მწვანე ავტობუსების ქალაქი ანუ მინსკი პოლიტიკის მიღმა

სულ ვამბობდი ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდებათქო. ჰოდა მოულოდნელად მოხეტიალე მინსკში წახეტიალდა. წასვლის წინ მეგობარმა, რომელსაც 26 მაისის მოვლენებზე ვეკამათებოდი ასეთი რამ მითხრა: “ბელარუსიაში რომ ჩახვალ, შედარება ამ ორ ქვეყანას შორის აეროპორტიდანვე დაიწყეო. ალბათ მისი რჩევა არ გამახსენდებოდა რომ არა ის ბიუროკრატიული პროცესები, რისი გავლაც ბელარუსიის მიწაზე ფეხის დადგმისთანავე მოგვიწია. მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური ვიზიტით ვიყავით და ბოლო-ბოლო VIP გასასვლელითაც ვსარგებლობდით, აეროპორტში ყურყუტი დიდხანს მოგვიწია. ქვეყანაში შესვლის უფლება, მხოლოდ გაურკვეველ სამედიცინო დაზღვევაში სამი დოლარის გადახდის შემდეგ მოგვცეს. პირველი შთაბეჭდილება წარუშლელია. აეროპორტის შეფერხების შემდეგ ნაძალადევი ღიმილით ჩამოვართვი მძღოლს ხელი, რომელიც გველოდებოდა და მანქანაში ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე. ჩემი უარყოფითი განწყობა სადღაც გაქრა, როცა მინსკის გზას დავადექით. გავოგნდი – და ამის მიზეზი ის უჩვეულო სისუფთავე გახდა, რომელიც მანქანიდან გზის ორივე მხარეს ჩანდა. თავიდან ვიფიქრე რომ სუფთა ქართული ამბავი იყო – უბრალო ფასადური სისუფთავე. მაგრამ შევცდი.
მინსკი დედამიწაზე ალბათ ყველაზე სუფთა ქალაქია. ან შეიძლება ასე ვთქვათ, მინსკი იმ ქალაქებს შორის რომელიც ოდესმე მინახავს ყველაზე სუფთაა.

ის რაც ადამიანის თვალს და გულს იტაცებს ამ ქალაქში უზარმაზარი სივრცის შეგრძნება და უჩვეულო სისუფთავეა. ჩემი მეგობრები აღტაცებულები იყვნენ – ქუჩაში რომ მოგვიწიოს ძილი არ შემეზარება, ისეთი სუფთაა ყველაფერიო. მინსკის ქუჩებში სახეტიალოდ გავედით. კაფეს ძებნა დავიწყეთ – ყველას ერთადერთი სურვილი გვქონდა, თუნდაც ერთი ყლუპი ყავა დაგველია. მიუხედავად იმისა რომ მინსკში ძალიან ადრე თენდება ქალაქი 8 საათიდან იწყებს გაღვიძებას, კაფეები, ბანკები და სხვა დაწესებულებები კი 10 საათამდე არ იღება. ვიდექით სამი ქართველი მინსკის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, პერემოჟცაიაზე, გვინდოდა ყავა, ძილი, დასვენება – მაგრამ უახლოესი სამი საათი არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა. ბოლოს გადავწყვიტეთ დაგვეძინა. გვეძინა პერემოჟცაიაზე. დაახლოებით იგივეა, რუსთაველზე რომ დაიძინო. ალბათ თბილისში რომ აღმოვჩენილიყავით არ დავიძინებდით, მაგრამ მინსკში გვეკიდა. იქ ხომ არსად იყო ყვავი ჩხიკვის მამიდა ჟუჟუნა დეიდა, არც ტელეფონმომარჯვებული ქართველი თინეიჯერი რომელიც შემდეგ იუთუბზე ატვირთავდა ჩვენს უწყინარ ძილს.

მინსკი – პარადოქსების ქალაქია ჩემთვის. 21-საუკუნის კომუნისტური ქალაქი. რომელსაც სახელმწიფო შენობებზე საბჭოურ ემბლემებს და ვარსკვლავებს თუ ჩამოვაშორებთ, თავისუფლად გაუწევს ნებისმიერ ევროპულ ქალაქს კონკურენციას. წესრიგი – აი რას იცავენ ყველაზე კარგად ბელარუსიაში. გამორიცხულია წითელზე გადავიდეს რომელიმე მოქალაქე, თუნდაც 1 კილომეტრის რადიუსში მანქანა არ ჩანდეს. ერთმა ფაქტმა გამაოცა. ქუჩაში სეირნობისას მოულოდნელად ორი პოლიციელი დავინახე, რომლებიც მთელი სიჩქარით გამორბოდნენ, უკან კი პატარა, კაფანდარა გოგო მოსდევდათ. თავიდან ვერაფრით ვერ გავიგე რა ხდებოდა, რატომ გამორბოდნენ პოლიციელები და რატომ მოსდევდათ გოგო. მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა პოლიციელებმა და გოგონამ ქუჩაზე გადაირბინეს, შუქნიშანზე კი უკანასკნელი წითელი წამი მწვანით შეიცვალა.
მინსკი ჩემთვის სისუფთავის, მწვანე ავტობუსების და ღია სივრცის ქალაქია. საქალაქო ტრანსპორტის ფერი ისე ორგანულად არის შერწყმული ქალაქის ლანდშაფტთან, რომ მისგან უზარმაზარი სიმშვიდე მოდის. სიმშვიდე მოაქვს სივრცესაც, რომელიც ყველგან იგრძნობა. უზარმაზარ ქუჩებში სიარულისას, ნაციონალური ბიბლიოთეკის ბოლო სართულიდან გადმოხედვისას თუ ავტობუსის ფანჯრიდან ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას. ნაციონალურ ბიბლიოთეკაზე გამახსენდა. გამიკვირდა როცა ბიბლიოთეკის გარე ფასადზე სხვადასხვა ენაზე გაკეთებულ წარწერებს შორის ქართული ვერ აღმოვაჩინეთ.
ნაციონალური ბიბლიოთეკა
მინსკში სამი რამეა დიდი დოზით – საბჭოთა სიმბოლიკები + ლენინის ძეგლები, ლუკაშენკოს სურათები (იმდენგან ვნახე ლუკაშენკოს პორტრეტები, ბოლოს ტყეშიც მეგონა რომ რომელიმე ფიჭვზე ან არყის ხეზე აუცილებლად იქნებოდა მიკრული) და ბალახის მკრეჭავები. ეს უკანასკნელები ქმნიან იმ წესრიგს რომელიც ქალაქშია. და არამარტო მინსკში. რამდენიმე დღის მანძილზე თითქმის ნახევარი ბელარუსია შემოვიარე. ყველგან ერთიდაიგივეა – წესრიგი, წესრიგი, წესრიგი და სისუფთავე.
შეიძლება ითქვას, იქ ყველა ბუჩქს და ხეს უფრთხილდებიან. ბელარუსიის ტერიტორიის 38 % ტყეები შეადგენს. ტყეები, რომელსაც კარგად უვლიან, იცავენ და აკონტროლებენ (ტყეებზე უფრო ვრცლად მომდევნო პოსტში დავწერ ).
ბევრი რამის გამო იყო ეს მოგზაურობა ჩემთვის დაუვიწყარი. პირველ რიგში იმიტომ რომ პირველი იყო, მეორე იმიტომ რომ ერთი კონკრეტული ქალაქით არ შემოვფარგლულვარ, მინსკის გარდა რამდენიმე ქალაქი, სოფელი და დაბა მოვინახულე. მესამე იმიტომ რომ ვნახე ბერეზინო. პატარა, წყნარი სოფელი. მართალია მოსკიტებმა დამკბინეს და დღემდე ვიშუშებ იარებს მაგრამ ეს არაფერი. სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამეც იყო იქ. მაგრამ ეს პირადია და ბლოგზე არ დავწერ.


მომავალ პოსტში უფრო კონკრეტულად მოგიყვებით ჩემი იქ ჩასვლის მიზანზე. გიამბობთ იმასაც როგორ უვლიან და ზრუნავენ გარემოზე ბელარუსები. ეს ნამდვილი მასტერკლასი იყო, მაგრამ ამაზე მოგვიანებით…

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

9 comments on “მწვანე ავტობუსების ქალაქი ანუ მინსკი პოლიტიკის მიღმა

  1. აჰა. ესეც პოსტი.

    ზუსტად იგივე მომისმენია მინსკზე რუსებისგანაც – კომუნისტური მასშტაბების, დიდი და პომპეზური ქალაქიაო. სისუფთავეს ისინიც აღნიშნავდნენ.

    იცი, რას ვნატრობ, მანანა? წითელ შუქზე რომ გაჩერდება ჩვენთან მძღოლიც და ფეხით მოსიარულეც, ნაგავს ურნაში რომ გადაყრის და ავტობუსში ბილეთის ამღებს “პატიოსან ყეყეჩს” არ დაუძახებს. აი, მაშინ დავიჯერებ, რომ მართლა ევროპის ნაწილი ვართ.

  2. მაგას მეც ვნატრობ:)
    თავიდან ისე დამაბნია იმ ფაქტმა რომ ვერაფრით მივხვდი რა ხდებოდა. იმ სინამდვილეში რომელშიც ვცხოვრობთ ცოტა ძნელი წარმოსადგენია მორბენალი პოლიციელი, რომელიც მარტო იმიტომ გარბის რომ წითელზე გადასვლა მოასწროს. იგივე ნაგავზე. განა ჩვენ არ შეგვიძლია არ დავყაროთ ეს ოხერი ნაგავი ქუჩაში? განა არ შეგვიძლია დავასუფთავოთ? მაგრამ არ ვაკეთებთ ამას.
    კარგა ხნის წინ ვთქვი და კიდევ მილიონჯერ ვიტყვი, სკოლაში უნდა ასწავლონ სპეცსაგნად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. როგორც აი იას ასწავლიან აი ისე უნდა ასწავლონ რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყარონ, რომ მწვანეზე არ უნდა გადავიდნენ და კიდევ ბევრი რამ, რაც გვეშლება, რაც არ ვიცით და არც გვინდა ვისწავლოთ. უნდა ვაიძულოთ სწავლა, მომავალ თაობებს მაინც. სხვა შემთხვევაში სულ ასე ვიქნებით, და სულ გაგვიკვირდება უცხო ქალაქების სისუფთავე.

  3. მარტო სისუფთავის საქმეც ხომ არ არის, მანანა. სისუფთავეს ამით, რა თქმა უნდა, ეშველება, თან რაღაც შეიცვლება ჩვენში… რაღაც ძალიან ყოფითი, მაგრამ მნიშვნელოვანი. არჩევნებზე სხვანაირი განწყობით ვივლით. სხვა პასუხისმგებლობით. საქმესაც სხვანაირად გავაკეთებთ. იმას ვიგრძნობთ, რომ ეს ოხერი სახელმწიფო ჩვენია, ჩვენი მოსავლელი და საპატრონო და მეპატრონეს მენტალიტეტი სულ სხვაა.

  4. ძაან მაგარია მანანა, მომეწონა მინსკი და მომინდა მანდ. მიტ უმეტეს შენ არ გიხსენებია რა გოგოები ყავთ ბელარუსებს 🙂 ძაან მაგარია. სისუფთავეს რაც შეეხება, ქართველტა სეგნებას კიდევ დიდი ხანი უნდა მანადმდე მისვლა. ,ე ამიც წინ დავინახე ტუ როგორ გადაარბებინა ბებიამ წითელძე პატარა შვილიშვილი და ახლა ის ბავშვმა რა უნდა თქვას და ბებიამისმა სხვა როგორ უნდა დაადაშაულოს? გეტანხმები მანანა, ეგ ყველაფერი სკოლაში სპეც საგნად უნდა ისწავლებოდეს, იმედია ჩვენც გვექნება მსგავსი სუფთა საქართველო…. 🙂

  5. ოო, არა, მინსკში მართლა ბევრი რამეა სანახავი. თან ძალიან ლამაზია.
    როგორც კი დავიწყებ პროექტის რეალურად განხორციელებას დაგიკავშირდები:)
    მადლობა კიდევ ერთხელ რომ დახმარების სურვილი გაქვს. დავიწყე მეც სწავლა უკვე დღეიდან და იმედია მალე ვისწავლი:)

  6. ძალიან საინტერესო პოსტია…ახლა ვნახე:)საინტერესოა ხალხი როგორია????
    ქართველებს თუ გვანან რაიმეთი?!

  7. ძალიან საინტერესო პოსტია…ახლა ვნახე:)საინტერესოა ხალხი როგორია????
    ქართველებს თუ გვანან რაიმეთი?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s