მოხეტიალეს ჩანაწერები

მოკლედ ჯერ არ დამიწყია და ისე გამოვიდა თითქოს ბლოგი დავივიწყე. არადა საპატიო მიზეზით ვიყავი დაკარგული… დავხეტიალობდი რა.
ჰოდა ამ ხეტიალ-ხეტიალში ლაგოდეხში ჩავხეტიალდი. “მწვანე ალტერნატივას” ტრეინინგებზე მოვხვდი და სწორედ ამ ორგანიზაციის წყალობით დაუვიწყარი მოგზაურობა ვაჩუქე საკუთარ თავს. თუ მაჩუქეს, მოკლედ როგორც არის.…

ორდღიანი ტრეინინგი გლობალურ და საქართველოს გარემოსდაცვით პრობლემებს ეძღვნებოდა. ტრეინინგის ბოლო აკორდი კი იყო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.

ჩვენი მარშრუტი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციიდან დაიწყო, სადაც ლაგოდეხის შესახებ გადაღებული თხუთმეტწუთიანი ფილმი გვიჩვენეს. ფილმის დასრულების შემდეგ კი ზურგჩანთები ავიღეთ და ფეხით გავუყევით მდინარე შრომის ხევის მარცხენა სანაპიროს.
)


ამ საოცრება ხიდის გადავლის შემდეგ ხეობაში შევედით და საცალფეხო ბილიკით გავუყევით გზას ჩანჩქერამდე.
გზადაგზა ვიღებდი ყველაფერს რაც ლამაზად და საინტერესოდ მეჩვენებოდა.

მართალია გიდი გვყავდა, მაგრამ გიდის დახმარების გარეშეც თავისუფლად შეიძლებოდა გზის გაგნება აი ამ პატარა ნიშნების წყალობით.

მოგზაურობის დაწყებიდან საათნახევარში გზა საკმაოდ გართულდა. დაბლობზე არსებული საცალფეხო ბილიკი აი აქ დამთავრდა და ციცაბო აღმართი დაიწყო.

თან როგორი აღმართი. რას შეიძლება შევადარო…
აი წარმოიდგინეთ რომ მანქანით ადიხართ უღელტეხილზე.
სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ ბილიკმა.
ვიწროა. ორი კაცი რომ გაჭირვებით აუქცევს გვერდს ერთმანეთს, აი ისეთი.
რაღაც ეტაპზე მივხვდი რომ ასვლას ვერ შევძლებდი…
ძალიან რთული იყო, მაგრამ უცებ აი ეს ხე ვნახე.

ხოდა გავმწარდი.
ჯერ იმაზე რომ ასე უტვინო თანამემამულე მყავს, სახელად ბონდო…
მეორეც მეთქი ვიღაც ბონდო ავიდა და მე როგორ ვერ უნდა ავიდეთქო
უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და გზა განვაგრძე.

ციცაბო აღმართის შემდეგ დაიწყო დიდი დაღმართი..

ცოტაც და ჩანჩქერიც გამოჩნდა.


უცნაური შეგრძნება მქონდა.
როდესაც დასახულ მიზანს აღწევ, ყველა სირთულე გავიწყდება რაც ამ მიზნის მისაღწევად გამოიარე.
ასე დამემართა მეც.
დაღლილობაც დამავიწყდა და საერთოდ ყველაფერი. ჩავეშვი ულამაზეს ხეობაში და ემოციებით დავიტვირთე…

ემოციებმა დამატყვევეს, გავგიჯდი და გადავირიე…
კარგი იყო.

რთული იყო გზა სახლისაკენ.
საკმაოდ რთული.
თუმცა არ მოგვიწყენია.
აბა შეიძლება მოიწყინო, როდესაც ასეთი აკომპანიმენტის თანხლებით გიწევს სახლში დაბრუნება?

Advertisements

8 comments on “მოხეტიალეს ჩანაწერები

  1. ძალიან მომეწონა სურათები 🙂 და გამიელვა იდეამ, რომ მაგ ტერიტორიაზე კარგი საშინელებათა ფილმის გადაღება შეიძლება, ცოტა ბანალური სცენარით 🙂

  2. რა კარგია, ცოტა გული დამწყდა რომ არ ვიყავი თქვენთან ერთად. ლიკლიკაძის ვოკალი შეუდარებელია 😀

  3. მაგარი პოსტია და საინტერესო პროფილის ბლოგიც… რა სამოთხესავით ადგილას ყოფილხარ 🙂

    ხშირად იარე და ხშირად დაწერე ასეთი პოსტები 🙂

  4. ლიკლიკაძე რატომ არ დაახრჩვეთ ჩანჩქერში. ან რა აბღავლებდა მანდ, ცხოველბი ხომ დააფრთხო და წარმომიდგენია თქვენ რას გიზამდათ. მშურს თქვენი. მეც წამიყვანეთ რა ლაგოდეხშიიიი

  5. გამოხმაურება: მოხეტიალეს ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s