ერთიანი ეროვნული უკულტურობა


ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ფოტოები გადაღებულია საქართველოში, ერთ-ერთ ქალაქში, ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ვფიქრობ რაიმე კომენტარი ზედმეტია.
პრინციპში რაც მინდოდა მეთქვა სათაურში უკვე ვთქვი.

როგორც ყოველთვის: აბა დატკბით და ისიამოვნეთ…



სინათლე გვირაბის ბოლოს

Advertisements

20 comments on “ერთიანი ეროვნული უკულტურობა

    • ყველაზე საინტერესო იცი რა არის? საქართველოში რამდენი საგამოცდო ცენტრიცაა, ზუსტად იმდენ ადგილას იქნებოდა დღეს იგივე სიტუაცია.
      5 წუთის წინ ფბ-ში მომწერეს:
      ოჰ ეს ახალგაზრდობაო…
      არადა რა შუაშია ახალგაზრდობა?
      იქ უფრო მეტი ბებიები, ბაბუები, ბიძები, მამიდები, ბიცოლები, დედები და მამები იდგნენ, ვიდრე ახალგაზრდობა…
      რაღაცა ცუდად გამომდის, მაგრამ უფროსები გვყავს ჯერ აღსაზრდელი…:(

  1. ჩვენი მოსახლეობა ზრუნავს, რომ მეეზოვეები უმუშევრად არ დარჩნენ:))) არა და რა ამაღლებულ თემას უკავშირდება ეს სურათები: მომავალი თაობის სწავლა–განათლებას…ვარსკვლავებით მოჭედილი ცით გაოცება დაგვავიწყდა, იმიტომ აღარც ნაგავი გვიკვირს ჩვენს ირგვლივ…

  2. ძალიან მაწუხებს მე მასობრივი უკულტურობა 😦

    კარგია რომ წერ, იქნებ გამოფხიზლდნენ ცოტა
    ერთი ორი სილის გალაწუნება არ აწყენდა ამ ხალხს 🙂

  3. გეთანხმები, ვფიქრობ უფრო მარაზმია უფროსი თაობის წარმომადგენლები რომ არას დაგიდევენ და სისხლში გამჯდარი ინსტიქტურობით ანაგვიანებენ ხოლმე.
    როგორ ვერ ვიტან მსგავს საქციელს, მძულს ყველა, ვინც ამას აკეთებს.

  4. ვეთანხმები მოხეტიალეს. ძალიან ძალიან ძალიან უკულტურო ხალხი ვართ. მაგრამ ამ მხრივ ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება უფრო უტოპიად, (უკეთეს სემთხვევაში ძალიან შორეულ პერსპექტივად) მესახება. მაპატიეთ ამოდენა პესიმიზმისთვის

    • თემას აუცილებლად გავაგრძელებ. მით უფრო უახლოეს დღეებში ერთი საინტერესო “ღონისძიება” უნდა ჩატარდეს და წინასწარ ვიცი იქედან რა მარგალიტ ფოტოებს წამოვიღებ

  5. გამოხმაურება: ერთი წლის წინ « მოხეტიალეს 緑 ბლოგი

  6. კოშმარი 😦

    ამას წინათ, ლაშქრობაში ვიყავი. პიკნიკისთვის ადგილს ვეძებდით. ერთი მყუდრო მოლი მოგვეწონა და თუ დამიჯერებთ, ზუსტად ერთმა გადახედვამ იკმარა, რომ დაგვედგინა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენმა ჯგუფმა იქეიფა, რამდენკაციანი ჯგუფები იყო და რა მიირთვეს… ერთჯერადი თეფშების ჩათვლით ყველაფერი იქვე ეყარა. წამოვედით იქედან 😦

    ჰო, ის ლაშქრობაა და ქეიფი და მაგ დროს სისუფთავე ვის ახსოვს, მაგრამ ეს ხომ გამოცდებია…

    • გინდა გამოცდა იყოს, გინდა პიკნიკი და საერთოდ… რაც არ გაქვს გამჯდარი, არ გაქვს 😦
      ქობულეთის პლაჟზე ადგილს ვერ იპოვი, რომ პირსახოცი გაიფინო, ყველაფერს იქ ტოვებენ, სიმინდის ნაქურჩლით დაწყებული ლუდის ბოთლებით დამთავრებული, თითქოს მეორე დღეს ისევ თვითონ არ მოდიოდნენ იმავე ადგილას…
      ქობულეთი იმიტომ ვახსენე, რომ ბათუმის პლაჟს დასუფთავების სამსახური ჰყავს, თორემ დამსვენებელთა კულტურის რა მოგახსენოთ 🙂

  7. ra iyot xalxo sazgvargaret naklebia ? xo ratqmaunda cudia qartvelebis eseti qceva mara amaze uaresia xolme sxva da sxva chvenze upro ganvitarebul iqneba tu kulturul qveynebshi da erebshi !!! mtlad amosawyveti da sila gasalawunebeli eri ar vart 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s