სანამ ცოცხალი ვარ

სანამ მოვკვდები მინდა მსოფლიოს გარშემო ვიხეტიალო.
მინდა სამყარო შევიცნო, გავიცნო, შევიგრძნო…

კუბაში სიგარა მოვწიო, მალაიზიის ჯუნგლებში შიშისგან ძარღვებში სისხლი გამეყინოს, საჰარის უდაბნოს მზის ქვეშ გავიხრუკო, კაპრიზე უგემრიელესი იტალიური პიცით დავტკბე, მაჩუ-პიქჩუზე, ინკების დაკარგულ ქალაქში დავიკარგო, მექსიკური ტეკილით დავთვრე, ესპანეთში ფლამენკო ვიცეკვო ჩემს ირლანდიელ ბიჭთან ერთად, გრენლანდიაში თეთრ დათვებთან გადავიღო სამახსოვრო ფოტო, ტანზანიაში, კილიმანჯაროს ნახვისას დავმუნჯდე. ლოსანჯელესში მეასე სართულიდან ვნახო მზის ამოსვლა, ბალიზე ვუყურო მზის ჩასვლას.
ქრისტიანიაში, ვიგელანდის პარკში ადამიანების ბედზე დავფიქრდე, ამაოებას ხელით შევეხო. ათასი კუნძულის ქვეყნის ყველა კუნძული ვნახო, მზის სამშობლოში, კიუსიუზე იაპონური კულტურით გავგიჟდე და იაპონია სამყაროს ცენტრად გამოვაცხადო 🙂 პირველი აღფრთოვანების შემდეგ კი გამახსენდეს სამყაროს ცენტრი ჩემთვის სხვაგან გადის, სადღაც ნისლიან ალბიონზე…

გავაგრძელო?
მგონი აზრი არ აქვს, რაც მსურს ამის მისაღწევად ალბათ ერთი სიცოცხლე დამჭირდება. პრინციპში მეტი არც მაქვს.

პოსტის იდეა ♥ Summer ♥ -ს ეკუთვნის. ორიგინალი პოსტიც შეგიძლიათ მასთან ნახოთ.

მაჩუ პიქჩუ

და რა გინდა გააკეთო შენ სანამ მოკვდები?

გთაგავთ იმ ბლოგერებს, ვისაც თითქმის ყოველდღე გკითხულობთ…

Geoaria, ვასასი, მოლი ბლუმი, შორენი, პანდორას ყუთი, SUNNY WORLD, ქევანა,
ცდისპირელი, მაწიბალი ბლოგი, ჩორვენი, სქოლიოზიანი ემბრიონი, ნატალი,
ჯორჯ პაიკი

Advertisements

45 comments on “სანამ ცოცხალი ვარ

  1. გამოხმაურება: სანამ ცოცხალი ვარ… « Molly Bloom's Day

    • ჰო, მაგრამ სულ ვამბობ და მჯერა როცა რაღაცა ძალიან გინდა, აუცილებლად აგისრულდება.
      ამიტო ხელმიუწვდომელი ვფიქრობ არაფერია. მთავარია გინდოდეს, მთავარია გწამდეს.

      • მახსოვს 10–11 წლის ვიყავი და რაღც გაზეთში გვაწერინებდნენ სტატიებს.და ვიპოვე რუსულ ენაზე წიგნი მაჩუ პიკჩუზე და გადმოვთარგმნე პატარა მონაკვეთი და გამოქვეყნდა ^^ იმის მერე სულ ვოცებო იქ წასვლაზე

  2. მმ 🙂 დიდი მადლობა ჩემი ბლოგის ასეთი შეფასებისთვის :* კარგია რომ საინტერესო იდეა თეგ თამაშად იქცა 🙂 მიხარია 🙂

    • მე ჯერ ახალბედა ბლოგერი ვარ 🙂 არც ბევრი მკითხველი მყავს, მაგრამ ვინც მყავს – საუკეთესოები 🙂 მკითხველებიც და ბლოგერებიც.

      დიდი მადლობა 🙂 შენ რომ არ დაგეთაგე, ამ პოსტსაც ვერ დავწერდი 🙂

      • ერთი წლის წინ მეც ახალბედა ვიყავი….
        საერთოდაც ოდესღაც ყველა ახალბედა იყო.
        შენთან ისეთი კომფორტია, ნამდვილად მშურს იმ ბლოგერების აწი რომ აღმოგაჩენენ. მათ ხომ წინ უზარმაზარი სიამოვნება ელოდებათ.

  3. მე მესამე თვეა, ვწერ 🙂

    და შენისთანა მკითხველები რომ არა, წერას აღარც გავაგრძელებდი 🙂 და ასეთ მკითხველები კომფორტულ გარემოსაც იმსახურებენ და უფრო მეტსაც 🙂

    უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო 🙂 მართლა არ იცი, როგორ მიხარია ასეთი შეფასებების მოსმენა.

  4. აუცილებლად დავწერ, მადლობა.
    როგორ მიყვარს სამხრეთი ამერიკა და დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ ამ ეტაპზე, რაც მართლა მინდა, სიმშვიდე და სტაბილურობაა. ბიოლოგიური საათი is ticking :ლოლ:

    • შენ სულ ხეტიალობ, სურვილებიც რეალობად აქციე.
      წლების მერე როცა ხეტიალით დავიღლები, ალბათ მეც მომინდება სიმსვიდე და სტაბილურობა. 🙂
      ახლა მძაფრი შეგრძნებების ეტაპია ჩემს ცხოვრებაში…

    • რაღაც პროექტი იყო და გამოდიოდა მცირე ტირაჟით გაზეთი “ჩვენი თაობა”, და ერტ–ერთი “რედაქტორი” საბავშვო გვერდის რედაქტორი მე ვიყავი :)) ^^ დიდი არფერი მაგრამ კარგი გამოცდიება მივიღე 🙂

  5. ყელანი ბავშვები ვიყავით და ყელანი ერტნაირად ვწერდით, შეცდომებ დიდი დეიდები გვისწორებდნენ მაგრამ გვრდის შინაარსზე ბავშვებივიყავით პასუხისმგებლები და ერთ–ერტი მე ვიყავი ^_^

  6. მალაიზიის ჯუნგლებს ამაზონიის ზუნგლები მირჩევნია, ფლამენკოს – ტანგო, ტეკილას – ჯეკ დენიელსი, ეგვიპტეში მუმიებს “ჩავეხუტებოდი”, ტიბეტში – ბერებს ვნახავდი, და ბოლოს ჯანდაბაშიც წავიდოდი დიდი სიამოვნებით… :);)

  7. გამოხმაურება: სანამ ცოცხალი ვარ… « Phantom

  8. ძალიან ორიგინალური სურვილები გაქვს. აბა ვნახოთ როგორ აგისრულდება!. : დ
    სურვილების ასრულებას გისურვებ! : )))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s