ყველას რაღაცა უნდა

ადამიანების მოთხოვნილებებს ხშირად დასასრული არა აქვს.

ერთხელ ერთმა მონადირემ დაინახა ფრინველთა გუნდი და დაიწყო ფიქრი: “რატომ არ მისცა ღმერთმა ადამიანს ფრთები, ხომ შეიძლებოდა მასაც ეფრინა?”

ამ დროს გამოიარა თამვმდაბალმა მეუდაბნოემ და უთხრა:

” შენ ფიქრობ რომ ღმერთმა არ მოგცა ფრთები, მაგრამ კიდევაც რომ მოეცა, მაინც არ იქნებოდი კმაყოფილი და იტყოდი: “რატომ არა ვარ ანგელოზიო?”

და თუ ანგელოზადაც გაგხდიდნენ, ისევ უკმაყოფილო იტყოდი: “რატომ არა ვარ ქერუბინიო?”

და თუ ქერუბინიც გახდებოდი, დაიწყებდი ჩივილს: “რატომ არ მომცა ღმერთმა ცის მართვის უნარი?”

და თუ ეს უნარიც მოგეცემოდა, მაინც არ დაკმაყოფილდებოდი და თავხედურად დაუწყებდი ძებნას რაღაც უფრო დიდს”.

P.S. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, ცხოვრების აზრი სწორედ ძიებაშია, ხშირად მიფიქრია როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს? ერთი დღე? ერთი თვე? ერთი წელი? თუ მთელი ცხოვრება?

ნეტავ მარტო მე მჭირს ეს თუ თქვენც ჩემსავით “აღუვსებელი საწყაულები” ხართ?

Advertisements

5 comments on “ყველას რაღაცა უნდა

  1. ჩემი აზრითაც, ცხოვრება ძიებაა, თუმცა არასოდეს ვფიქრობ იმაზე თუ როდის დასრულდება, რადგან რომ დასრულდეს მერე ხომ ყველაფერს დაეკარგება აზრი. ძიებაში,ხომ, ყველაზე დიდი ხიბლია 🙂 ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

  2. მე, იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც სიცოცხლის ბოლომდე ეძებს… არ იფიქრო სხვებისთვის. უბრალოდ, საკუთარ თავს მინდა ერთხელაც გავუსწრო და უკან რომ მოვიხედავ ერთი თვალისგადავლებით, მივხვდე – აუ, რა მიხეტიალებია მართლა და, მგონი, არ დავღლილვარ! :))))

    ხშირად წერე რააააა! მარადიულად იხეტიალე და ბოლოს მიხვდები, სხვაზე მეტი შეგძლებია… :))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s