წყალი ჩვენი არსობისა

დღეს ვწერ წყალზე. მე პირადად წყლის გარეშე როგორ შეიძლება იარსებოს ადამიანმა ვერ წარმომიდგენია.. მაგრამ, ჩვენ ადამიანები წყალსაც ისევე უდიერად ვექცევით, როგორც ყველაფერს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მაგალითად, ქართველი კაცი, თუ მდინარის პირას ცხოვრობს, აუცილებლად კანალიზაცია უნდა ჩაუშვას მდინარეში, მერე რა რომ შეიძლება იმ მდინარეში მისმა შვილებმაც იბანაონ.
მეორეც, თუ მდინარის ნაპირას ცხოვრობ, საჭირო აღარაა დასუფთავების ფული გადახდა. ანკი რატომ უნდა გადაიხადო, როცა შეგიძლია დილით გამოხვიდე და პოლიეთილენის პარკში გახვეული ნაგავი პირდაპირ მდინარეში მოისროლო..
ბევრჯერ გამიგონია, საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანააო, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს… ჩემს ონკანში წყალი ამ წუთამდე გრაფიკით მოდის
ხარისხზე აღარაფერს ვამბობ…
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული სიტუაცია, ჩემი მეგობრებისაგან ვიცი. ასე მაგალითად, ბათუმში თუ ძალიან არ გიჭირს ონკანის წყალი არ უნდა სვა, ანალოგიური შემიძლია ვთქვა ქუთაისზე და კიდევ რამდენიმე ქალაქზე.
დღეს მიზეზებზე ვსაუბრობ, თუ რატომ არ გვაქვს სუფთა წყალი.
როგორც გავარკვიე საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი მიზეზი დასახლებული პუნქტებიდან და საწარმოო ობიექტებიდან ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების უქონლობა და არაეფექტური მუშაობაა.
ზედაპირული წყლების ძირითადი დამაბინძურებელია:
1. კომუნალური სექტორი (67%)
2. თბოენერგეტიკა (31%)

დღეისათვის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული და ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება წყალსატევებში.
წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება საქართველოს არცერთ ქალაქში.
თუმცა მცირე გამონაკლისიც არსებობს, პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ თბილისი-რუსთავის რეგიონალ გამწმენდ ნაგებობაზე.

რა საფრთხე გველის დაბინძურებული წყლისგან?

მიკრობიოლოგიური ორგანიზმებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული სასმელი წყალი ნაწლავური და ინფექციური დაავადებების ერთ-ერთ უმთავრეს გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს.

აღსანიშნავია რომ, დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი უსაფრთხო წყლის უწყვეტი მომარაგებით.

ახლა მცირე სტატისტიკა ქვეყანაში არსებული წყალსადენების შესახებ:

69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები,
28%-ს არ გააჩნია სანიტარული დაცვის ზონები,
23% -ს ნედლი წყლის დასამუშავებელი აუცილებელი გამწმენდი ნაგებობა.

70%-ზე მეტ წყალსადენებზე საერთოდ არ არსებობს, ან მწყობრიდანაა გამოსული საქლორე მოწყობილობები, ამის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეწოდება დაუქლორავი წყალი.

ჰოდა ბოლოსთვის ყველაზე საინტერსო შემოვინახე:
წყლის ხარისხზე არ ტარდება სრული ლაბორატორიული კონტროლი, რის შედეგადაც მომხმარებლისთვის მიწოდებული წყალი ხშირად არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს.
მოკლედ როგორ წყალს ვსვამთ ადვილი წარმოსადგენია..
რაც შეეხება გამოსავალს, როგორ შეიძლება მივიღოთ სუფთა წყალი, აი ერთი “რეცეპტი” .

“ წყლის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლისთვის საკმარისი რაოდენობის და ხარისხიანი წყლის მისაწოდებლად, აუცილებელია წყლის ობიექტებიდან წყალაღების და წყლის ობიექტებში წყალჩაშვების რეგულირება”.

ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა აი ამ ყველაფრის დამრეგულირებლის პოვნაა მთავარი.

Advertisements

4 comments on “წყალი ჩვენი არსობისა

  1. ამდენი ინფორმაცია ასეთ სპეციფიკურ სფეროში საიდან? რამდენადაც ვიცი, წყლის დაქლორვა აღარ არის თანამედროვე მეთოდი, ქლორი მთლად კარგი არ არის ადამიანისთვის…

  2. @ტუკო რამირესი:

    ვინაიდან გარემოს დაცვა ყოველთვის მაინტერესებდა და მაინტერესებს, მუდმივად ვცდილობ ინფორმაციის მოპოვებას. ვესწრები სხვადასხვა ტრენინგებს და ბლოგისთვის ინტერვიუებსაც ვწერ.
    მაგალითად ის მონაცემები რაც ამ პოსტში მაქვს გამოყენებული “მწვანე ალტერნატივას” სემინარიდან წამოვიღე. სამწუხაროდ ამწუთში შენს შეკითხვაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაცემ, მაგრამ სულ ცოტა ხანში დავაზუსტებ და აუცილებლად გიპასუხებ. თან მეც დამაინტერესა ამ საკითხმა….:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s