ბედი, რომელიც ხეს არ ეღირსა

ამქვეყნად ყველას და ყველაფერს თავისი ბედი აქვს…
ბედი ჰქონია ხესაც…
თუ უბედობა შეიძლება დავარქვათ ამას არ ვიცი…
დაიბადა რკინის კონსტრუქციაში, ნელ-ნელა გაიზარდა…
ახლა ფრთების გაშლა უნდა, მაგრამ რკინის მარწუხები უჭერს…
სუნთქვა უნდა, მაგრამ რკინის მარწუხები უჭერს…
ოცნებობს, მაგრამ მის ოცნებებს რკინის მარწუხები უჭერს…
ცოცხლობს, მაგრამ მის სიცოცხლეს არსებობა ჰქვია…
ყოველთვის როდესაც ქარი უბერავს, უნდა ტანი ააყოლოს, მაგრამ… მაგრამ რკინის მარწუხები უჭერს…


მარტოა, სულ მარტო…
უთვისტომოდ…
უმეგობროდ…
უსიყვარულოდ…

…………………
გავა დრო და დაბერდება…
ვეღარ მოუჩრდილებს, და იმ ერთადერთ ფუნქციასაც დაკარგავს რაც ჰქონდა…
მოჭრიან და ცივ ზამთარში ძვლებს გაითბობენ ისინი…
უცხოები…
არამისიანები…
და ასე მოკვდება
უთვისტომოდ…
უმეგობროდ…
უსიყვარულოდ…

Advertisements

18 comments on “ბედი, რომელიც ხეს არ ეღირსა

  1. “გავა დრო და დაბერდება…
    ვეღარ მოუჩრდილებს, და იმ ერთადერთ ფუნქციასაც დაკარგავს რაც ჰქონდა…
    მოჭრიან და ცივ ზამთარში ძვლებს გაითბობენ ისინი…” – ეს ისედაც მოუწევდა… ხოდა მემგონი კარგიც არის ხისთვის… იმიტომ რომ უფრო დაცულია… : ) ვისაც მოუნდება ყველა ვერ მოჭრის… და ღრმა სიბერემდე იცხოვრებს… : ) მართალია ერთფეროვნად მაგრამ მაინც… : )

    • “უსულdგmულო დღეები რბიან მიიჩქარიან” – ყოველთვის როდესაც ამ ხეს ვხედავ ეს ფრაზა მახსენდება… ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა… დასანანია ერთფეროვნებაში თუ გალევ…
      რა პერსპექტივა აქვს ამ ხეს? არავითარი…
      ციხეში მჯდომ 22 წლის ახალგაზრდას ჰგავს, სამუდამო პატიმრობა რომ აქვს მისჯილი…

    • რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ზესტაფონში, ავტოსადგურზე….
      სამწუხაროდ ფოტოაპარატი არ მქონდა.
      ჩემმა მობილურმა კიდევ უკეთესი ხარისხის ფოტო ვერ გადაიღო…

  2. მე სულაც არ ვიტყვი რომ უბედურია 🙂 პირიქით ბედნიერია. ყველასაგან გამორჩეული, ინდივიდუალური, თავისი სახლი აქვს ფაქტიურად

  3. გამოხმაურება: ფინჯან ყავაზე საკითხავი « მოხეტიალეს ბლოგი

  4. გამოხმაურება: ფინჯან ყავასთან საკითხავი « მოხეტიალეს ბლოგი

  5. გამოხმაურება: მოხეტიალეს ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s