2010

ჩემი ბლოგი ერთი წლისაა. ერთი წლის წინ გაზეთის რედაქციაში ტრენინგისთვის CV-ს ვავსებდი, რომელიც სოციალურ მედიას ეხებოდა. მეილი გავაგზავნე და დავფიქრდი რატომ უნდა დაველოდო პასუხს მოვხვდები თუ არა ტრენინგზე, ვცდი – ბლოგის შექმნა არც ისე რთულია.
ვცადე და ასე გაჩნდა ჩემი ბლოგი.
თავიდან ვწერდი ყველაფერზე, მაგრამ მერე მივხვდი რომ სულაც არ მომწონდა ის რასაც ვწერდი, ამიტომ ავდექი და წავშალე.
ჩემი ბლოგის ახალი სიცოცხლე მაისიდან დაიწყო, როცა IUCN ის ტრენინგზე საინტერესო იდეა შემოგვთავაზეს და მეც გადავწყვიტე გარემოს დაცვაზე დამეწერა.
ერთი შეხედვით საკმაოდ მოსაწყენია ბლოგზე თვეების მანძილზე წერო პოსტები, რომელიც გარემოს დაცვას ეხება. მეორეც, ძალიან რთულია მარტივი ენით, პროფესიული ტერმინების გარეშე წერო ამ თემაზე.
რაც მთავარია ძალიან, ძალიან რთულია იაზროვნო ეკოლოგიურად.

დასაწყისში არჩევანის წინაშე ვიდექი: ბლოგი ყოფილიყო ყოველდღიურად განახლებადი, მომეძიებინა ქართული ნიუსები, მეთარგმნა უცხოური თუ გამეკეთებინა ბლოგი, რომელზე განთავსებული ინფორმაცია დროს გაუძლებდა და ნიუსისგან განსხვავებით რამდენიმე თვის შემდეგაც საინტერესო წასაკითხი იქნებოდა.
ავირჩიე მეორე გზა, რამდენად გამომივიდა ეს თქვენ, ჩემი ბლოგის მკითხველებმა უნდა შეაფასოთ.
ადვილია აიღო რომელიმე წიგნი, ნარკვევი ან ბროშურა გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, გააშინაარსო და საკუთარ ნაააზრევად შეასაღო შენს მკითხველს. ან სულაც არ გააშინაარსო და თავის ტერმინებიანად გადმოწერო.
რთულია თავიდან ბოლომდე წაიკითხო ეს წიგნები, ნარკვევები, ბროშურები, პოსტის დასაწერად დაჯდე კომპიუტერთან და ვერაფერი ვერ დაწერო. იმიტომ რომ გაქვს შეგრძნება, ეს ერთხელ უკვე დაიწერა, რაღაც ახალი გინდა, რაც ჯერ არ დაწერილა. და ამ ახლის ძიებაში შეიძლება შემოგეკითხოს სქელტანიანი “მეტყევეობა”, არანაკლებ სქელტანიანი “ბუნების კარი”, რამდენიმე ათეული პატარა ბროშურა და ბოლოს სასოწარკვეთილებაში ჩავარდე “რა ჯანდაბა დავწერო”.
თემები გაქვს, არაპოპულარული, მაგრამ საინტერესო, თუმცა სრულყოფისთვის ჯერ კიდევ უნდა მოიძიო ინფორმაცია. ყველაზე ცუდი ის მომენტი იყო, როცა არასრულყოფილი პოსტები დრაფტში იყრებოდა. ისინი ახლაც იქ არიან, ყოველთვის როცა ახალ პოსტს ვწერ საცოდავად მიყურებენ და თითქოს მეხვეწებიან: “გამოგვაქვეყნე რა!”
სამწუხაროდ იმისთვის რომ მათ ვორდპრესის სინათლე იხილონ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს წასაკითხი.
ბევრი იდეა, რომელიც მქონდა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. თუმცა იმედი მაქვს 2011-ში მაინც მექნება სანატრელი “ფლიპკამერა” და ყველაფერს რაც 2010-ში უნდა გადამეღო, სწორედ მაშინ გადავიღებ.
ისე საერთო ჯამში 2010 ძალიან წარუმატებელი წელი იყო.
უფრო სწორად ამ წელს დავარქმევდი მოლოდინის წელს. კონკურსიდან კონკურსამდე, პროექტიდან პროექტამდე გამაწამებელმა მოლოდინმა და ნერვიულობამ დაღი ჩემს ჯანმრთელობას დაასვა.
გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი ყველაზე მთავარი ადამიანისთვის არის ჯანმრთელობა – მხედველობა + სმენა. ჩემი აზრით შეუცვლელი და შეუფასებელი საუნჯეა. სხვა ყველაფერი, მეორეხარისხოვანია.
ბლოგს რომ დავუბრუნდე, ბლოგისთვის დადებითად შევაფასებდი ამ წელს. 2010-ში ჩვენ (მე და ჩემმა ბლოგმა) მოვიპოვეთ სტაბილური მკითხველი, ქუთაისურმა გაზეთმა “პოსტსკრიპტუმმა” ჩემი ერთ-ერთი პოსტიდან ფოტოები აიღო და გაზეთში დაბეჭდა.
მეტს განსაკუთრებულს ვერაფერს ვიხსენებ….
თუმცა მაინც ვფიქრობ ეს ბლოგი ესკიზია იმ დიდი პროექტისა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ. და კიდევ ჯიუტად მჯერა, რომ ოდესმე ეს ბლოგი გახდება სასარგებლო და ძალიან, ძალიან საინტერესო.
ბევრი ვწერე, იდეაში მინდოდა შემაჯამებელი პოსტი დამეწერა. მგონი გამოვიდასავით.
ბოლოს, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, ჩემი ბლოგის მკითხველებს. განსაკუთრებული მადლობა კი შენ, ჰო შენ ამ პოსტს რომ კითხულობ ახლა და ბოლოში რაღაცას დამიტოვებ კომენტარის სახით.
კომენტარს რაც შეეხება, როცა რაღაცას აკეთებ, ამ შემთხვევაში წერ – გჭირდება უკუკავშირი. დასტური იმისა, რომ ვიღაცამ კი არ გადაგიარა, არამედ წაგიკითხა და თავისი ემოცია კარგი ან ცუდი დაგიტოვა პოსტზე.

ყველას გილოცავთ შობას და ახალ წელს!
რას გისურვებთ?
სურვილების ასრულებას…
შემოიარეთ ხოლმე ჩემთან, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სახეტიალო….

Advertisements

6 comments on “2010

  1. რა გულახდილი შეჯამება იყო ^^
    კი არადა, მე სულ ვთვლი, რომ ძნელაი თემატური ბლოგი აკეთო და რამე კონკრეტულ სფეროზე წერო, ნაცვლად იმისა, რომ შენი ემოციები, განწყობები და დამოკიდებულებები აფიქსირო.

    ყოველ შემთხვევაში მე მერთულება და ვინმე რომ აკეთებს, ავტომატურად მიჩნდება პატივისცემის გრძნობა.
    მით უმეტეს, ეკოლოგიურად აზროვნება, მართლა ის არის, რაც რეალურად გვჭირდება.
    წარუმატებელი წლები არის ხოლმე, მაგრამ იმედია შავ ზოლებს თეთრები შეცვლიან.
    ხოოდა, მრავალ ახალ წელს შენ, ბევრი წარმატებები, კარგი პროექტები და ხეტიალი : )

  2. “ბუნების კარი” 🙂 ჩემი საყვარელი წიგნი იყო ბავშვობაში, თვალები დავხუჭე და გამახსენდა კიდეც, როგორი ყდა ჰქონდა. არ ვიცი, ახლა ბავშვები კიდევ თუ კითხულობენ ამ წიგნს.

    მართლა რთულია თემატური ბლოგის კეთება და ძალიან ვაფასებ, რომ პასუხისმგებლობით ეკიდები; არ გინდა წერო იმაზე, რაც ჯერ არ იცი ან არ წაგიკითხავს, კარგი იქნებოდა, ყველა რომ ასე ფიქრობდეს.

    ბედნიერი წელი და დღესასწაულები გქონდეს! მთავარია, ადამიანმა იმედი არასოდეს დაკარგოს და ყველაფერს მიაღწევს.
    🙂

  3. შენთან სულ არის მუხტი მოტივაციის შესაქმნელად და ამის დაჭრა ძალიან მიადვილდება შენთან. გისურვებ ამ ძალიან მაგარი ესკიზით, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი “ამბის” დაპროექტებას.
    ხოდა ის კიდე, ის კურიკულუმ ვიტაე რო გააგზავნე, შედეგი იყო?:) მე საერთოდ, ტყუილად ვაგზავნი ს.ვ–ებს და პასუხს ვერ ვიღებ.
    ბედნიერ წელს გისურვებ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s