როცა ქუჩაში ფონს ეძებ

დღეს დილიდან გადაუღებლად წვიმდა ქუთაისში.
ზოგადად წვიმა მიყვარს,მაგრამ მაშინ როდესაც ფანჯარასთან ვზივარ, დიდი ყავის ჭიქით და კლავიატურაზე ვაკაკუნებ:)

დღეს სულ სხვა იყო, საქმეებით დატვირთული დღე, რომელიც ქუთაისის ქუჩებში ცურვით დამთავრდა.
ქალაქის ცენტრში თითქმის ყველა ქუჩა დატბორილი იყო. აი,ფალიაშვილზე კი ნამდვილად გჭირდებოდა პატარა ნავი, ქუჩის მეორემხარეს რომ გადასულიყავი.


თითქმის ყველა გადასასვლელზე ხალხმრავლობა იყო. ზოგი ბედავდა ქუჩის გადაცურვას და მეორე მხარეს გადასვლას, ზოგი კი – წვიმის გადაღებას ელოდა. ხალხი ცოტა გაღიზიანებული იყო, ხშირად ისმოდა ფრაზები: აი, ეს არის ამათი დაგებული გზები, სანიაღვრე არხებს რატომ არ წმინდავენ და ა.შ.

მიუხედავად ცუდი ამინდისა,მიუხედავად იმისა რომ ადამიანებს წყალში უწევდათ გაცურვა, ქუჩაში ყველა იღიმებოდა…. ამდენი მხიარული სახე ქუთაისის ქუჩებში მართლა არასდროს მინახავს. (ჩვენ ხომ რაღაცნაირად დავდივართ ხოლმე ქუჩაში, ძალიან სერიოზული სახეებით,მოღუშულები და სევდიანები).
დღეს დილით ყველა მხიარული იყო, ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა და არავის არაფერი უტყდებოდა.

Advertisements

12 comments on “როცა ქუჩაში ფონს ეძებ

  1. ამ ზაფხულს თბილისშიც ხომ იყო ასეთი საშინელი წვიმა, მეც დავსველდი და მართლა ბევრი ვიმხიარულე, ქუჩაში ყველა სიცილ-ხარხარით დადიოდა. ხანდახან კარგი ყოფილა წყალდიდობაც :))))

    შენ გადარჩი?

  2. ვაუ…. მსგავსი ნიაღვარი თბილისშიც მახსოვს, ოღონდ ერთხელ და ისიც სადღაც წლინახევრის წინ… აღმაშენებლის გამზირზე ისეთ ამბავი იყო, მომიწია პარალელურ ქუჩაზე გადასვლა, მაგრამ ვაი რომ იქაც ბლომად წყალი იყო და მერე ერთ კაფეს შევაფარე თავი თიბისი ბანკის იფისის წინ, ძველ უნივერმაღთან :დ

    ლოლ, ისე ნიაღვრის მიუხედავად, მაშინ მეც გახარებული ვიყავი, უფრო სწორედ აღტკინებული :დ

    • ჰო მაგრამ ეს ქუთაისში ჩვეულებრივი ამბავია. ფალიაშვილზე განსაკუთრებით. მოკლედ ის დროა გასაბერი ნავები მაინც ვიყიდოთ, წვიმების სეზონი დაიწყო:)

  3. სამწუხაროდ მერია გადარჩა:):)))))
    მერიის წინ რომ ქუჩაა, იქ ცოტა წყალია ხოლმე, ნუ იმდენი გადახტომას რომ შეძლებ.

  4. მეც შემჩნეული მაქვს, რომ წვიმისას და ამინდის უცნაურად გაგიჟებისას ყველა იღიმება და კარგ ხასიათზე დგება. ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ მაშინ ხვდებიან, ვინ მართავს სინამდვილეში ყველაფერს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s