როდესაც სათქმელს სხვაგან მიაგნებ

***
მე დღეს ვნახე მკვდარი ჩიტი, რომელიც დინებას მოჰქონდა. ამ ჩიტის სიკვდილის ამბავი ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ.
სოფლის ბოლოს მანგოს ხეზე მას ჰქონდა ბუდე. იგი საღამოთი დაბრუნდა შინ და თავის რბილბუმბულიანი ამხანაგების გვერდით მოკალათებულმა მშვიდად დაიძინა, რომ მოესვენებინა თავისი დაღლილი სხეული. მაგრამ უეცრად, ღამეში, ძლიერი პადმა ოდნავ შეირხა თავის სარეცელზე და მანგოს ფესვებს მიწა მოურღვია. ბუდიდან გადმოვარდნილმა პატარა ქმნილებამ მხოლოდ წამით გაიღვიძა, რათა იმწამსვე საუკუნოდ დაეძინა.
როცა მე პირისპირ ვდგავარ ყოვლის დამქანცველი ბუნების საშინელი საიდუმლოს წინაშე, ჩემსა და სხვა ცოცხალ არსებათა შორის არსებული განსხვავება უმნიშვნელო და ფუჭი მეჩვენება. ქალაქში, სადაც ადამიანთა საზოგადოება წინა პლანზეა, იგი დიდი და მნიშვნელოვანი ჩანს. იგი სავსებით უგრძნობელია სხვა ქმნილებათა შვებისა და მწუხარების მიმართ, მას მხოლოდღა საკუთარი ახსოვს.
ადამიანი ისე რთულია და ისე დომინირებს ყველაფერზე, რომ ცხოველი მისთვის მხოლოდ ცხოველია. ცხოველიდან ადამიანში და ადამიანიდან ცხოველში სულის გადასახლების იდეა ინდოელებს უცნაურად არ ეჩვენებათ და ამიტომ ყველა მგრძნობელი არსებისადმი სიბრალული, როგორც სენტიმენტალური გაზვიადება, გამორიცხული არაა მათი წმინდა წერილებიდან.

***
მე არ შემიძლია გულგრილი ვიყო თვით პაწაწკინტელა სულის მიმართ, რომელიც სიცოცხლის სიხარულით ფეთქავდა დაღუპული ჩიტუნას ნაზ გულმკერდში.
რაბინდრანათ თაგორი

Advertisements

13 comments on “როდესაც სათქმელს სხვაგან მიაგნებ

  1. კრიტიკა ჩემთვის მისაღებია, რადგან განვითარებაში მეხმარება. ნიკუშა მე მართლა ვერ ვხვდები რატომ ან საიდან მოდის ეს აგრესია, ცინიზმი. თუ რამე არ მოგწონს ამ ბლოგზე მითხარი კონკრეტულად რა და რატომ. იქნებ შევძლო და გამოვასწორო.

  2. me chems nawerebshi cinizms da agresias ver vxedav. rac sheexeba chem saits aq rom davwero reklamad chametvleba. exa cota ram gramatikul sizusteze, shen an romelime tqvengani ise wert rom shecdomas ar ushvebt? da saertod tamo xo sheidzleba ase mogmarto shen komentars shexede azri gamoitane da mere gankicxe chemi. da saertod agresiulisas ras mamchnevt? cinizmi kide xo

  3. ეს ჩემი პირადი ბლოგია, შესაბამისად მე ვწყვეტ რა შეიძლება იყოს რეკლამა და რა არა. ასე რომ შენი საიტის ლინკი დადე, არ ჩაგითვლი რეკლამად:D:D

  4. მოკლედ ნიკუშა ჩემთან პოსტები სრულად ჩანს და Read More-ში შემოსვლა არ გჭირდება. რაც შეეხება შენს ბლოგს ნუ ითხოვ ყველა შენნაირი სრულყოფილი იყოს. შენ რომ ხარ ეგ არ გვეყოფა? მივაღწევ ალბათ ოდესმე “სრულყოფილებას”.
    აბა კიდევ რა არ მოგწონს ჩემს ბლოგზე? იქნებ სრულვყო ისიც:D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s