პროტესტი უხარისხო ტელე-შოუებს

26 მარტს თბილისში, 15:00-ზე გაიმართება აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „პროტესტი უხარისხო ტელე-შოუებს“.

აქციის ჩატარების ადგილი: რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია (მაკდონალდსისა და შადრევნის მიმდებარე ტროტუარი).

აქციის ერთ-ერთ მესიჯი:

“TV, რომელიც “გვანაგვიანებს”, სახიფათოა თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის”

უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკებზე:

1.Lasharela.com: რა, სად, როდის ანუ Junk TV

2. Vasassi.com : ჩვენ მზად ვართ, თქვენ?

3. Hexsus.com : მე მინდა ვუყურო ტელევიზორს!

ეს კიდევ მათ, ვისაც ზემოთ მითითებული ლინკები არ დააკმაყოფილებს და დამატებითი კითხვები გაუჩნდება:

1. გადავრთოთ?

2. “პროფილი”, ალტერნატივა და რეალური ვირტუალური სამყარო

3. პროტესტის პროტესტის პროტესტი

როდესაც პროფილი არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე- გადართეო
გადავრთე
როდესაც ნანუკას შოუ არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე- გადართეო
გადავრთე
როდესაც თბილისი ლაივი არ მომწონდა და ამის შესახებ ვწერდი – გადართეო
გადავრთე
როდესაც სპეციალური რეპორტაჟი არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე – გადართეო
გადავრთე
როდესაც მოდელირებული ქრონიკა არ მომეწონა და ამის შესახებ დავწერე – გადართეო
გადავრთე
როდესაც მონიკას ძუძუებზე აწყობილი სიუჟეტი არ მომეწონა და ამის შესახებ დავწერე-გადართეო
გადავრთე
როდესაც დღის შოუ არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე გადართეო
გადავრთე

და მერე უცებ აღმოვაჩინე რომ გადასართავი აღარ დამრჩა არსად.

Hexsus.com

Advertisements

13 comments on “პროტესტი უხარისხო ტელე-შოუებს

  1. ამ პროტესტს ნებისმიერ შემთხვევაში თანავუგრძნობ. დიდი ხანია, ყველა ქართული არხი ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაემსგავსა, მაგრამ აჟიტირებული ბლოგოსფეროს შემხედვარეს ერთი კითხვა მიჩნდება – მონიკას ძუძუებზე აწყობილ სიუჟეტს რომ აპროტესტებს, ვორდპრესის ტოპ-ათეულს გადახედოს, არ უნდა?

    პ.ს. შენ როგორ ხარ? ფბ-ზე სადღაც ინფოს მოვკარი თვალი, სამსახურში უსიამოვნებები შეხვდაო…

    • მოლი, სანამ ჩვენთან ბლოგი მხოლოდ საკუთარი ჭიის გახარების საშუალებად აღიქმება და საინფორმაციო წყაროს ფუნქცია არ აქვს, მანამდე იქნება ეს სიტუაცია.
      ბევრს კამათობენ ამაზე, ზოგი ამბობს, სოც.მედიის დანიშნულება სულ სხვააო, ზოგი კი – ჩემი ნებაა, რასაც დავწერო… მე მგონი, ორივე მართალია 🙂

      • თამარა, ამქვეყნად ყველაზე მეტად შეზღუდვები და ცენზურა მეჯავრება და კიდევ – ფსევდო-მორალიზმი და პურიტანობა. საკუთარ ბლოგზე ვინ რას დაწერს, მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმეა. მე ჩარევის რა უფლება მაქვს…

        მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მკვლელი კონტენტი ბევრად უკეთ იყიდება. კარგია ეს თუ ცუდი – ყველამ სათავისოდ გადაწყვიტოს. ამაზე არ ვკამათობ. მხოლოდ ის ვთქვი, რომ ტელევიზიის და ვორდპრესის ტენდენციები ერთმანეთს ჰგავს – იქაც იაფფასიანი პროდუქტია პოპულარული და აქაც. და მეღიმება, უხარისხო კონტენტს ბლოგოსფერო რომ აპროტესტებს.

        მე საკუთარ პოსტებზე ვარ პასუხისმგებელი და ზუსტად ვიცი – ჩემთან ნაგავი არასოდეს იქნება.

    • მეც თანავუგრძნობ და ვფიქრობ რაც მეტი ადამიანი მივა დღეს აქციაზე, მით უკეთესია.
      ვორდპრესის ტოპ ათეული ცალკე თემაა, სამწუხარო ტენდენციაა, მაგრამ ფაქტია დღეს ბლოგოსფეროში პოპულარობის მოპოვება მარტო სექსზე წერით შეიძლება.
      თუმცა მე ვფიქრობ შენი ბლოგი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება პოსტი, რომელშიც არც სექსია ნახსენები და არც ბელუჩის ძუძუები პოპულარული გახდეს.

      ჩემკენ ყველაფერი კარგადაა, ჩემთვის ამ ამბით არც არაფერი დაწყებულა და მით უფრო არც დამთავრებულა:)

  2. ჰო, ეგრეა, იმიტომ, რომ შენ შენს მკითხველს პატივს სცემ და აწვდი იმას, რასაც თვითონ თვლი ხარისხიანად… არიან ასეთებიც, კიდევ კარგი 🙂

    • აბა, სხვანაირად როგორ, თამარა… ჩემს მკითხველს თუ არ ვეცი პატივი, გამოდის – საკუთარ თავს არ ვცემ. ასე არ არის?

      ყველა მკითხველს ვიცნობ. ყველას კომენტარი მახსოვს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა მყავს. (არსებობის არასრული სამი თვის გათვალისწინებით – არც ისე ცოტა). ათჯერ მეტი რომ მეყოლება, მაინც მეცოდინება. იმიტომ, რომ ჩემთვის კოლექტიური, არაკონკრეტიზებული და სხვათაშორის მკითხველი არ არსებობს.

      • არა, ცოტა ნამდვილად არა… როგორც ზემოთ ითქვა, შენს მაგალითზე ძალიან კარგად დასტურდება, როგორ ხდება ბლოგი პოპულარული ხარისხიანი კონტენტით…

        • მეც მანდ ვარ:)
          მოლის შემთხვევაში ნამდვილად ხარისხი განსაზღვრავს პოპულარობას. მე პირადად ქართულ ბლოგოსფეროში რამდენიმე ბლოგი ვიცი, რომლის პოსტებიც არ ძველდება:)

  3. სამაგიეროდ, მე ვიცი ბლოგები, სადაც ახლა შევდივარ და ორი წლის წინანდელ პოსტებსაც უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ.

    კარგად წერენ და იმიტომ 🙂

    ბოლოს, ერთ დინამი(ტ)ურ ბლოგზე ვიხეტიალე, ძველ რაღაცებს ვკითხულობდი 🙂

    ხალხო, მე როგორც დებიუტანტ ვორდპრესელს, იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ – პოსტების ბოლოს, პატარა ინფო რომ არის ხოლმე მიკრული,ავტორზე, ეგ როგორ დავაყენო…

    • მადლობა, მადლობა 🙂 ძალიან მიხარია..
      აუჰ, ეგ არ ვიცი… სადღაც ტუტორიალს წავაწყდი და თუ მივაგენი, დაგილინკავ მერე…

      • რამდენიმე ბლოგზე ვნახე, საჩემოდ მომეწონა, მაგრამ ვერ დავაყენე… გრავატარში ვცვლი, ბლოგის პროფილშიც ჩანს, მაგრამ პოსტის ბოლოს ვერ მივაბი 😦

        დავიჯერო, ჩემს თემას არ აქვს ეს ფუნქცია? 😦

  4. ვულგარული კონტენტი ყოველთვის უკეთ გაიყიდება, ეს ახალი ამბავი არ გახლავთ. კიდევ კარგი, ინტელექტუალურ სეგმენტსაც თავისი აუდიტორია ჰყავს, თუმცა, აშკარად უმცირესობაში ვიმყოფებით..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s