დედამიწის საათი

დავასვენოთ დედამიწა ერთი საათით

ცოტა ხნის წინ დავბრუნდი მაღაზიიდან, სულ რაღაც 70 თეთრად ვიყიდე სანთელი დღევანდელი საღამოსათვის.

იცით ალბათ, დღეს მთელს მსოფლიოში იმართება აქცია სახელწოდებით “დედამიწის საათი”. საქართველოს დროით საღამოს 9-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე, შენობების გარე ან სხვა ელექტროგანათების ჩაქრობით,თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ამ აქციაში.

აქციის მსვლელობისას გამოირთვება ისეთი მნიშვნელოვანი შენობების განათება, როგორიცაა; სიდნეის საოპერო თეატრი, სან–ფრანცისკოს ”გოლდენ გეით” ხიდი, რომის კოლიზეუმი, კუალა ლუმპურის პეტრონასის კოშკები, ნიუ იორკის ემფაირ სთეით ბილდინგი, ეიფელის კოშკი პარიზში, რანდენბერგის კარიბჭე ბერლინში, სფინქსი და პირამიდები გიზაში და ა.შ. 2011 წლის აქციაში მონაწილეობას მიიღებს ათასობით ქალაქი და სიმბოლური მნიშვნელობის ასობით ძეგლი.

მოლი, tamaRa, Pandora’s box, ქევანა, Geoaria , მოდი შევუერთდეთ ამ აქციას და გამოვრთოთ ელექტროენერგია ერთი საათით.

მე პირადად გადავწყვიტე ედგარ კერეტის “ნებროთმა გარეკა” დავიწყო. ოთხი თვეა ეს წიგნი სახლში მიდევს და ვერ დავაყენე საშველი წაკითხვას:)
რას გააკეთებთ თქვენ?

Advertisements

27 comments on “დედამიწის საათი

  1. ჩავაქრობ, ჩავაქრობ 🙂
    ჩემი მეგობარი მოვა სტუმრად ამ საღამოს. ჰოდა, ავანთებთ სანთელს, მოვმართავ გიტარას და ვიმღერებთ მთელი ხმით ძველ შლაგერებს 🙂 🙂 🙂

  2. არ ვიცოდი…

    ჩავაქრობ 🙂 კომპიუტერსაც გავთიშავ და ტელევიზორსაც.

    სანთლის შუქზე რევოლუციამდე რომ ბნელი და უკუნი იყო, იმ დროს ვკითხულობდი. მაშინ ახალგაზრდაც ვიყავი და თვალებიც მივარგოდა. ახლა რომ მოვინდომო, ჩემი საყვარელი და უგემრიელესი სათვალეც ვერ მიშველის…

    წამოვწვები და დავიძინებ ცოტა ხნით :ზარმაციმოლი:

  3. კარგი იდეაა, მივიღე ფეისზე მოსაწვევი 🙂

    რას გავაკეთებ და წიგნები ვიყიდე და იმას წავიკითხავ, ჩემთვის მანამდე ცხელ ჩაის მოვიდუღებ, დავჯდები მაგიდასთან და როგორც ბავშვობაში მჩვეოდა, ისე დავჯდები სკამზე, მივიჩოჩებ წიგნს და ეგრე… ვგონებ ურიგო არ იქნება 🙂

  4. 1. 90-იანებში მეყო უშუქობა
    2. ისედაც სულ ჩამქრალი მაქვს შუქი სახლში
    3. ქალაქის გარე განათებები და შენობების ილუმინაცია ჩააქრონ ფარჩაკებმა 😉

  5. თამარას, სავარაუდოდ, სოლიდარობის საღამო აქვს გამოცხადებული… სანთელი, გიტარა და შლაგერები. ვინ ოხერს გაახსენდება ბლოგოსფერო…

    • აგერ ვარ, რა მოხდა 🙂 შემაგვიანდა ცოტა…
      ჰოოდა, ვაჟღარუნეთ, ვიმღერეთ, გულზე მჯიღები ვიბრაგუნეთ, ყოველივე ამის პარალელურად კი სიცილით ვიფხრიწებოდით… 🙂 ძალიან მხიარული ერთი საათი გვქონდა, რაც მართალია, მართალია…

  6. არაფერი არ გამომირთავს, საზიზღარ ხასიათზე ვიყავი, ვიწექი, ზებრას (ნამცხვარს და არა hippotigris-ს) მივირთმევდი და პატერსონის დეტექტივს ვკითხულობდი :უგვანიპოპინსი:

  7. დღეს დილით ევრონიუსზე მოვუსმინე – გუშინდელი “დედამიწის საათი” აქამდე ჩატარებულთა შორის ყველაზე მასშტაბური ყოფილა.

    ჩვენც ხომ მივიღეთ მონაწილეობა 🙂

  8. მეც, მან, მეც გამომრჩა… 😦
    ისეთი ეგზისტენციალური სისულეებით ვიყავი გუშინ დაკავებული, როგორიცაა, ბაზარი, პური ჩვენი არსობისა და აშ…სიქა გამძვრა საბოლოოდ და აღარაფერი გამხსენებია. ტანსაცმლით მეძინა 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s