თევზის წვიმა

მოკლედ რას არ გაიგებ. ახლახანს ერთ ძველ და საინტერესო წიგნს ვკითხულობდი, საბუნებისმეტყველო კრებულია ათასგვარი ამბით. ეს ამბავიც ამ წიგნიდანაა.

თურმე 1806 წელს გერმანიაში ზღვის კიბორჩხალების წვიმა მოვიდა. მოსახლეობა გაკვირვებული შესცქეროდა ცას, საიდანაც ნახევარი საათის მანძილზე ზღვის კიბორჩხალები ცვიოდა. მსგავსი შემთხვევა ესპანეთსა და შოტლანდიაშიც ყოფილა. ესპანეთში კიბორჩხალების ნაცვლად ხორბალი, ხოლო შოტლანდიაში თევზები “წვიმდა”.
ხალხმა ეს მოვლენები სასწაულად მონათლა და ლეგენდების შეთხზვა დაიწყო. მეცნიერებამ კი სულ სხვა რამ დაადგინა.
ხორბლის წვიმა გამოწვეული ყოფილა იმით რომ ძლიერ ქარიშხალს დაუნგრევია პურის ბეღლები, აუტაცია ხორბალი ჰაერში და შემდეგ წვიმის სახით დაუბრუნებია დედამიწაზე.
რაც შეეხება თევზის წვიმას. მას იწვევს ძლიერი ქარბორბალას მოქმედება, რომელიც ზოგჯერ ზღვებიდან წყალთან ერთად ატყორცნის ჰაერში თევზებს ან კიბორჩხალებს და მიაქვს ის შორ მანძილზე. შემდეგ კი როდესაც ამინდი დაწყნარდება ზღვის ცხოველებს ისევ დედამიწაზე ყრის წვიმის სახით.

კარგი იქნებოდა ერთი უცნაური წვიმა ამ საუკუნეშიც ყოფილიყო.
აბა სურვილები ჩამოწერეთ. რა გინდათ ქარმა აიტაცოს და შემდეგ დედამიწაზე დააბრუნოს წვიმის სახით?

Advertisements

13 comments on “თევზის წვიმა

  1. გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა
    მაგრამ სულ არ ციოდა
    თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად
    კამფეტები ცვიიოოოდააა..

    ერთი შეხედვით მხიარული საბავშვო სიმღერის უკან როგორი ეკოლოგიური და ეკონომიკური კატასტროფა იმალება.. ქარიშხალმა ზემოაღნიშნული ადგილიდან 200 კილომეტრის მოშორებით მდებარე საწარმოო ზოლს გადაუარა, რომელიც ძირიტადად საკონდიტრო ნაწარმის წარმოებით იყო დაკავებული. დაინგრა და განადგურდა 10 მდე საწყობი, ხოლო 1 ქარხნისაგან თითქმის აღარაფერი გადარჩა. უმუშევარი დარჩა 300 ზე მეტი ადამიანი, ხოლო ქარხნიდან აწოვილმა ზოგიერთმა ნივთიერებამ მის გარშემო არსებულ ტყეს ისეთი ზიანი მიაყენა, რომლის გამოსწორებასაც 50 წელი დასჭირდება.. და მერე თქვენ ამას მხიარულ საბავშვო სიმღერას ეძახით?

    • რაც შეეხება თევზის წვიმას. მას იწვევს ძლიერი ქარბორბალას მოქმედება, რომელიც ზოგჯერ ზღვებიდან წყალთან ერთად ატყორცნის ჰაერში თევზებს ან კიბორჩხალებს და მიაქვს ის შორ მანძილზე. შემდეგ კი როდესაც ამინდი დაწყნარდება ზღვის ცხოველებს ისევ დედამიწაზე ყრის წვიმის სახით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s