“მუხის შავი ტირილი”

ქუთაისის შემოსასვლელში მდებარე 400-წლოვანი მუხნარის ტყე შეიძლება განადგურდეს. მუხები ხმება – ეს განსაკუთრებით გზისპირა სავალ ზოლზე იგრძნობა, რომელზეც აქტიური ხმობის პროცესი უკვე დაწყებულია.
ტყის მასივში ძირითადად ენდემური და რელიქტური ჯიშის მუხაა. ეს ჯიში წითელ წიგნშია შეტანილი. მისი უნუკალურობა იმაშიცაა, რომ მთელ საქართველოში ამ სახეობის მუხა მარტო იმერეთშია. მუხნარის კორომს 460ჰა. ფართობი უჭირავს. კორომში ხშირად შეხვდებით ქარქცევებს და დეგრადირებულ ხეებს.
“მუხის შავი ტირილი” ასე ჰქვია დაავადებას, რომელიც მუხნარის კორომს ჭირს. დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი – ასაკია. თუმცა ტყეზე ცუდ გავლენას ცენტრალური ავტომაგისტრალი და წყალსაცავიც ახდენს. ეს უკანასკნელი იწვევს ტერიტორიის დაჭაობებას. გრუნტის წყლების დონე ნიადაგში იწევს და მუხებისთვის მეტად არახელსაყრელ პირობებს ქმნის.
ყველაზე ცუდი რაცაა, ტყის მასივში ჯიშთა ცვალებადობა ხდება. მუხის ნაცვლად კორომში რცხილა ამოდის.
ტყე საზოგადოებას ჰგავს. საზოგადოება სადაც ჩვილი ბავშვი არ იბადება – კვდება. ასევეა ტყეც. თუ ტყეში ახალი ნერგი არ გაჩნდა და გაიზარდა ის ვერ იცოცხლებს.
დღეს შეიძლება ითქვას რომ მუხნარის ტყე კვდება. მისი გადაშენების პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია.

P.S.
პირველად ამ საკითხით ხუთი წლის წინ დავინტერესდი. სტატიაც დავწერე ამ პრობლემის შესახებ. 2007 წელს 10 წუთიანი ფილმიც გადავიღე, სადაც ტყეში არსებული მდგომარეობა კარგად იყო აღწერილი. სხვათაშორის ფილმმა წარმატება მომიტანა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეხუთე საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გავხდი. მესამედ ამ პრობლემას რამდენიმე დღის წინ მივუბრუნდი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს არაფერი შეცვლილა. პრობლემა დღემდე დგას, მუხები ისევ კვდება და მათი მოვლა-პატრონობის სურვილი ისევ არავის აქვს. იმედი მაქვს ამ თემით გარემოსდამცველი ორგანიზაციები დაინტერესდებიან და შესაბამის სტრუქტურებთან ტყის დაცვის საკითხს დააყენებენ. მანამდე კი მარტო ვაგრძელებ საკითხის შესწავლას. პრობლემის არსი უკვე ვიცი, ახლა მთავარია მისი მოგვარების გზები ვიპოვო.

Advertisements

2 comments on ““მუხის შავი ტირილი”

  1. გამიხარდა ამ თემაზე რომ დაწერე! რა გახდა ამ ტყის მოვლა ასეთი? ხშირად დავდივარ მაგ გზაზე და რომ ვხედავ საშინელი შესახედია.მუხებსაც რომ თავი დავანებოთ,სხვა პრობლემაც არის მანდ.ნაგავსაყრელს უფრო გავს ვიდრე ტყეს! გადავარჩინოთ მუხნარის ტყე! თორემ ავდგები და გზას გადავკეტავ! 🙂

  2. რატომ უნდა იყოს ასეთ საინტერესო ტემაზე ასე ცოტა გამოხმაურება, აუცილებელია ეგ პრობლემა სამთავრობო დონეზე გადაწყდეს, ეს ტყე მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის ის მთელ საქართველოს ეკუთვნის, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი კატასტროფა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s