პატარა მდინარის დიდი პრობლემა

ოღასკურა პატარა მდინარეა ქუთაისში. სათავეს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთებზე არსებული კარსტული წყლებიდან იღებს და ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიედინება. მდინარე ქალაქის იმ ნაწილს კვეთს სადაც ახლა ახალი პარლამენტის შენობა შენდება.
ოღასკურა დაბინძურებულია!
შეიძლება ითქვას იმ ადამიანების მსხვერპლია, რომლებიც მდინარის სანაპიროზე ცხოვრობენ და რომელთაც ჰგონიათ რომ ნაგავი ბუნკერის ნაცვლად მდინარეში უნდა ჩაყარონ.
აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, ორი დღის წინ გადავიღეთ “ზასტავაზე”. ოღასკურას კალაპოტი ყველაზე მეტად სწორედ ამ უბანში ბინძურდება.

დასკვნები და შეფასებები თქვენთვის მომინდვია.

Advertisements

10 comments on “პატარა მდინარის დიდი პრობლემა

  1. ჩემს უბანშიც ეგ ჩაედინება და სულ ბინძურია, ხალხი ნაგავს მანდ ყრის, რას ერჩიან არ ვიცი…
    მანდ თევზაობენ კიდევ…
    კარგია ამ თემაზე, რომ დაწერე.წარმატებები

  2. ჩემი პატარა ოღასკურა.. მახსოვს რა დღეში იყო, ახლა უარესი მგომარეობა იქნება 😦 არადა, ეგ ადგილი, აბაშიძის გამზირის მარჯვენა სანაპირო ოღასკურას ნაპირთან ბრწყინვალე ადგილია დასასვენებელი, გასართობი სკვერების გასაკეთებლად… ღია და დახურული ბვარები, ტენისის პატარა კორტი, მერხები და ხეების ჩრდილი… და რაღათქმაუნდა სუფთა ოღასკურა!

    გავკარი ქალაქის მმართველობას! საქ!

  3. აუფ 😦 გული ჩამწყდა 😦 და მანდ ვინც ცხოვრობს, იმაზე არ ფიქრობს, ეს მოკლული მდინარე ერთი იქნება და ისევ მათ მოუბრუნდება საშინელ ზიანად?

    • იქ ვინც ცხოვრობს დილით ფანჯარას გააღებს და წინასაღამოს დაგროვილ ნაგავს მდინარეში მოისვრის. ფიქრით ალბათ ნაკლებად ფიქრობენ 😦

  4. ჩემი თვალით რომ არ მენახა,როგორ ისროლა მესამე სართულის ფანჯრიდან ნაგვით სავსე პარკი ამ საცოდავ მდინარეში არ დავიჯერებდი : (

    რა უბედურებაა რა

    • მე როცა რამეს ვამბობ ვცდილობ ფაქტებს დავეყრდნო. წვიმდა და დიდხანს ვერ გავჩერდით, თორემ რომ დავლოდებოდით შეიძლება ეგ კადრიც გადაგვეღო:)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s