსწორება არ იქნება 🙂

Advertisements

3 comments on “Georgian Blogging Days

  1. მომილოცავს, მანანა 🙂 შენი ცაიტნოტში დაწერილი პროქტის წარმატება გამიხარდა. ყოჩაღ 🙂

    მშვენიერი პროგრამაა. საქმესაც გააკეთებთ, არც მაინცდამაინც დაიღლებით და თან გაერთობით კიდეც – ბლოგინგის კონცეფციას სრულად ეთანხმება 🙂

    ბათუმს ჩემი მოკითხვა გადაეცი 🙂

    • მადლობა.
      წესით საინტერესო უნდა იყოს. განსაკუთრებით მთიანი აჭარა. მმმ… აი ემოციები სად წამეღო აღარ ვიცოდი პროგრამაში ეს რომ წავიკითხე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s