ხვალინდელი დღე

წინა პოსტში ვწერდი თუ რა არის გლობალური დათბობა და რას შეიძლება ველოდოთ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. ვაგრძელებ იგივე თემას.
ვარაუდობენ რომ, კლიმატის ცვლილებამ, თუ რა თქმა უნდა იგი არსებობს, შეიძლება დიდი რაოდენობით ხალხი აქციოს ეკოლოგიურ ლტოლვილებად. ზოგიერთი ვარაუდით 2050 წლისთვის დედამიწაზე შეიძლება იყოს 50-150 მილიონი ეკოლოგიური ლტოლვილი. გარდა ამისა კლიმატის ცვლილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას. როგორც ვარაუდობენ სითბური ტალღების მომატება საფრთხეს შეუქმნის მოხუცებს და გულით დაავადებულებს. მოიმატებს ასთმითა და ბრონქიტით დაავადებულთა რიცხვი. ბაქტერიების გამრავლება და ობის წარმოქმნა პროდუქტებზე გაზრდის, პროდუქტების გაფუჭების და ზოგიერთი სახის მოწამვლის სიხშირეს. ზღვის დონის აწევამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების გავრცელებას სანაპირო ზოლში კანალიზაციის და გამწმენდი ნაგებობების დატბორვით.
მკვლევარები ვარაუდობენ რომ კლიმატის ცვლილება უარყოფითად იმოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე.
მომავალი საუკუნის განმავლობაში ტყეების მთელი ნაირსახეობები შეიძლება გაქრეს დედამიწიდან, მათ შორის მსოფლიოში არსებული მშრალი ტროპიკული ტყეების ნახევარი.
გლობალური დათბობის შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი სახეობა გადაშენდეს კიდეც.
ტყის სიკვდილმა შეიძლება გაათავისუფლოს მის ბიომასაში და ირგვლივ ნიადაგში არსებული ნახშირბადი და კიდევ უფრო დააჩქაროს გლობალური დათბობა.
ტყეების დაღუპვა გამოიწვევს მცენარეების და ცხოველების იმ სახეობების მასობრივ გადაშენებას, რომლებიც ვერ მოახერხებენ მიგრირებას.
დაიღუპება თევზი მდინარეებში და ტბებში.
დაიტბორება ჭარბტენიანი ტერიტორიები.
დაიღუპება მარჯნის რიფები.

რას აკეთებს მსოფლიო გლობალური დათბობის შესაჩერებლად და რამდენად ეფექტურია ეს ღონისძიებები, ამაზე მომდევნო პოსტში მოგიყვებით:)

Advertisements

6 comments on “ხვალინდელი დღე

  1. “რას აკეთებს მსოფლიო გლობალური დათბობის შესაჩერებლად და რამდენად ეფექტურია ეს ღონისძიებები, ამაზე მომდევნო პოსტში მოგიყვებით:)” – arafers… 🙂 saertod arafris maqnisebi aravart… 🙂

    • მთლად ეგრეც არაა, ქაღალდზე ბევრ რამეს ვაკეთებთ… ჩარჩო კონვენციები და ოქმები გვაქვს მიღებული ოხრად:))) მაგაზე ვწერ მომდევნო პოსტს, ასე რომ თუ გაინტერესებს…დაელოდე!

  2. რატომღაც ასეთ რამეს რომ ვკითხულობ პლანეტა ვენერა მახსენდება და ჩემი თეორია იმაზე, რომ ჩვენი წინაპარი სწორედ ვენერიდან გამოექცა გლობალურ დათბობას. ამ პლაეტაზე იმდენი ნაშირორჟანგია, რომ სათბურის ეფექტს ვიღებთ (ანუ სითბო შედის და უკან ვეღარ გამოდის). პლუს ამას წნევი გამო ისეთი ეფექტი მიიღება, რომელსაც მირაჟის სახელით ვიცნობთ, ოღონდ უფრო საკაიფო: წარმოიდგინეთ წინ ყურებისას ხედავთ იმას, რაც უკან ხდება. ფაქტიურად თქვენ ყურებს დაინახავთ ვენერაზე. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s