ფანჯრიდან გაფრენილი კულტურა

დღეს დილით:
თეთრი სამარშუტო ტაქსიდან ყვითელი პარკი გამოფრინდა, ცოტახანს იფარფატა ჰაერში და მერე თვალს მიეფარა…

თბილისი, დიდუბის ავტოსადგური, ივლისი, 2010
-დე მიყიდე რა ბანანი.
უყიდა.
-დე მიყიდე რა კოკაკოლა.
უყიდა.
-დე სად წავიღო ეს კანები?
-მოიცა დაიძრება “მარშუტკა” და გადავაგდოთ სადმე.

ერთი რიგითი დღე, სამარშუტო ტაქსი, დილა.
-ფანჯარა გამოაღო და მრავალჯერ გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცი ქუჩაში მოისროლა.

აგვისტო, 2010, ისევ სამარშუტო ტაქსი:
რაღაცნაირი ტიპი იყო, ცოტა მომხიბლავი, შავგრემანი… ფანჯარაში იყურებოდა და ლუდს წრუპავდა…ის იყო ბოლო ყლუპი იგემა, ოდნავ წამოიწია და ფანჯრიდან ცარიელი ლუდის ბოთლი მოისროლა. ვერ გათვალა… უკან მომავალ მანქანას მოხვდა.
-ბიჭო შენ აზრზე ხააააააარ?
– “იზვინი ბრატ”…

რომელიღაცა თვის რომელიღაცა დღე…

არავინ იცის როგორი იყო, გოგო იყო თუ ბიჭი… უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს (რომელიც შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო მშვენიერი) ქუთაისის განახლებულ ძველ უბანში გაიარა, გაიხედა-გამოიხედა და ახლადმოპირკეთებულ ფასადზე მათემატიკური ჭეშმარიტება მიაჯღაბნა:
1+1=3

2010, ივლისი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი დღე:

ქუთაისი, წარწერა #7 ავტობუსში:
მზესუმზირა და ბანანი მიირთვით კანიანად!

ისევ ერთი რიგითი დღე… ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისევ ღია ფანჯრები, ისევ… ისევ…
გადააგდო…
გადააგდო…
გადაგდო…

Advertisements

6 comments on “ფანჯრიდან გაფრენილი კულტურა

  1. მე მაგ შემთხვევაში ვეუბნები ნაგვის დაყრა აკრძალულია თქო და კიდევ ეგეთებს,და ვიცი ის რომ მე თუ არ ვეტყვი მაშინ არ არავინ ეტყვის და არც არაფერი შეიცვლება.

  2. –გაიხედე უკან. ჩანს რამე?
    — ბუზისტოლა რაღაც ჩანს.
    –რაღას უცდი, გადააგდე ბანანის კანი. უცებ ბანანის ტყე აღიმართა.

    წიქარა. პოსტმოდერნი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s