არაფერია მზის ქვეშ ახალი

ყოველთვის როდესაც ცუდად ვარ, ვიღებ ზურგჩანთას და სადღაც მივდივარ. სწორედ ასე დაუგეგმავად მაქვს შემოვლილი ნახევარი საქართველო. ზაფხულიც დაუგეგმავად დაიწყო…მე და ჩემი მეგობარი ერთდროულად დავრჩით სამსახურის გარეშე… ერთი განსხვავებით, მას კვლევა ჰქონდა დასამთავრებელი…ვინაიდან და რადგანაც მე საქმე არაფერი მქონდა, მის წინადადებას დავთანხმდი და მასთან ერთად შემოვიარე მთელი ზემო იმერეთი. ქალთა უფლებების შესახებ ამზადებდა ნაშრომს. ათამდე სოფელში ჩავედით და დაახლოებით 50-მდე ოჯახს ვესტუმრეთ, რამდენიმე ათეული ინტერვიუ ჩავწერეთ და უამრავი მასალა შევაგროვეთ.
ჩვენი მოგზაურობის შედეგად ჩემს მეგობარს ბევრი სამუშაო დაუგროვდა, მე კი ბევრი ამბავი ფიქრისა და ანალიზისათვის.
მართალია ამ ბლოგის პროფილი თავიდანვე მკაცრად განვსაზღვრე, მაგრამ ეს ნახევრად პირადი პოსტია და ვფიქრობ შეიძლება გენდერულ თანასწორობაზეც დავწერო ორიოდე სიტყვით.
ჩემი ათდღიანი ხეტიალის შედეგად რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე.
1. იმერეთის სოფლებში ქალებმა არაფერი იციან გენდერული თანასწორობის შესახებ,
2. ამავე რეგიონში ქალების უმრავლესობა ქმრების მონაა, ხაზს ვუსვამ – მონა. ხოლო უკეთეს შემთხვევაში უფასო მოსამსახურე.
3. ამავე რეგიონში ქალის მოვალეობაა მუშაობა, ხოლო კაცის მოვალეობა – ბირჟაზე დგომა ან ქეიფი.
4. ამავე რეგიონში ჩვენს მიერ გამოკითხულ უკლებლივ ყველა ოჯახში გადაწყვეტილებას იღებს ქმარი, ხოლო ცოლი ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, მოტივით კაცია და უფრო მეტი იცის.

თითქმის ერთი თვე გავიდა ამ მოგზაურობიდან, ამ ხნის მანძილზე ხშირად მიფიქრია იმ ქალებზე, რომლებსაც შევხვდით და ვესაუბრეთ.
ვფიქრობ ისინი ვერასოდეს იქნებიან თავისუფლები და დამოუკიდებლები. ვერასოდეს იქნებიან მამაკაცის თანასწორნი. სამწუხაროდ შვილებსაც ასე ზრდიან, ქმრის მორჩილებას ასწავლიან და არარსებულ მორალს უნერგავენ. თუმცა ვფიქრობ პრობლემა უფრო იმაშია რომ ეს ქალები არ თვლიან ამას პრობლემად.
………………………………………………
ახლა იმაზე თუ როგორ დავისვენე…
თუ ჩემს ბლოგს ხშირად კითხულობ, შეამჩნევდი ალბათ, 11 აგვისტოს შემდეგ არაფერი დამიწერია. ის პოსტიც გაქცეულმა დავწერე, რამდენიმე საათით შემოვურბინე ცივილიზაციას და მერე ისევ იქ დავბრუნდი სადაც არაფერი მაწუხებდა, არსად მეჩქარებოდა და არაფერი არ მინდოდა დასვენების გარდა.
ჩემს სოფელში ვიყავი, თავასაში. ულამაზესი სოფელი მაქვს. ორ მთას შუა მდებარეობს და თავადაც ნახევრად მთაზეა შეფენილი. იმ სილამაზის სიტყვებით გადმოცემა ცოტა რთულია, ფოტოებით კიდევ შეიძლება.

ამ სოფლის კიდევ ერთი ღირსება ისაა რომ მდინარის პირას მდებარეობს და 40 გრადუს სიცხეში ეს მდინარე მშვენიერი თავშესაფარია.
ჩემი ზაფხულის კიდევ ერთი თავგადასავალი სწორედ ამ მდინარეს უკავშირდება. მე და ჩემმა ბიძაშვილებმა მდინარის სათავის დალაშქვრა გადავწყვიტეთ, რაც სანახევროდ მოვახერხეთ კიდეც.



Advertisements

8 comments on “არაფერია მზის ქვეშ ახალი

  1. პრობლემა უფრო იმაშია რომ ეს ქალები არ თვლიან ამას პრობლემად – ეგრეა.
    კიდევ ბევრ რამეშია.
    სად მარხია ძაღლის თავი, ვერ გავიგე 😦

  2. მეც იმდენი ქალი მინახავს, რომელიც უაზროდ ემონება თავის ქმარს და ვერ ხვდება, რომ წავიდეს, სხვა გზა იპოვოს. ქალებს ისეთი ძლიერი ბუნება აქვთ, ყოველთვის შეძლებენ თავის რჩენას – უბრალოდ, ბევრმა არ იცის ამ ძალის შესახებ 😦

  3. საინტერესო პოსტი იყო, გმადლობ 🙂 ეს ნადმვილად დიდი პრობლემაა. თუმცა, მეორე მხრივ, იქნებ ჩვენთვისაა ეს პრობლემა, მათთვის კი ეს ჩვეული ამბავია. იქნებ, ისინი ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს? იცი, ამ საკითხს რო ჩაუღრმავდე, შეიძლება ვერასოდეს მორჩე მსჯელობას:)

    • იცი ერთ რამეს მივხვდი მათ არ აწუხებთ ეს და ჩვეულებრივ ამბად თვლიან, ქმრისგან დედის გინებასაც იტანენ და სილასაც. ისინი თვლიან რომ რადგან ქმარია ყველაფრის უფლება აქვს. ერთმა ასე გვითხრა, თავიდან უნდა გამოახილო თვალები, სანამ გათხოვდები, თორემ მერე ქმარს ვინ შეგიცვლისო.
      საბედნიეროდ არიან გამონაკლისები, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s