ამქვეყნად ყველას და ყველაფერს თავისი ბედი აქვს…
ბედი ჰქონია ხესაც…
თუ უბედობა შეიძლება დავარქვათ ამას არ ვიცი…
დაიბადა რკინის კონსტრუქციაში, ნელ-ნელა გაიზარდა…
ახლა ფრთების გაშლა უნდა, მაგრამ რკინის მარწუხები უჭერს…
სუნთქვა უნდა, მაგრამ რკინის მარწუხები უჭერს…
ოცნებობს, მაგრამ მის ოცნებებს რკინის მარწუხები უჭერს…
ცოცხლობს, მაგრამ მის სიცოცხლეს არსებობა ჰქვია…
ყოველთვის როდესაც ქარი უბერავს, უნდა ტანი ააყოლოს, მაგრამ… მაგრამ რკინის მარწუხები უჭერს…

მარტოა, სულ მარტო…
უთვისტომოდ…
უმეგობროდ…
უსიყვარულოდ…
…………………
გავა დრო და დაბერდება…
ვეღარ მოუჩრდილებს, და იმ ერთადერთ ფუნქციასაც დაკარგავს რაც ჰქონდა…
მოჭრიან და ცივ ზამთარში ძვლებს გაითბობენ ისინი…
უცხოები…
არამისიანები…
და ასე მოკვდება
უთვისტომოდ…
უმეგობროდ…
უსიყვარულოდ…

ეჰ, შემეცოდა ხე…
“გავა დრო და დაბერდება…
ვეღარ მოუჩრდილებს, და იმ ერთადერთ ფუნქციასაც დაკარგავს რაც ჰქონდა…
მოჭრიან და ცივ ზამთარში ძვლებს გაითბობენ ისინი…” – ეს ისედაც მოუწევდა… ხოდა მემგონი კარგიც არის ხისთვის… იმიტომ რომ უფრო დაცულია… : ) ვისაც მოუნდება ყველა ვერ მოჭრის… და ღრმა სიბერემდე იცხოვრებს… : ) მართალია ერთფეროვნად მაგრამ მაინც… : )
“უსულdგmულო დღეები რბიან მიიჩქარიან” – ყოველთვის როდესაც ამ ხეს ვხედავ ეს ფრაზა მახსენდება… ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა… დასანანია ერთფეროვნებაში თუ გალევ…
რა პერსპექტივა აქვს ამ ხეს? არავითარი…
ციხეში მჯდომ 22 წლის ახალგაზრდას ჰგავს, სამუდამო პატიმრობა რომ აქვს მისჯილი…
ჩემი დასკვნის მართებულობის კიდევ ერთი დასტური:)))
ჰმ.. რა საინტერესოა რომელი დასკვნის…
:)
ჩიტი გალიაში.
დღეიდან გამოთქმას “ძაღლის ბედი აქვს” შეცვლის გამოთქმა “ხის ბედი აქვს”
ვაიმე, გული მომიკვდა ;(
მართლა რა საცოდაობააა
სად არის ეს ხეე?
რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ზესტაფონში, ავტოსადგურზე….
სამწუხაროდ ფოტოაპარატი არ მქონდა.
ჩემმა მობილურმა კიდევ უკეთესი ხარისხის ფოტო ვერ გადაიღო…
Poor Tree … ;\
მე სულაც არ ვიტყვი რომ უბედურია
პირიქით ბედნიერია. ყველასაგან გამორჩეული, ინდივიდუალური, თავისი სახლი აქვს ფაქტიურად
Pingback: ფინჯან ყავაზე საკითხავი « მოხეტიალეს ბლოგი
Pingback: ფინჯან ყავასთან საკითხავი « მოხეტიალეს ბლოგი
Pingback: მოხეტიალეს ბლოგი
მეგობრობა შევთავაზოთ და გავანადგუროთ
vaimeee exla vitireb ;(
eseti magari texti rom ara eset suratze gamecineboda
გული მომეწურა