იქ, სადაც ცა ყველაზე ახლოა

ამ პოსტის დაწერაზე იმ დღიდან ვფიქრობ რაც ამ ბლოგის განახლების იდეა გამიჩნდა, მაგრამ რაღაც ვერასდროს ვერ მოვაბი თავი.
აბასთუმანზე ვწერ..
ობსერვატორიაზე..
ბავშვობის მოგონებაზე…
ბოლოს, ზუსტად თორმეტი წლის წინ ვიყავი აბასთუმანში.
თორმეტი წლის შემდეგ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის
დახმარებით დავბრუნდი იქ სადაც ყოველთვის მიმიწევდა გული და სადაც დაბრუნება ოცნება იყო.
თუმცა ბევრი არც არაფერი შეცვლილა…
იგივე ხედი, დანგრეული, მოუვლელი სახლები…
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა….
თითქოს გუშინ იყო, ავტობუსის მინას მიკრული გაფაციცებით რომ ვათვალიერებდი უძველეს დაბას.
ბევრი პრობლემა ჰქონდა მაშინ აბასთუმანს.
აქვს დღესაც.
პირველ რიგში წყლის და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ აბასთუმნელები.
დაბას არა აქვს ნაგავსაყრელი.
ამიტომ მოსახლეობა ნაგავს სხვადასხვა ადგილას ყრის. ხშირად ქარის მეშვეობით ნაგავი ტყეში ხვდება და გარემოს აბინძურებს. ბინძურდება მდინარეც და ამის შემხედვარე ადამიანს გიფუჭდება ხასიათი.
თუმცა აბასთუმანში არსებული პრობლემები ამით არ მთავრდება.
იჩეხება აბასთუმნის სავიზიტო ბარათი – ფიჭვი.
ფიჭვს სხვა მერქანი ენაცვლება.
ფიჭვის გარეშე კი აბასთუმანი, აბასთუმანი აღარ იქნება.
სწორედ ფიჭვის წყალობითაა აბასთუმანში უნიკალური ატმოსფერული პირობები, ჰაერი სუფთავდება და მაღალი გამჭვირვალობით ხასიათდება.
ამის გამო ის ევრაზიის მასშტაბით ასტრონომიული დაკვირვებებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილადაა მიჩნეული.

მოკლედ აბასთუმანი ულამაზესია, აღმაფრთოვანებელი, გასაგიჟებელი, მაგრამ ძალიან მოუვლელი.


ალბათ დროა დავფიქრდეთ რომ რაღაც უნდა შეიცვალოს!…

და კიდევ, თუ თაფლობისთვე გაქვთ, მაგრამ პარიზში წასასვლელი ფული არა, ჩადით აბასთუმანში. დამერწმუნეთ, ვარსკვლავები იქიდან უფრო ახლოა.

Advertisements

13 comments on “იქ, სადაც ცა ყველაზე ახლოა

  1. თაფლობისთვისთვის არა, მაგრამ ისე კი ვაგროვებ თანხას რომ წავიდე იქ. შესანიშნავად შეიძლება დაისვენო რამდენიმე დღით. სიჩუმეა, ჰაერი, ტყე, კომფორტული სასტუმრო. იდეალური ადგილია. წაიღებ პლედს, ტყეში დაწვები რბილ ხავსზე და იკითხვა, იოცნებებ და ხის კენწეროებს უყურებ. უჰ, მინდა 🙂

    • მეეეც, მაგრამ მე ფულს ფშავში წასასვლელად ვაგროვებ, თან ადამიანს ვეძებ ვისთან ერთადაც წავალ…:):) სააგენტოში გავარკვიე უკვე, ათდღიანი მოგზაურობა ფშავ–ხევსურეთში დაუვიწყარი იქნება. ღა თქმა უნდა თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც მათ მითხრეს.

  2. აბასთუმანი იმსათვისაც კარგია, ვისაც ფილტვების დაავადება სჭირთ 🙂

    კი ჩავიდოდი ყოველგვარი თაფლობისთვის გარეშე, მაგრამ ფულს რა ვუთხარი მე :დ

    • სხვათაშორის საერთოდ არაა აბასთუმანში დასვენება ძვირი სიამოვნება. საოჯახო სასტუმროში ღამის გათევა სულ რაღაც 6 ლარად შეიძლება. მთავარია მონდომება…

  3. აბასთუმანუ ჩემი ფავორიტია იმ 2 799 ადგილს შორის,სადაც კი როდესმე ვყოფილვარ, არსად სხვაგან არ გცჰირდება დამატებიტ კიდევ 2 ფილტვი ჟანგბადის აღსაქმელად და არსად არ სუნთქავ ისე, როგორც მანდ, ფილტვების ტკივილამდე..

    ხოოდა, ფშავ-ხევსურეთს ტური რად უნდა, წელიწადში რამდენჯერმე დავდივარ, მთავარია კარავი გქონდეს და ყველანაირი ზედმეტი ტურების გარეშე შეგიძლია შემოგვიერთდე 🙂

    • მართლა? მარტო სად უნდა ვიხეტიალო, აი სხვასთან ერთად კიდევ ჰოო. ჩემს მეგობრებს რაღაც ძალიან არ ხიბლავთ ღია ცის ქვეშ ძილის პერსპექტივა, ამიტომ რამდენჯერაც დავაყენე საკითხი ხევსურეთში წასვლის იმდენჯერ ჩავარდა:)

  4. აბსტუმანსჰი არასოდეს ვყოფილვარ მაგრამ დზალიან მინდა იკ დავისვენო ფიზიკურად და სულიერად 10 დგიტ მაინც , მინდა მოვცყდე ამ აბდაუბდა ცხოვრებას და ბუნების სიმსჰვენიერიტ მტის ჰაერიტ ტა გარემოს სიმსჰვიდიტ დავტკბე, მინდა ამ ატი დგის მანდზილზე საკუტარ ტავტან დავრცჰე მარტო, ეს დზალიან მცჰირდება სულიერად და ფიზიკურად დზალიან გადაგლილი ვარ ტან ჯანმრტელობაც არ მაკვს მტლად მცყობრსჰი… ასე რომ აბასტუმანსჰი დიდი სიამოვნებიტ დავისვენებდი მაგრამ სამცუხაროდ არ ვიცი რა ფასებია როგორ და სად უნდა მივიდე, ინტერნეტსჰი რაც ვნახე იკ დზალიან დზვირი სასტუმროებია . საოჯახო სასტუმროებზე კი ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვიპპოვე..ეეეჰ

    • საოჯახო სასტუმროს ალბათ ინტერნეტით ვერ მოიძევ, მაგრამ როდესაც ჩახვალ აბასთუმანში დამერწმუნე არ გაგიჭირდება მოძებნა. 6ლარიდან იწყება ფასები. მთავარია მოინდომო და აუცილებლად დაისვენებ:)

  5. ამ საიტზე შეგილიათ ნახოთ ბევრი რამ აბასთუმნის შესახებ,
    kurortiabastumani,ge
    ამ საიტიდან შეგილიათ ბინების და სასტუმროების დაჯავშვნაც
    Reply ·

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s