რატომ გარემოს დაცვა

ჩემს პირველ პოსტს არც თუ ისე დიდი გამოხმაურება მოჰყოლია. პრინციპში არც არაფერს ველოდი განსაკუთრებულს. ადამიანებს უყვართ სკანდალი, მკვლელობა, პოლიტიკა, სიამოვნებით იჭვრიტებიან ე.წ. „ფეისების“ ცხოვრებაში, მაგრამ ნაკლებად აინტერესებთ ეკოლოგია.
ჩემმა მეგობარმა პირველი პოსტის წაკითხვის შემდეგ რჩევა მომცა: თუ წერა გეხალისება რამე ისეთ თემებზე წერე ხალხს რომ დააინტერესოსო და ზემოთ მოყვანილი თემები ჩამომითვალა.
ჩემი კამათი მასთან უშედეგოდ დასრულდა. თუმცა ამან უფრო მეტი სტიმული მომცა წერისათვის.
რატომ?
ახლავე გეტყვით.
ქალაქში სადაც მე ვცხოვრობ სამი მდინარეა.
ამათგან ერთი მდინარე რიონი, იცის ყველამ მთელ საქართველოში.
მეორე მდინარე ოღასკურა იცის არც თუ ისე ბევრმა, ძირითადად ქუთაისლებმა და ალბათ იმ ადამიანებმაც ვისაც ეს სფერო აინტერესებს.
არსებობს მესამე მდინარეც – მდინარე რუა.. რომლის არსებობის შესახებ მგონი მხოლოდ ეკოლოგებმა და რამდენიმე ქუთაისელმა იცის.
პატარა მდინარე რუა ქუთაისის ერთ-ერთ უბანში ჭომაში ჩამოედინება და მდინარე რიონს უერთდება. თუმცა იმის გამო რომ მდინარე რუა ქალაქის არაკანალიზებულ უბანს კვეთს მისი კალაპოტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. ყოველი ზაფხული მდინარეს ანტისანიტარიის კერად აქცევს.
ამ პატარა მდინარეზე ყოველთვის მალხაზ ხარბედიას ერთ-ერთი პოსტი მახსენდება, ხარბედიაზე კი მარკესი და მისი გენიალური ესე, რომელიც ჩემს სათქმელს ზედმიწევნით გადმოსცემს.

წაიკითხეთ? ალბათ ისიამოვნეთ….

ჰო, კარგი ჩაფიქრდით მაინც…
კარგია, რაც მეტი ადამიანი იფიქრებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებაზე, მით უკეთესი.
მე კიდევ ჩემის მხრივ შევეცდები არ ვწერო გაყინულ თემებზე. შევეცდები გარემოს დაცვის კუთხით არსებული ნაკლებად ცნობილი პრობლემები წამოვწიო წინ და ახალ-ახალი ინფორმაციებით მოგამარაგოთ.

P.S.ალბათ გაგიჩნდათ გრძნობა რომ აბდაუბდა პოსტია… უბრალოდ შევეცადე პრობლემა შემეფუთა და საინტერესო წასაკითხი გამოსულიყო. არ ვიცი რამდენად გამომივიდა… იმედი მაქვს დავიხვეწები:)

მოხეტიალე დახეტიალობს..
აბა ჰე, ორშაბათამდეეეეეე….

Advertisements

10 comments on “რატომ გარემოს დაცვა

  1. მართალი ხარ, მხოლოდ რიონის შესახებ ვიცოდი. მარკესის ეს წერილი ნამდვილი შედევრია, მდინარე მაგდალენა (მგონი ასე ქვია ხომ?)…
    პოსტი აბდაუბდა არ არის, არ გინდა პ.ს. -ები, ისედაც კარგად წერს. საერთოდ ქუთაისელი ბლოგერების ფანი ვარ მგონი, ძალიან კარგები ხართ :))

  2. 🙂 დასტურ კარგი პოსტია. მდინარეებს, და საერთოდ ბუნებას, გაფრთხილება უნდა. აქაც ანტისანიტარიაა, 26 მაისის კონცერტზე ვიყავი წასული და ცოტა რო დავიღალეთ, გამოვსწიეთ მტკვრისკენ მე და ჩემმა მეგობარმა, მაინც იქვე ახლოს მტკვარი ჩამოდიოდა და წყლის ჩუხჩუხი ცოტას ხასიათზე მოგვიყვანს თქო. ჯერ ერთმა, დალია ლუდი ბოთლი და მოისროლა პირდაპირ მტკვარში, მერე მეორე ვიღაცამ, სიგარეტი მოსწია და ნამწვი მტკვარში მოისროლა. რას გავბრაზდი, მაგრამ რა გინდა უქნა. ხმამაღალი კომენტარი კომენტარად დარჩა 😦

    • სამწუხაროდ ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. არცერთი ჩვენგანი დარწმუნებული ვარ ჩვენს ეზოში არ დავაგდებთ ლუდის ბოთლს ან ნაყინის ქაღალდს, ან კიდევ რა ვიცი რას… სამაგიეროდ ყველაფერი მარტივია როცა საქმე ჩვენს საკუთრებას არ ეხება…
      ალბათ ოდესმე მივხვდებით, რომ ჩვენს ჭიშკრებს მიღმაც საქართველოა, ისიც ჩვენია და მასაც ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თუნდაც ჩვენს საკუთარ ეზოს ვუფრთხილდებით.

    • ძალიან კარგი:):) ჰოო, რამდენიმე დღეში პიკნიკის შემდეგ დარჩენილ ნარჩენებზე ვაპირებ პოსტის დაწერას და კარგი იქნება კომენტარებში შენს გამოცდილებასაც თუ გაგვიზიარებ…
      არ დაგვეკარგო:)

  3. კარგია პოსტია და იმასე კი არ უნდა წერო, რაც ხალხს აინტერესებს, იმაზე უნდა წერო, რაც შენ გაინტერესებს, ოღონს ისე, რომ ხალხსაც დააინტერესოს…
    ხოოდა, პირადი ბლოგი 2 700-ია, ეკოლოგიაზე კიდე 2 კაცი წერს მგონი, აამიტო, გააგრძელე 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s